პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაძევებული ხართ! უზრდელო" - ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა
"გაძევებული ხართ! უზრდელო" - ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი 11 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის გარ­და, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სხდო­მი­დან "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ლიკა სა­ჯა­ია და რე­გი­ო­ნულ მა­უ­წყე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია კუპ­რაშ­ვი­ლი გა­ა­ძე­ვა.

ოხა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­სა­ყე­ნებ­ლად მი­ვიდ­ნენ და მი­მარ­თა, რომ მათ ამის უფ­ლე­ბას არ მის­ცემს.

"და­ტო­ვეთ დარ­ბა­ზი. ყო­ჩაღ! ყო­ჩაღ! შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის ყო­ჩაღ! გა­ძე­ვე­ბუ­ლი ხართ, გაბ­რძან­დით. სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლია. შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­სა­ყე­ნებ­ლად მობ­რძან­დით. ამა­ში იღებთ რო­გორც ჩანს ხელ­ფასს, სამ­წუ­ხა­როა,“ - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა ნა­თია კუპ­რაშ­ვილს.

ამას­თან, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ლიკა სა­ჯა­ი­ას მი­მარ­თა, ზრდი­ლო­ბა ის­წავ­ლოს.

„და­ტო­ვეთ, დარ­ბა­ზი. შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ დე­პუ­ტა­ტებს, ამის უფ­ლე­ბას არ მოგ­ცემთ. უზ­რდე­ლი ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო ლიკა. ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ ამას აკე­თებთ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. თქვენ იმის წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ გან­ცდა არ გაქვთ, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ამი­ტომ გაბ­რძან­დით აქე­დან და ზრდი­ლო­ბა ის­წავ­ლეთ, რო­გორ უნდა მი­მარ­თოთ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ დე­პუ­ტა­ტებს. უზ­რდე­ლად მოქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ცემთ,“ - გა­ნა­ცხა­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე ოხა­ნაშ­ვილ­მა დარ­ბა­ზი­დან 11 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი გა­ა­ძე­ვა: გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, თა­მარ კორ­ძა­ია, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი, ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვი­ლი, ანა წით­ლი­ძე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, და­ვით ხა­ჯიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძე და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლავრენტი
4

ეტყობა თვალის ასახვევად ყავდა ოპოზიცია რომ მერე თქვას ყველანი ვიყავითო თორემ რაში ჭირდებოდა ან ნაცები ან ლელო, სტრატეგია და სხვები, თბილისში ეტყობა ვერ მოაწონეს ეს კანონი და რაიონებიდან ჩამოყავთ ცხვრები მიტინგზე დასასწრებად, რა გინდა ერთი დღე ქალაქში უფასო მგზავრობა უფასო საჭმელი მე შენ გეტყვი ოცნება იხდის ფულს თუ ბიძო

ივანე
4

ზუსტათ მაგათ ეწვებათ ყველაზე მეტად ის ადგილები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაძევებული ხართ! უზრდელო" - ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა

"გაძევებული ხართ! უზრდელო" - ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა.

უფრო კონკრეტულად, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და მიმართა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს.

"დატოვეთ დარბაზი. ყოჩაღ! ყოჩაღ! შეურაცხყოფისთვის ყოჩაღ! გაძევებული ხართ, გაბრძანდით. სამარცხვინო საქციელია. შეურაცხყოფის მოსაყენებლად მობრძანდით. ამაში იღებთ როგორც ჩანს ხელფასს, სამწუხაროა,“ - მიმართა ოხანაშვილმა ნათია კუპრაშვილს.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ ლიკა საჯაიას მიმართა, ზრდილობა ისწავლოს.

„დატოვეთ, დარბაზი. შეურაცხყოფას აყენებთ დეპუტატებს, ამის უფლებას არ მოგცემთ. უზრდელი ხართ, ქალბატონო ლიკა. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამას აკეთებთ სხდომათა დარბაზში. თქვენ იმის წარმოდგენა არ გაქვთ, სად ხართ, თქვენ განცდა არ გაქვთ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი ამიტომ გაბრძანდით აქედან და ზრდილობა ისწავლეთ, როგორ უნდა მიმართოთ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. უზრდელად მოქცევის საშუალებას არ მოგცემთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე.

წაიკითხეთ ასევე: