სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ გურგენიშვილი "მარგალიტების", მკითხველისგან მიღებული უკუკავშირისა და სამომავლო გეგმების შესახებ
მარიამ გურგენიშვილი "მარგალიტების", მკითხველისგან მიღებული უკუკავშირისა და სამომავლო გეგმების შესახებ

ვინც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს, კარ­გად იც­ნობს მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვილ­სა და მის „მარ­გა­ლი­ტებს“, რო­მე­ლიც 2021 წლი­დან „პა­ლიტ­რა L-ის“ ერთ-ერთი ბესტსე­ლე­რია.

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი 2022 წელს „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რი­საც მოხ­ვდა და სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტის ნო­მი­ნა­ცი­ა­შიც და­სა­ხელ­და. ამა­ვე წელს ის „წი­ნან­დლის პრე­მი­ის“ ფი­ნა­ლის­ტთა შო­რი­საც მოხ­ვდა.

მარ­გა­ლი­ტე­ბი მოგ­ვი­თხრობს 15 წლის მარ­გოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის უბან­ში ცხოვ­რობს, ანა­ნა­სებ­ზე ოც­ნე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობს და ამ­ჩნევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც სხვე­ბი ვერ ხე­და­ვენ. მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წვრილ­მა­ნი სას­წა­უ­ლე­ბით და ამ სას­წა­უ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში სამ­ნი არი­ან: მარ­გო, მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და, ანა, და საყ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, ბელა.

წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც 90-იანი წლე­ბის თბი­ლი­სის რე­ა­ლო­ბა მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით, სა­ოც­რად რე­ა­ლის­ტუ­რად არის აღ­წე­რი­ლი, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

„მარ­გა­ლი­ტე­ბის“ გა­მო­ცე­მი­დან რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ გან­ვლილ პე­რი­ოდს, რო­გო­რი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეთ მკი­თხვე­ლის­გან მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში?

და­დე­ბით­ზე და­დე­ბი­თი. სა­ქარ­თვე­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კუ­თხი­დან მწე­რენ და მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან სკო­ლებ­ში შე­სახ­ვედ­რად. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­თვის ვერ ვა­ხერ­ხებ ჩას­ვლას, თუმ­ცა ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­კავ­შირ­დე­ბი­ან. მჩუქ­ნი­ან ულა­მა­ზეს ყვა­ვი­ლებ­სა და ნა­ხა­ტებს; ზოგი ჩემი პორ­ტრე­ტია, ზოგი წიგ­ნის გმი­რე­ბის.

ერ­თა­დერ­თი კრი­ტი­კა, რაც ახლა მახ­სენ­დე­ბა, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო, რა­ტომ დავ­წე­რე 90-ია­ნე­ბის თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ებ­ზე, როცა მე იმ დროს თი­ნე­ი­ჯე­რი არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემ­მა ერთ-ერ­თმა უსაყ­ვარ­ლეს­მა მწე­რალ­მა მარ­გა­რეტ მიტ­ჩელ­მა სა­ერ­თო­დაც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ზე და­წე­რა და ასი წლით უკან გა­დაფ­რინ­და. რა პრობ­ლე­მაა?! იქ­ნებ ამიხ­სნათ.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა მკი­თხვე­ლი „მარ­გა­ლი­ტე­ბის“ სი­უ­ჟე­ტის მი­მართ ასე­თი მგრძნო­ბი­ა­რე?

ჩემი ოჯა­ხი­დან ორი ქა­ლია მო­ტა­ცე­ბუ­ლი - მა­მი­და და ბე­ბია, დე­დის მხრი­დან. სა­უ­ბე­დუ­როდ, ალ­ბათ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ოჯახ­ში ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ბევ­რია ნაც­ნო­ბი და სა­ხა­სი­ა­თო წიგნ­ში. ასე­ვე, ალ­ბათ იმა­ნაც იმოქ­მე­და, რომ საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ მა­ინც ვა­კუ­უმ­შია. ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის კი­თხვა გვი­წევს.

წიგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა „პა­ტა­რა ქა­ლე­ბი“, „გრძელ­ფე­ხე­ბა მა­მი­ლო“, „ჯეინ ეარი“, „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“, „აქ ხარ ღმერ­თო? ეს მე ვარ მარ­გა­რე­ტი“, „წიგ­ნის ქურ­დი“ ქარ­თულ ენა­ზე აქამ­დე არ და­წე­რი­ლა. ვფიქ­რობ, „მარ­გა­ლი­ტებ­მა“ ცო­ტა­თი მა­ინც ამო­ავ­სო ეს სი­ცა­რი­ე­ლე.

გქონ­დათ თუ არა მიზ­ნად და­სა­ხუ­ლი, მარ­გოს პერ­სო­ნა­ჟი ასე­თი ძლი­ე­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­გექ­მნათ და ის ყო­ფი­ლი­ყო მა­გა­ლი­თი და სტი­მუ­ლი სხვა გო­გო­ნე­ბის­თვის? თუ თა­ვის­თა­ვად გა­მო­ვი­და ასე­თი?

მარ­გო ჩემი ხა­სი­ა­თის შტრი­ხებ­ზეა აგე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც ანა. მი­ხა­რია, რომ ჩემი მკი­თხვე­ლი ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად აღიქ­ვამს და მწერს, თუ რამ­დე­ნი სა­ერ­თო იპო­ვა მას­თან. თით­ქმის ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, რომ ჰგო­ნია, თით­ქოს მას­ზეა, მის­თვი­საა ანდა მისი და­წე­რი­ლია ეს ტექ­სტი. ამის მოს­მე­ნით, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვიქ­ნე­ბი.

@ფო­ტოს ავ­ტო­რი: გიკა მი­კა­ბა­ძე

რო­გორ ფიქ­რობთ, წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი და მთლი­ა­ნად წიგ­ნი, წარ­მო­ად­გენს, თუ არა მა­გა­ლითს ქა­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც რთულ რე­ა­ლო­ბას­თან უწევთ გამ­კლა­ვე­ბა?

არ ვიცი, თუკი ეს ასეა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა. მე ბავ­შვო­ბი­დან ელე­ო­ნო­რა აქ­ვი­ტა­ნე­ლი­სა და ჟანა დ'არ­კის­ნა­ი­რი ქა­ლე­ბი მხიბ­ლავ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც სკარ­ლეტ ო'ჰარა და ან­ჟე­ლი­კა დე სან­სე, ყო­ველ­თვის უფრო მი­სა­ბა­ძი გმი­რე­ბი იყ­ვნენ ჩემ­თვის, ვიდ­რე ანა კა­რე­ნი­ნა და მა­დამ ბო­ვა­რი. მიყ­ვარს ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ხა­სი­ა­თი ჩემ მიერ შექ­მნილ პერ­სო­ნა­ჟებ­შიც გა­და­იღ­ვა­რა.

მა­რი­ამ, თქვენ იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, ვი­საც წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი პე­რი­ო­დი ცხა­დად არ ახ­სოვს. რო­გორ შე­ძე­ლით სცე­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ასე ავ­თენ­ტუ­რად გად­მო­ცე­მა?

თა­ვის ქება კი გა­მომ­დის, მაგ­რამ ეგაა ზუს­ტად სამ­წერ­ლო ნიჭი და ფან­ტა­ზია. ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე და ჩემი თა­ო­ბის კი­დევ ერთი მწე­რა­ლი, ნანა აბუ­ლა­ძე, ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორ აკ­რი­ტი­კე­ბენ მის სა­დე­ბი­უ­ტო ტექსტს „არას­წო­რი“ მო­ცუ­ლო­ბის გამო და ჩემ­სას - „არას­წო­რი“ ეპო­ქის გამო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ორი­ვე ჩვენ­განს სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნის მსგავ­სი წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი.

აქვე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ კი ვარ 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და 90-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა არ გა­მივ­ლია, მაგ­რამ კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, დი­დად მა­ინც არ გან­სხვავ­დე­ბო­და ჩემი ბავ­შვო­ბა მა­თის­გან. ასე­ვე, დე­დის, მა­მი­დის, ბი­ცო­ლის, ბე­ბი­ე­ბის, მათი მე­გო­ბა­რი თუ მე­ზო­ბე­ლი ქა­ლე­ბის მო­ყო­ლილ ამ­ბებს ისე ცხა­დად ვხე­დავ­დი და ვგრძნობ­დი, თით­ქოს ჩემი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია და ალღო მაქვს; შე­მიძ­ლია, ზუს­ტად მივ­ხვდე და გან­ვი­ცა­დო, რას გრძნობს ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი ამა თუ იმ მო­მენ­ტში. თით­ქოს მენ­ტა­ლუ­რი ბმა მაქვს გარ­შე­მომ­ყოფ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს გმი­რე­ბის შექ­მნა­ში, წე­რა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

@ფო­ტოს ავ­ტო­რი: გიკა მი­კა­ბა­ძე

სა­ინ­ტე­რე­სოა, ხომ არ მუ­შა­ობთ ახალ წიგნ­ზე და რის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა ის?

რო­დის უნდა ელო­დოს მკი­თხვე­ლი მის გა­მო­ჩე­ნას წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში? რომ არ და­გი­მა­ლოთ, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ისე­თი სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, რომ საგ­რძნობ­ლად შე­მა­ფერ­ხა წე­რის კუ­თხით და არა მხო­ლოდ. ახალ წიგნს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ვერ შეგ­პირ­დე­ბით, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და და მჯე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ბამ თავს. ერთ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავ­საც გა­გი­ზი­ა­რებთ, ინ­გლი­სის ორ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვი­რი­ცხე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე კრე­ა­ტი­უ­ლი წე­რის ფა­კულ­ტეტ­ზე, თან იუ­რის­ტის დიპ­ლო­მით. University of Birmingham და University of Warwick, ორი­ვე Russel Group-ის წევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში.

ორი­ვე ითხოვ­და ბა­კა­ლავრს წე­რის მო­ნა­თე­სა­ვე სფე­რო­დან, თუმ­ცა ფაქ­ტია, ჩემ­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და გან­ვი­თა­რე­ბის სას­წა­უ­ლი შან­სი მომ­ცეს. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი სექ­ტემ­ბრის მოს­ვლას.

აქვე, დიდი მად­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-სა“ და ჩემს მკი­თხველს. შე­ვეც­დე­ბი, მო­მა­ვალ­ში ინ­გლი­სი­დან გა­გა­ნე­ბივ­როთ ახალ-ახა­ლი ტექ­სტე­ბით.

R

ავტორი:

მარიამ გურგენიშვილი "მარგალიტების", მკითხველისგან მიღებული უკუკავშირისა და სამომავლო გეგმების შესახებ

მარიამ გურგენიშვილი "მარგალიტების", მკითხველისგან მიღებული უკუკავშირისა და სამომავლო გეგმების შესახებ

ვინც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას აქტიურად ადევნებს თვალს, კარგად იცნობს მარიამ გურგენიშვილსა და მის „მარგალიტებს“, რომელიც 2021 წლიდან „პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი ბესტსელერია.

მარიამ გურგენიშვილი 2022 წელს „საბას“ ფინალისტებს შორისაც მოხვდა და საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაშიც დასახელდა. ამავე წელს ის „წინანდლის პრემიის“ ფინალისტთა შორისაც მოხვდა.

მარგალიტები მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომელიც სვანეთის უბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და საყვარელი ბიძაშვილი, ბელა.

წიგნის სიუჟეტი, რომელშიც 90-იანი წლების თბილისის რეალობა მხატვრული ოსტატობით, საოცრად რეალისტურად არის აღწერილი, მკითხველისთვის საოცრად ემოციური აღმოჩნდა. მათგან მიღებული უკუკავშირისა და სამომავლო გეგმების შესახებ მარიამ გურგენიშვილი საუბრობს:

„მარგალიტების“ გამოცემიდან რამდენიმე წელი გავიდა. როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს, როგორი შეფასება მიიღეთ მკითხველისგან მთელი ამ დროის განმავლობაში?

დადებითზე დადებითი. საქართველოს აბსოლუტურად ყველა კუთხიდან მწერენ და მეპატიჟებიან სკოლებში შესახვედრად. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვახერხებ ჩასვლას, თუმცა ძალიან მიხარია, რომ მიკავშირდებიან. მჩუქნიან ულამაზეს ყვავილებსა და ნახატებს; ზოგი ჩემი პორტრეტია, ზოგი წიგნის გმირების.

ერთადერთი კრიტიკა, რაც ახლა მახსენდება, იმასთან დაკავშირებით იყო, რატომ დავწერე 90-იანების თინეიჯერ გოგოებზე, როცა მე იმ დროს თინეიჯერი არ ვყოფილვარ. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მწერალმა მარგარეტ მიტჩელმა საერთოდაც მეცხრამეტე საუკუნეზე დაწერა და ასი წლით უკან გადაფრინდა. რა პრობლემაა?! იქნებ ამიხსნათ.

როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა მკითხველი „მარგალიტების“ სიუჟეტის მიმართ ასეთი მგრძნობიარე?

ჩემი ოჯახიდან ორი ქალია მოტაცებული - მამიდა და ბებია, დედის მხრიდან. საუბედუროდ, ალბათ უამრავი ადამიანის ოჯახში ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ქართველი მკითხველისთვის ბევრია ნაცნობი და სახასიათო წიგნში. ასევე, ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ საყმაწვილო ლიტერატურის მხრივ საქართველო ჯერ მაინც ვაკუუმშია. ძირითადად უცხოელი ავტორების კითხვა გვიწევს.

წიგნები, როგორიცაა „პატარა ქალები“, „გრძელფეხება მამილო“, „ჯეინ ეარი“, „თამაში ჭვავის ყანაში“, „აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ მარგარეტი“, „წიგნის ქურდი“ ქართულ ენაზე აქამდე არ დაწერილა. ვფიქრობ, „მარგალიტებმა“ ცოტათი მაინც ამოავსო ეს სიცარიელე.

გქონდათ თუ არა მიზნად დასახული, მარგოს პერსონაჟი ასეთი ძლიერი და განსხვავებული შეგექმნათ და ის ყოფილიყო მაგალითი და სტიმული სხვა გოგონებისთვის? თუ თავისთავად გამოვიდა ასეთი?

მარგო ჩემი ხასიათის შტრიხებზეა აგებული, ისევე, როგორც ანა. მიხარია, რომ ჩემი მკითხველი ძლიერ ადამიანად აღიქვამს და მწერს, თუ რამდენი საერთო იპოვა მასთან. თითქმის ყველა მეუბნება, რომ ჰგონია, თითქოს მასზეა, მისთვისაა ანდა მისი დაწერილია ეს ტექსტი. ამის მოსმენით, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბედნიერი ვარ და ვიქნები.

@ფოტოს ავტორი: გიკა მიკაბაძე

როგორ ფიქრობთ, წიგნის მთავარი პერსონაჟი და მთლიანად წიგნი, წარმოადგენს, თუ არა მაგალითს ქალებისთვის, რომელთაც რთულ რეალობასთან უწევთ გამკლავება?

არ ვიცი, თუკი ეს ასეა, ძალიან გამიხარდება. მე ბავშვობიდან ელეონორა აქვიტანელისა და ჟანა დ'არკისნაირი ქალები მხიბლავდა და მაინტერესებდა. ლიტერატურაშიც სკარლეტ ო'ჰარა და ანჟელიკა დე სანსე, ყოველთვის უფრო მისაბაძი გმირები იყვნენ ჩემთვის, ვიდრე ანა კარენინა და მადამ ბოვარი. მიყვარს ძლიერი, ჭკვიანი ქალები. შესაბამისად, ჩემი ეს დამოკიდებულება და ხასიათი ჩემ მიერ შექმნილ პერსონაჟებშიც გადაიღვარა.

მარიამ, თქვენ იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, ვისაც წიგნში აღწერილი პერიოდი ცხადად არ ახსოვს. როგორ შეძელით სცენებისა და მოვლენების ასე ავთენტურად გადმოცემა?

თავის ქება კი გამომდის, მაგრამ ეგაა ზუსტად სამწერლო ნიჭი და ფანტაზია. ამ რამდენიმე კვირის წინ მე და ჩემი თაობის კიდევ ერთი მწერალი, ნანა აბულაძე, ვსაუბრობდით, როგორ აკრიტიკებენ მის სადებიუტო ტექსტს „არასწორი“ მოცულობის გამო და ჩემსას - „არასწორი“ ეპოქის გამო. საბედნიეროდ, ორივე ჩვენგანს სასაცილოდ არ ჰყოფნის მსგავსი წამოძახილები.

აქვე დავამატებდი, რომ კი ვარ 1996 წელს დაბადებული და 90-იანების საქართველოში თინეიჯერობა არ გამივლია, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით, დიდად მაინც არ განსხვავდებოდა ჩემი ბავშვობა მათისგან. ასევე, დედის, მამიდის, ბიცოლის, ბებიების, მათი მეგობარი თუ მეზობელი ქალების მოყოლილ ამბებს ისე ცხადად ვხედავდი და ვგრძნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი გამოცდილება იყო.

ზოგადად, ძალიან კარგი ინტუიცია და ალღო მაქვს; შემიძლია, ზუსტად მივხვდე და განვიცადო, რას გრძნობს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ მომენტში. თითქოს მენტალური ბმა მაქვს გარშემომყოფ ადამიანებთან. ეს გმირების შექმნაში, წერაში ძალიან მეხმარება.

@ფოტოს ავტორი: გიკა მიკაბაძე

საინტერესოა, ხომ არ მუშაობთ ახალ წიგნზე და რის შესახებ იქნება ის?

როდის უნდა ელოდოს მკითხველი მის გამოჩენას წიგნის მაღაზიებში? რომ არ დაგიმალოთ, ერთმანეთის მიყოლებით ისეთი სტრესული პერიოდები გამოვიარე, რომ საგრძნობლად შემაფერხა წერის კუთხით და არა მხოლოდ. ახალ წიგნს უახლოეს მომავალში გარანტირებულად ვერ შეგპირდებით, მაგრამ ძალიან მინდა და მჯერა, აუცილებლად მოვაბამ თავს. ერთ სასიხარულო ამბავსაც გაგიზიარებთ, ინგლისის ორ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩავირიცხე მაგისტრატურაზე კრეატიული წერის ფაკულტეტზე, თან იურისტის დიპლომით. University of Birmingham და University of Warwick, ორივე Russel Group-ის წევრი უნივერსიტეტია და წერის მიმართულებით რეიტინგის სათავეში.

ორივე ითხოვდა ბაკალავრს წერის მონათესავე სფეროდან, თუმცა ფაქტია, ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს და განვითარების სასწაული შანსი მომცეს. ძალიან გახარებული ვარ და მოუთმენლად ველოდები სექტემბრის მოსვლას.

აქვე, დიდი მადლობა „პალიტრა L-სა“ და ჩემს მკითხველს. შევეცდები, მომავალში ინგლისიდან გაგანებივროთ ახალ-ახალი ტექსტებით.

R