საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა" - სხდომიდან გაძევებული დეპუტატები და "აგენტების კანონპროექტის" განხილვა ხმაურის ფონზე: რა ხდება პარლამენტში
"ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა" - სხდომიდან გაძევებული დეპუტატები და "აგენტების კანონპროექტის" განხილვა ხმაურის ფონზე: რა ხდება პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა კო­მი­ტე­ტის სხდო­მი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი თა­მარ კორ­ძა­ი­აც გა­ა­ძე­ვა.

  • თავ­და­პირ­ვე­ლად, ოხა­ნაშ­ვილ­მა კორ­ძა­ი­ას კი­თხვის დას­მის დროს მიკრო­ფო­ნი გა­უ­თი­შა და უთხრა, რომ „სი­ტყვა ჩა­მორ­თმე­უ­ლია“, რა­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"არ გრცხვე­ნია მარ­თლა? არ გრცხვე­ნია, კაცო? კი­თხვა და­მა­ს­მე­ვი­ნე!“ - მი­მარ­თა კორ­ძა­ი­ამ ოხა­ნაშ­ვილს, რის შემ­დე­გაც თავ­მჯდო­მა­რემ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა.

"და­ტო­ვეთ დარ­ბა­ზი, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ!“ - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა კორ­ძა­ი­ას და ტექ­ნი­კუ­რი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

მა­ნამ­დე, ოხა­ნაშ­ვილ­მა დარ­ბა­ზი­დან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი ვა­შა­ძე და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი გა­ა­ძე­ვა.

  • "ამას სიკ­ვდი­ლი, იმას ჩა­მოხ­რჩო­ბა" გა­მახ­სენ­და. არის ასე­თი კარ­გი მულ­ტფილ­მი. რა და­გე­მარ­თათ, ცენ­ზუ­რას ნუ აწე­სებთ! - ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე სა­უბ­რის შემ­თხვე­ვა­ში, მიკრო­ფო­ნის გა­თიშ­ვი­სა და დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

პარ­ლა­მენ­ტში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ზე, სა­დაც „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლე­ბა, ოპო­ზი­ცი­ა­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რემ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს მო­უ­წო­და, რომ ისა­უბ­რონ მხო­ლოდ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე და შე­სა­ბა­მის მუხ­ლებ­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, მათ მიკრო­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვათ.

"სხდო­მის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა ვი­საც ექ­ნე­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნებ რეგ­ლა­მენ­ტით ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას. თუ გსურთ, მე­ო­რე მოს­მე­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით ვიმ­სჯე­ლოთ, აქ ამის­თვის ვართ შეკ­რე­ბი­ლი. ამი­ტომ, გთხოვთ, მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე სა­უ­ბარს თავი და­ვა­ნე­ბოთ. ყვე­ლას მო­გე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შე­კი­თხვე­ბი დას­ვათ“, - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილ­მა დე­პუ­ტა­ტებს.

"პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ ქალ­ბა­ტო­ნო და ბა­ტო­ნო­თი მოგ­ვმარ­თეთ და არა, "ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბი­თო“, - მი­მარ­თა ოხა­ნაშ­ვილს ანი წით­ლი­ძემ.

თა­ვად ოხა­ნაშ­ვილ­მა კი, წით­ლი­ძეს მო­უ­წო­და, რომ თუ მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით არ დას­ვამ­და შე­კი­თხვას, მიკრო­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ჩა­მო­ერ­თმე­ო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ანი წით­ლი­ძეს სხდო­მა­ზე მიკრო­ფო­ნით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა. ამის შემ­დგომ სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა კი­დევ ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას, რო­მელ­საც ასე­ვე მხო­ლოდ შე­სა­ბა­მის მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რის­კენ მო­უ­წო­და ოხა­ნაშ­ვილ­მა.

„ამას სიკ­ვდი­ლი, იმას ჩა­მოხ­რჩო­ბა" გა­მახ­სენ­და. ასე­თი კარ­გი მულ­ტფილ­მი არის... ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, კარ­გი, რა და­გე­მარ­თათ. ცენ­ზუ­რას ნუ აწე­სებთ“, - მი­მარ­თა აქუ­ბარ­დი­ამ ოხა­ნაშ­ვილს, რის შემ­დე­გაც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან კი­თხვით გა­და­ვი­და:

„სა­ნამ თავს წა­მაც­ლიდ­ნენ, იქ­ნებ, კი­თხვის დას­მა მო­ვას­წრო. პირ­ვე­ლი მუხ­ლის ორი­ვე პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით მაქვს კი­თხვა. პირ­ველ რიგ­ში, რას ნიშ­ნავს, უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სის გა­ტა­რე­ბა, რო­დე­საც მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვი­ცით, რომ მა­გა­ლი­თად რუ­სე­თი, რო­მე­ლიც არის ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა, ის პირ­და­პირ ფი­ნან­სურ გად­მო­რი­ცხვებს ვერ აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ეს კა­ნო­ნი არ ეხე­ბა რუ­სეთს და ეხე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლურ ფონ­დებს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვის წი­ნა­აღ­მდეგ არის ეს კა­ნო­ნი? კი­დევ ერთხელ ნათ­ლად, თუ გან­მარ­ტავთ“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niako
7

რა ხდება და კულტურა აკლიათ ნაცებს....

ალექს
1

ახლა ის, რომ ეს კანონი ცვლის ჩვენი სახელმწიფოს ხასიათს, აქამდე პროევროპული დემოკრატია იყო და ამის მერე რუსული იქნება, საბავშვო სატყუარაა, ჩვენი ქვეყანა ორასი წელია რუსულია და ასი საბჭოთა პრობოლშევიკური ! კირილიცა რომ ლათინურით ჩანაცვლდა აბრაზე , არ ნიშნავს გადასავლეთურებას მ, აბრის შიგნით იგივეა ამხანაგო ბატონებო და ქალბატონებო ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა" - სხდომიდან გაძევებული დეპუტატები და "აგენტების კანონპროექტის" განხილვა ხმაურის ფონზე: რა ხდება პარლამენტში

"ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა" - სხდომიდან გაძევებული დეპუტატები და "აგენტების კანონპროექტის" განხილვა ხმაურის ფონზე: რა ხდება პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.

  • თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.

"არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე!“ - მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგა დარბაზიდან გააძევა.

"დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ!“ - მიმართა ოხანაშვილმა კორძაიას და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზიდან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი გიორგი ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი გააძევა.

  • "ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. არის ასეთი კარგი მულტფილმი. რა დაგემართათ, ცენზურას ნუ აწესებთ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მისი ნებართვის გარეშე საუბრის შემთხვევაში, მიკროფონის გათიშვისა და დარბაზის დატოვების შესახებ აფრთხილებს.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, ოპოზიციასა და ქართული ოცნების“წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, რომ ისაუბრონ მხოლოდ კანონპროექტზე და შესაბამის მუხლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მიკროფონით სარგებლობის საშუალება ჩამოერთმევათ.

"სხდომის ჩაშლის მცდელობა ვისაც ექნება, გამოვიყენებ რეგლამენტით ყველა პროცედურას. თუ გსურთ, მეორე მოსმენით დადგენილი წესით ვიმსჯელოთ, აქ ამისთვის ვართ შეკრებილი. ამიტომ, გთხოვთ, მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დავანებოთ. ყველას მოგეცემათ საშუალება, რომ შეკითხვები დასვათ“, - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალბატონო და ბატონოთი მოგვმართეთ და არა, "ძვირფასო კოლეგებითო“, - მიმართა ოხანაშვილს ანი წითლიძემ.

თავად ოხანაშვილმა კი, წითლიძეს მოუწოდა, რომ თუ მუხლთან დაკავშირებით არ დასვამდა შეკითხვას, მიკროფონით სარგებლობის საშუალებას ჩამოერთმეოდა. საბოლოო ჯამში კი, ანი წითლიძეს სხდომაზე მიკროფონით გამოსვლის საშუალება ჩამოერთვა. ამის შემდგომ სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, რომელსაც ასევე მხოლოდ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით საუბრისკენ მოუწოდა ოხანაშვილმა.

„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა" გამახსენდა. ასეთი კარგი მულტფილმი არის... ნუ ნერვიულობთ, კარგი, რა დაგემართათ. ცენზურას ნუ აწესებთ“, - მიმართა აქუბარდიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძესთან კითხვით გადავიდა:

„სანამ თავს წამაცლიდნენ, იქნებ, კითხვის დასმა მოვასწრო. პირველი მუხლის ორივე პუნქტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. პირველ რიგში, რას ნიშნავს, უცხოური ძალის ინტერესის გატარება, როდესაც მოცემულობაში ვიცით, რომ მაგალითად რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ის პირდაპირ ფინანსურ გადმორიცხვებს ვერ აკეთებს საქართველოში და შესაბამისად, ეს კანონი არ ეხება რუსეთს და ეხება ამ შემთხვევაში, დასავლურ ფონდებს. ამ მოცემულობაში ვის წინააღმდეგ არის ეს კანონი? კიდევ ერთხელ ნათლად, თუ განმარტავთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.

წაიკითხეთ ასევე: