პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?
"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?

არ დარ­ჩა და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თაც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­მო­ე­ხა­ტათ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­მართ. პრე­მი­ერ კო­ბა­ხი­ძეს გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა სა­ჯა­როდ უთხრა: "ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ამ კა­ნონს არ მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო და პარ­ლა­მენ­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვენს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას". ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი პირ­და­პირ გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეს იქ­ნე­ბა შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, თუმ­ცა მმარ­თვე­ლი ძალა ჯი­უ­ტად ცდი­ლობს და­არ­წმუ­ნოს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ ამ კა­ნონპ­რო­ექტს და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იღებს, მისი გზა კი კვლავ ევ­რო­პუ­ლია. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სა­უბ­რობს:

- მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც პრო­ევ­რო­პულ პო­ზი­ცი­ა­ზე დგას, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ი­ჯე­როს, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­პუ­ლია და ევ­რო­კავ­შირ­თან გვა­ახ­ლო­ებს. ეს არ სჯე­რათ, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფსევ­დო­ევ­რო­პუ­ლად გან­წყო­ბილ მომ­ხრე­ებ­საც. ეს ხალ­ხი დი­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბა და მედ­რო­ვედ არის გა­დაქ­ცე­უ­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩევ­ლის ბა­ზას, ძი­რი­თა­დად, წარ­მო­ად­გე­ნენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ვერ­ტი­კალ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, მათი ახ­ლობ­ლე­ბი და სა­ნაც­ნო­ბო წრე, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აფა­სე­ბენ ვი­თა­რე­ბას და ფიქ­რო­ბენ, რომ დი­ნე­ბას თუ არ გაჰ­ყვე­ბი­ან, კე­თილ­დღე­ო­ბას და­კარ­გა­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს მო­ი­წო­ნე­ბენ. ისი­ნი არი­ან პრო­ევ­რო­პე­ლე­ბი იმ­დე­ნად, რამ­დე­ნად ამას ზე­მო­დან ეუბ­ნე­ბი­ან, თუ ეტყვი­ან, რომ მათ პო­ზი­ცია უნდა შეც­ვა­ლონ, მყის­ვე შეც­ვლი­ან. ამ ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი თა­ვის დრო­ზე გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭე­რი იყო, შემ­დგომ შე­ვარ­დნა­ძის, შემ­დგომ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის მომ­ხრეა. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის ამომ­რჩევ­ლის პა­ტა­რა ნა­წი­ლი არის კი­დე­ვაც პრო­ევ­რო­პუ­ლად გან­წყო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის თვალ­სა­ჩი­ნო უნდა იყოს, რომ დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რი­ტო­რი­კა და­სავ­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ფარ­სია.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც კარ­გად ეს­მით, თუ გინ­და რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეხ­ვი­დე, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო მისი წე­სე­ბი. რა­ღა­ცის დათ­მო­ბა ყვე­ლას უწევს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სტუ­მა­რი მო­დის შენ­თან და ეუბ­ნე­ბი, რომ სახ­ლში ფეხ­საც­მლით არ შე­დი­ხარ, მას მო­უ­წევს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ეს წესი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტა­ლა­ხი­ა­ნი ფე­ხით და­ა­პი­რებს შე­მოს­ვლას და გე­ტყვით, მე ღირ­სე­ბით მსურს შე­მო­ვი­დეო, მას, უბ­რა­ლოდ, არ შე­მო­უშ­ვებ და ასე დას­რულ­დე­ბა მისი სტუმ­რო­ბა.

ერთი მხრივ, ევ­რო­პას ყო­ველ­დღე აგი­ნებ­დე და მე­ო­რე მხრივ, ამ­ტკი­ცებ­დე, ევ­რო­პა­ში მივ­დი­ვა­რო, ასე არ ხდე­ბა. ამი­ტო­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვე­რა­ვის მო­ა­ტყუ­ებს. მისი ამომ­რჩე­ვე­ლი კი არ ტყუვ­დე­ბა, არა­მედ მზად არის სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ჯე­როს, რად­გან ეს ამომ­რჩე­ვე­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გა­დის. აქ­სი­ო­მაა, რაც უფრო შორს ხარ ევ­რო­პის­გან, სა­ზო­გა­დოდ, და­სავ­ლე­თის­გან, მით უფრო უახ­ლოვ­დე­ბი რუ­სეთს. ევ­რო­პა­ზე უარი პირ­და­პირ ნიშ­ნავს პრო­რუ­სუ­ლო­ბას. არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს გა­უ­აზ­რებ­ლად ხდე­ბა თუ გა­აზ­რე­ბუ­ლად. მა­ინც მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე გა­აზ­რე­ბუ­ლად იქ­ცე­ვა, რად­გან არ მჯე­რა, ვინ­მეს არ ეს­მო­დეს, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში, რო­დე­საც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩვენ ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი ამა თუ იმ ფორ­მით კონ­ფლიქ­ტურ ვი­თა­რე­ბა­შია, რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა.

კონ­ფლიქ­ტი რუ­სეთ­თან წლე­ბია გრძელ­დე­ბა - მცო­ცა­ვი ანექ­სია, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა, წა­მე­ბა, მოკ­ვლა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­დევ­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს თუ ვერ ვამ­ჩნევთ, ბრმე­ბი და ყრუ­ე­ბი ვყო­ფილ­ვართ. ამ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ჭი­დილ­ში შენ უნდა იყო მტე­რი რუ­სე­თის­გან რაც შე­იძ­ლე­ბა შორს და ერ­თა­დერ­თი გზა ევ­რო­პის­კენ გაქვს. მე­ო­რე გზა ირა­ნი­სა და ჩი­ნე­თის­კენ მი­დის, მაგ­რამ ეს არა­ნაკ­ლებ და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის.

თუ გვსურს გავ­ყვეთ ევ­რო­პულ გზას, უნდა დავ­სვათ შე­კი­თხვა, რა გვიშ­ლის ხელს ამ გზა­ზე სი­ა­რულ­ში და რა არის ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. და­მერ­წმუ­ნეთ, მსგავ­სი კა­ნო­ნე­ბი ამ გზა­ზე მხო­ლოდ ხელს შეგ­ვიშ­ლის და ამას ყო­ველ­დღე გვე­უბ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი. თუ ამის გა­გე­ბა არ სურს ვი­ღა­ცას, ეს არის, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, მავ­ნებ­ლო­ბა, თუმ­ცა უფრო ღრმად თუ ჩავ­ყვე­ბით სა­კითხს, ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი რელ­სე­ბი­დან გა­დაგ­დე­ბი­სა და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ცდა. მოკ­ლედ, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს წინ­და­უ­ხე­დავ, უგუ­ნურ ადა­მი­ა­ნებ­თან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი და პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გამ­ტა­რე­ბელ ჯგუფ­თან.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ელი­ტა­ში მშვე­ნივ­რად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ეს გზა არ მი­იყ­ვანთ ევ­რო­პა­ში. ეს გზა მხო­ლოდ ქვე­ყა­ნა­ში კონ­ფლიქ­ტამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის დას­მე­ნა­სა და დევ­ნას და­ი­წყე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცია ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ლა­პა­რა­კი­სას მხო­ლოდ სა­გა­რეო კურ­სის პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ის არა­ნაკ­ლებ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა­ზე. თუ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნად იქცა, ის ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისე შე­არ­ყევს, ქვე­ყა­ნა შე­საძ­ლოა დიდ უფსკრულ­ში გა­და­ი­ჩე­ხოს.

- "რო­გორც კი მო­ვიქ­ცე­ვით ევ­რო­პუ­ლად, ჩვენც ევ­რო­პუ­ლად მოგ­ვექ­ცე­ვი­ან" - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ლა­მის სა­ხედ ჰყავს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ კას­ტას. "ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუ­დნო­დეს" - რას ნიშ­ნავს, სა­ერ­თოდ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ?" - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

- ჯერ ერთი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ეს თქვა იმ ში­ნა­არ­სით, რუ­სე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა ვი­ყო­თო. მე­ო­რე - მან თა­ვის "ში­ნა­ურ მი­მო­ხილ­ვა­ში" გარ­კვე­ვით თქვა, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მიჰ­ბა­ძოს ისეთ ქვეყ­ნებს, რო­გო­რიც ინ­გლი­სი, საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნი­ა­აო. ილია პირ­და­პირ წერს, სა­ქარ­თვე­ლომ სწო­რე­ბა სწო­რედ ევ­რო­პულ წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ზე უნდა აი­ღო­სო. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი თავი ჩვენ­ვე რომ გვე­ყუ­დნო­დეს, სულ ცოტა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ იმ ძა­ლის­გან, რო­მელ­საც ჩვე­ნი რუ­კი­დან გაქ­რო­ბა უნდა. ეს კი სურთ არა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას, არა­მედ ოკუ­პანტ რუ­სეთს, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კურ წმენ­დას, გე­ნო­ციდს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გინ­და, უპირ­ვე­ლე­სად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უნდა იყო მტრის­გან, მტრის­გან თავ­და­სა­ცა­ვად კი აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა მო­კავ­ში­რე­ე­ბი. ილი­ას არ უგუ­ლის­ხმია მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რა დრო­საც მოგ­ვი­წევს მტერ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?

"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?

არ დარჩა დასავლური ორგანიზაცია თუ ქვეყანა, რომელთაც უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოეხატათ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიმართ. პრემიერ კობახიძეს გერმანიის კანცლერმა საჯაროდ უთხრა: "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას". ევროკავშირის ლიდერები პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ ეს იქნება შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა მმართველი ძალა ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, რომ ამ კანონპროექტს დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით იღებს, მისი გზა კი კვლავ ევროპულია. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე საუბრობს:

- მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც პროევროპულ პოზიციაზე დგას, შეუძლებელია დაიჯეროს, რომ ეს კანონპროექტი ევროპულია და ევროკავშირთან გვაახლოებს. ეს არ სჯერათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ფსევდოევროპულად განწყობილ მომხრეებსაც. ეს ხალხი დინებას მიჰყვება და მედროვედ არის გადაქცეული. "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ბაზას, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ვერტიკალში მყოფი პირები, მათი ახლობლები და სანაცნობო წრე, რომლებიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე აფასებენ ვითარებას და ფიქრობენ, რომ დინებას თუ არ გაჰყვებიან, კეთილდღეობას დაკარგავენ. შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ისინი ყველაფერს მოიწონებენ. ისინი არიან პროევროპელები იმდენად, რამდენად ამას ზემოდან ეუბნებიან, თუ ეტყვიან, რომ მათ პოზიცია უნდა შეცვალონ, მყისვე შეცვლიან. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავის დროზე გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, შემდგომ შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის მომხრეა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლის პატარა ნაწილი არის კიდევაც პროევროპულად განწყობილი. შესაბამისად, მათთვის თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ დღეს "ქართული ოცნების" რიტორიკა დასავლურ ორიენტაციაზე ფარსია.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, თუ გინდა რომელიმე ორგანიზაციაში შეხვიდე, უნდა გაითვალისწინო მისი წესები. რაღაცის დათმობა ყველას უწევს. მაგალითად, როდესაც სტუმარი მოდის შენთან და ეუბნები, რომ სახლში ფეხსაცმლით არ შედიხარ, მას მოუწევს გაითვალისწინოს ეს წესი, სხვა შემთხვევაში, თუ ტალახიანი ფეხით დააპირებს შემოსვლას და გეტყვით, მე ღირსებით მსურს შემოვიდეო, მას, უბრალოდ, არ შემოუშვებ და ასე დასრულდება მისი სტუმრობა.

ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება. ამიტომაც "ქართული ოცნება" ვერავის მოატყუებს. მისი ამომრჩეველი კი არ ტყუვდება, არამედ მზად არის საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერი დაიჯეროს, რადგან ეს ამომრჩეველი პრინციპულობით არ გამოირჩევა. დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპულ ღირებულებებზე გადის. აქსიომაა, რაც უფრო შორს ხარ ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან, მით უფრო უახლოვდები რუსეთს. ევროპაზე უარი პირდაპირ ნიშნავს პრორუსულობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს გაუაზრებლად ხდება თუ გააზრებულად. მაინც მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე გააზრებულად იქცევა, რადგან არ მჯერა, ვინმეს არ ესმოდეს, რომ 21-ე საუკუნის იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ყველა მეზობელი ამა თუ იმ ფორმით კონფლიქტურ ვითარებაშია, რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა.

კონფლიქტი რუსეთთან წლებია გრძელდება - მცოცავი ანექსია, ლამის ყოველდღიურად ადამიანების გატაცება, წამება, მოკვლა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი მოსახლეობის განდევნა. ამ ყველაფერს თუ ვერ ვამჩნევთ, ბრმები და ყრუები ვყოფილვართ. ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში შენ უნდა იყო მტერი რუსეთისგან რაც შეიძლება შორს და ერთადერთი გზა ევროპისკენ გაქვს. მეორე გზა ირანისა და ჩინეთისკენ მიდის, მაგრამ ეს არანაკლებ დამაზარალებელი იქნება ქვეყნისთვის.

თუ გვსურს გავყვეთ ევროპულ გზას, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა გვიშლის ხელს ამ გზაზე სიარულში და რა არის ის მექანიზმები, რაც დაგვეხმარება. დამერწმუნეთ, მსგავსი კანონები ამ გზაზე მხოლოდ ხელს შეგვიშლის და ამას ყოველდღე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ამის გაგება არ სურს ვიღაცას, ეს არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მავნებლობა, თუმცა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით საკითხს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაგდებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რელსებზე გადაყვანის მიზანმიმართული ცდა. მოკლედ, უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს წინდაუხედავ, უგუნურ ადამიანებთან, უარეს შემთხვევაში კი ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ ჯგუფთან.

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ელიტაში მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ ეს გზა არ მიიყვანთ ევროპაში. ეს გზა მხოლოდ ქვეყანაში კონფლიქტამდე მიგვიყვანს, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთის დასმენასა და დევნას დაიწყებენ. საქართველოში ოპოზიცია ამ კანონპროექტზე ლაპარაკისას მხოლოდ საგარეო კურსის პრობლემებზე ლაპარაკობს, მაგრამ ის არანაკლებ უარყოფითად აისახება ქვეყანაში ვითარებაზე. თუ ე.წ. აგენტების კანონპროექტი კანონად იქცა, ის ყოველი ადამიანის პიროვნულ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას ისე შეარყევს, ქვეყანა შესაძლოა დიდ უფსკრულში გადაიჩეხოს.

- "როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან" - ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავს გამოცხადებული გარკვეულ კასტას. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს" - რას ნიშნავს, საერთოდ აცნობიერებენ?" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

- ჯერ ერთი, ილია ჭავჭავაძემ ეს თქვა იმ შინაარსით, რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთო. მეორე - მან თავის "შინაურ მიმოხილვაში" გარკვევით თქვა, საქართველომ უნდა მიჰბაძოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანიააო. ილია პირდაპირ წერს, საქართველომ სწორება სწორედ ევროპულ წამყვან ქვეყნებზე უნდა აიღოსო. ამასთანავე, ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეყუდნოდეს, სულ ცოტა, დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ იმ ძალისგან, რომელსაც ჩვენი რუკიდან გაქრობა უნდა. ეს კი სურთ არა ევროპასა და ამერიკას, არამედ ოკუპანტ რუსეთს, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, გენოციდს. აქედან გამომდინარე, თუ დამოუკიდებლობა გინდა, უპირველესად დამოუკიდებელი უნდა იყო მტრისგან, მტრისგან თავდასაცავად კი აუცილებლად გჭირდება მოკავშირეები. ილიას არ უგულისხმია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან დამოუკიდებლობა, რა დროსაც მოგვიწევს მტერთან პირისპირ დარჩენა. წაიკითხეთ სრულად