სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?
"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?

ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მომ­ხდარ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას ქარ­თვე­ლი ქა­ლის, 55 წლის ფიქ­რია დარ­ჩი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, 13 აპ­რილს, როცა და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა, ფიქ­რია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბო­და. თავ­დას­ხმის შე­დე­გად 6 უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 11 კი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ერთი 9 თვის ბავ­შვია. ავ­სტრა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი მარ­ტო მოქ­მე­დებ­და და დამ­ნა­შა­ვის ლიკ­ვი­და­ცია ად­გილ­ზე­ვე მო­ა­ხერ­ხეს. ის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მყოფ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა მოკ­ლა.

  • დამ­ნა­შა­ვეს მი­ზან­ში ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი ჰყავ­და ამო­ღე­ბუ­ლი. ეს ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­და­ნაც ჩანს. 40 წლის ჯოელ ქა­უ­ჩის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლიც ქალი იყო. დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა მა­მა­კაც­მა მისი შე­ჩე­რე­ბა სცა­და, თუმ­ცა ამ დროს მას დამ­ნა­შა­ვემ ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და ისიც ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამის შემ­დეგ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მყო­ფი სხვა ქა­ლე­ბიც გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლა­მაზ ქა­ლებს არ­ჩევ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლი­სე­ლი ფიქ­რია დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც და­ა­დას­ტუ­რა:

"თავ­დამ­სხმე­ლი ქა­ლებ­ზე იყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი და მა­მა­კა­ცებს ერი­დე­ბო­და. არ ვი­ცით, ამ დროს რაზე ფიქ­რობ­და. ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, დე­ტექ­ტი­ვებ­მა ჯოელ ქა­უ­ჩის ყვე­ლა ნაც­ნო­ბი დაჰ­კი­თხონ", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან პო­ლი­ცი­ის კო­მი­სა­რი. გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ამა­ზე ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან დამ­ნა­შა­ვის მა­მამ, ენ­დრიუ ქა­უ­ჩიმ ისა­უბ­რა. ის ამ­ბობს, რომ მის შვილს 17 წლი­დან ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს და მკურ­ნა­ლობ­დნენ კი­დეც. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მან წამ­ლის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა და სახ­ლი­დან წა­ვი­და, მას შემ­დეგ მან­ქა­ნა­სა და ჰოს­ტე­ლებ­ში ათევ­და ღა­მეს.

თქვენ­თვის ის მონ­სტრია, ჩემს თვალ­ში კი ძალ­ზე ავად­მყო­ფი ბი­ჭია. მას სურ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლო­და, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია უჭირ­და, არ ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი და ამი­ტომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო," - ასე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტებს დამ­ნა­შა­ვის მა­მამ. რო­გორც ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რა­ი­ან პარ­კმა აღ­ნიშ­ნა, ჯან­დაც­ვა­ში არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­უ­ჩი ახალ სამ­ხრეთ უელსში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო მკურ­ნა­ლობ­და.

და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლია, კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და ექი­მე­ბი მათ გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ამ უმ­ძი­მეს ფაქტს ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ენ­ტო­ნი ალ­ბა­ნე­სის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი "სას­ტი­კი ფორ­მით გენ­დერუ­ლი და­ყო­ფაა, რაც, რა თქმა უნდა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია". მისი თქმით, ექ­ვსი და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მე­მო­რი­ა­ლი აღი­მარ­თე­ბა.

ფაქ­ტი სიდ­ნე­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და ცნო­ბილ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მოხ­და და მთე­ლი ავ­სტრა­ლია შეძ­რა ამ ამ­ბავ­მა, რად­გან იქ მა­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. "ის იყო მხატ­ვა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი, სა­უბ­რობ­და ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. Sydney TAFE-ში სწავ­ლობ­და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია", - წერს ფიქ­რია დარ­ჩი­ა­ზე იქა­უ­რი მე­დია.

ფიქ­რია დარ­ჩი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დღე­ებ­ში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ავ­სტრა­ლი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ჰქონ­და ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა - ავ­სტრა­ლი­ის და სა­ქარ­თვე­ლო­სი. სიდ­ნე­ი­ში სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. თურ­მე ამ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და.

ფიქ­რი­ას მე­გო­ბა­რი იხ­სე­ნებს:

- კავ­სა­ძის ქუ­ჩა­ზე, მხატ­ვრე­ბის ეზო­ში ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი ჰქონ­დათ ჩვენს მშობ­ლებს, ბა­ბუ­ებს და ბე­ბი­ებს. ფიქ­რია ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, მე­გო­ბარ­ზე მეტი, ის ჩემი ნა­წი­ლი იყო. ერთ ეზო­ში გაზ­რდი­ლებ­მა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­აც ერ­თად და­ვამ­თავ­რეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლე­ბი დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ვცხოვ­რობ­დით, მეც ემიგ­რა­ცი­ა­ში ვარ და ისიც სიდ­ნე­ი­ში იყო, ჩვე­ნი კავ­ში­რი არას­დროს გა­წყვე­ტი­ლა. მუდ­მი­ვად გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ამ სა­ში­ნელ­მა ტრა­გე­დი­ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი წა­მარ­თვა. ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი იყო, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი. შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლი. სი­ტყვე­ბი ვერ აღ­წერს იმ ტკი­ვილს, რაც მის­მა ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვამ მო­მა­ყე­ნა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?

"ყველა ლამაზი ქალი იყო დამნაშავის სამიზნეო, წერდა იქაური მედია ფიქრიაზე... დიდი დასაყრდენი დაკარგეს მისმა შვილებმა" - რას ჰყვება სიდნეიში მოკლული ქალის მეგობარი?

ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ქალის, 55 წლის ფიქრია დარჩიას სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს, 13 აპრილს, როცა დანით შეიარაღებული თავდამსხმელი შენობაში შეიჭრა, ფიქრია სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად 6 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 11 კი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი 9 თვის ბავშვია. ავსტრალიის პოლიციის თქმით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და დამნაშავის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახერხეს. ის სავაჭრო ცენტრში მყოფმა პოლიციელმა მოკლა.

  • დამნაშავეს მიზანში ძირითადად ქალები ჰყავდა ამოღებული. ეს ვიდეოკამერებიდანაც ჩანს. 40 წლის ჯოელ ქაუჩის პირველი მსხვერპლიც ქალი იყო. დაცვის თანამშრომელმა მამაკაცმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ამ დროს მას დამნაშავემ ჭრილობა მიაყენა და ისიც ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მყოფი სხვა ქალებიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, ლამაზ ქალებს არჩევდა. სამწუხაროდ, თბილისელი ფიქრია დარჩიას მკვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა:

"თავდამსხმელი ქალებზე იყო ფოკუსირებული და მამაკაცებს ერიდებოდა. არ ვიცით, ამ დროს რაზე ფიქრობდა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, დეტექტივებმა ჯოელ ქაუჩის ყველა ნაცნობი დაჰკითხონ", - ამბობს ადგილობრივ მედიასთან პოლიციის კომისარი. გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამაზე ადგილობრივ მედიასთან დამნაშავის მამამ, ენდრიუ ქაუჩიმ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მის შვილს 17 წლიდან შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს და მკურნალობდნენ კიდეც. თუმცა რამდენიმე ხნის წინ მან წამლის მიღება შეწყვიტა და სახლიდან წავიდა, მას შემდეგ მანქანასა და ჰოსტელებში ათევდა ღამეს.

თქვენთვის ის მონსტრია, ჩემს თვალში კი ძალზე ავადმყოფი ბიჭია. მას სურდა შეყვარებული ჰყოლოდა, მაგრამ სოციალიზაცია უჭირდა, არ ჰქონდა შესაბამისი სოციალური უნარები და ამიტომ იმედგაცრუებული, განადგურებული იყო," - ასე უპასუხა ჟურნალისტებს დამნაშავის მამამ. როგორც ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრმა რაიან პარკმა აღნიშნა, ჯანდაცვაში არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქაუჩი ახალ სამხრეთ უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

დაშავებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა ქალია, კლინიკაში იმყოფებიან და ექიმები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. ამ უმძიმეს ფაქტს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ენტონი ალბანესის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი "სასტიკი ფორმით გენდერული დაყოფაა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია". მისი თქმით, ექვსი დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სავაჭრო ცენტრში მემორიალი აღიმართება.

ფაქტი სიდნეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრში მოხდა და მთელი ავსტრალია შეძრა ამ ამბავმა, რადგან იქ მასობრივი დანაშაულები ძალიან იშვიათად ხდება. "ის იყო მხატვარი, დიზაინერი, საუბრობდა ქართულად, ინგლისურად და რუსულად. Sydney TAFE-ში სწავლობდა ბიზნესის ადმინისტრირებას. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია", - წერს ფიქრია დარჩიაზე იქაური მედია.

ფიქრია დარჩიას საქართველოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ. ავსტრალიაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა - ავსტრალიის და საქართველოსი. სიდნეიში საკუთარ ბინაში ცხოვრობდა. თურმე ამ სავაჭრო ცენტრში სიარული ძალიან უყვარდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა.

ფიქრიას მეგობარი იხსენებს:

- კავსაძის ქუჩაზე, მხატვრების ეზოში ერთად გავიზარდეთ, სახელოსნოები ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, ბაბუებს და ბებიებს. ფიქრია ჩემი უახლოესი მეგობარი, მეგობარზე მეტი, ის ჩემი ნაწილი იყო. ერთ ეზოში გაზრდილებმა სამხატვრო აკადემიაც ერთად დავამთავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ვცხოვრობდით, მეც ემიგრაციაში ვარ და ისიც სიდნეიში იყო, ჩვენი კავშირი არასდროს გაწყვეტილა. მუდმივად გვქონდა ერთმანეთთან კომუნიკაცია. ამ საშინელმა ტრაგედიამ არაჩვეულებრივი ადამიანი წამართვა. ნიჭიერი მხატვარი იყო, ცნობილი მხატვრების შთამომავალი. შვილებსა და შვილიშვილებზე მზრუნველი. სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც მისმა ტრაგიკულად დაღუპვამ მომაყენა....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: