პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია
ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია

ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სას­ტი­კი მკვლე­ლი სარა დე­ი­ვი. ქალ­მა მე­გო­ბარ­თან ერ­თად 1999 წელს სა­კუ­თარ სახ­ლში წა­მე­ბით მოკ­ლა 71 წლის პენ­სი­ო­ნე­რი, სა­ხე­ლად ლილი. მო­ხუ­ცი ქალი სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნებ­მა (მა­შინ სარა 14 წლის იყო, ხოლო მე­ო­რე დამ­ნა­შა­ვე 15-ის) მისი სხე­უ­ლი ნაგ­ვის ურ­ნა­ში ჩა­აგ­დეს.

სარა დე­ი­ვი ით­ვლე­ბა ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ახალ­გაზ­რდა მკვლე­ლად. ის 14 წლის ასაკ­ში და­უ­მე­გობ­რდა თა­ვის მო­მა­ვალ მსხვერ­პლს, მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუცს, რო­მე­ლიც მან­ჩეს­ტერ­ში ცხოვ­რობ­და.

და­ზა­რა­ლე­ბულ­მა თა­ვი­სი მკვლე­ლე­ბი ჩა­ი­ზე მი­იწ­ვია

პენ­სი­ო­ნერ­მა იმ დღეს სარა და მისი მე­გო­ბა­რი ჩა­ი­ზე და­პა­ტი­ჟა. გო­გო­ნებ­მა მო­ხუცს და­ნით ღრმა ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი და­ახ­რჩვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი ცხე­და­რი ქუ­ჩა­ში მდე­ბა­რე ნაგ­ვის ურ­ნა­ში ჩა­აგ­დეს.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ ისი­ნი პენ­სი­ო­ნე­რის სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ, ასო­ბით ადა­მი­ანს და­უ­რე­კეს მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პენ­სია ჩიფ­სებ­სა და შო­კო­ლად­ში და­ხარ­ჯეს.

სა­სა­მარ­თლომ არას­რულ­წლო­ვან მკვლელს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით სას­ჯე­ლი შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს "წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ბო­რო­ტე­ბა" უწო­და და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლურ კო­მი­სი­ას მი­ან­დო. კო­მი­სი­ამ შვიდ­ჯერ გა­უშ­ვა პა­ტიმ­რო­ბი­დან ახალ­გაზ­რდა კრი­მი­ნა­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ცი­ხე­ში დაბ­რუნ­და, პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის გამო.

ის ცი­ხე­ში ყო­ველ­თვის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, იც­ვამ­და გა­მომ­წვე­ვად და იკე­თებ­და მკვეთრ მა­კი­აჟს. რო­გორც მე­დია წერს, ამით სურ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მის­თვის დას­ჯა და დაგ­მო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავ­და.

სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ქალს ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, გახ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვა.

რო­გორც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აცხა­დებს, ამ­ჟა­მად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სარა დე­ი­ვი მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე პო­ლი­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მას ისევ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. თუმ­ცა ეს არ ამ­შვი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ბრი­ტა­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბულ­ნი არი­ან იმით, რომ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდნენ ქუ­ჩა­ში სას­ტიკ დამ­ნა­შა­ვეს, რო­მელ­მაც და­ნა­შა­უ­ლი არ მო­ი­ნა­ნია. ხალ­ხს სჯე­რა, რომ ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიფლისი
23

მიყვანეთ საქართველოში,აქ ის მიშასავით პრეზიდენტი გახდება... აქ ხომ ისედაც ყველა ავადმყოფს აქვს თავი მოყრილი,ხალხიც იდეალურია აქ,ცხვრების და პიდარასტების ჯოგია...

...
81

,,განვითარებული" დასავლეთი ,,დემოკრატიული" წესრიგით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია

ყველაზე პატარა მკვლელი ბრიტანეთის ისტორიაში: 1999 წელს ჩადენილ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულმა ციხე ახლახან დატოვა - სარა დეივის ისტორია

ბრიტანეთში გაათავისუფლეს ყველაზე ახალგაზრდა სასტიკი მკვლელი სარა დეივი. ქალმა მეგობართან ერთად 1999 წელს საკუთარ სახლში წამებით მოკლა 71 წლის პენსიონერი, სახელად ლილი. მოხუცი ქალი სასტიკი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო თინეიჯერმა გოგონებმა (მაშინ სარა 14 წლის იყო, ხოლო მეორე დამნაშავე 15-ის) მისი სხეული ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

სარა დეივი ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ახალგაზრდა მკვლელად. ის 14 წლის ასაკში დაუმეგობრდა თავის მომავალ მსხვერპლს, მარტოხელა მოხუცს, რომელიც მანჩესტერში ცხოვრობდა.

დაზარალებულმა თავისი მკვლელები ჩაიზე მიიწვია

პენსიონერმა იმ დღეს სარა და მისი მეგობარი ჩაიზე დაპატიჟა. გოგონებმა მოხუცს დანით ღრმა ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი დაახრჩვეს. მოგვიანებით კი მისი ცხედარი ქუჩაში მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

მომხდარის შემდეგ ისინი პენსიონერის სახლში დაბრუნდნენ, ასობით ადამიანს დაურეკეს მისი ტელეფონიდან და დაზარალებულის პენსია ჩიფსებსა და შოკოლადში დახარჯეს.

სასამართლომ არასრულწლოვან მკვლელს განუსაზღვრელი ვადით სასჯელი შეუფარდა. მოსამართლემ ჩადენილ დანაშაულს "წარმოუდგენელი ბოროტება" უწოდა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სპეციალურ კომისიას მიანდო. კომისიამ შვიდჯერ გაუშვა პატიმრობიდან ახალგაზრდა კრიმინალი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ციხეში დაბრუნდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების წესის დარღვევის გამო.

ის ციხეში ყოველთვის პროვოკაციულად იქცეოდა, იცვამდა გამომწვევად და იკეთებდა მკვეთრ მაკიაჟს. როგორც მედია წერს, ამით სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის დასჯა და დაგმობა არაფერს ნიშნავდა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქალს ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარს ეუბნებოდნენ, გახდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მის ორგანიზმში აღმოაჩინეს და ციხეში ყოფნის დროს უკანონოდ მოიპოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულება აცხადებს, ამჟამად გათავისუფლებული სარა დეივი მთელი სიცოცხლის მანძილზე პოლიციის ყურადღების ქვეშ იქნება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მას ისევ დააპატიმრებენ. თუმცა ეს არ ამშვიდებს საზოგადოებას.

ბრიტანეთის მაცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეხვდნენ ქუჩაში სასტიკ დამნაშავეს, რომელმაც დანაშაული არ მოინანია. ხალხს სჯერა, რომ ის მთელი ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს.