საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში შობადობა 30%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 59 249 იყო, 2023 წელს 40 214 შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, შობადობა ყოველწლიურად მცირდება.
რაც შეეხება შობადობის კლების მიზეზს, დემოგრაფი ერთ-ერთ ფაქტორად ცხოველების ყოლას ასახელებს. მისი აზრით, როდესაც ოჯახს ჰყავს ძაღლი, დამატებით ბავშვების ყოლაზე აღარ ფიქრობენ.
"ზოგადად, დემოგრაფიულ პროცესებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, შობადობა, სიკვდილიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ შობადობა მცირდება. 2015 წელს შობადობა იყო თითქმის, 60 000, 2021 წელს უკვე - 45 000, 2022 წელს - 42 000, ამჟამად ეს ჩამოვიდა - 40 000-ზე...წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე:
რომელ სიდუხჭირეზე საუბრობთ??? ბაზარსა და სუპერმარკეტებში ხალხს ვერ აუვლი გვერდს!!! რესტორნებზე და კვების სხვა ობიექტებზე აღარაფერს ვიტყვი. 500 ლარიანი პასკები და 250 ლარიანი ალუჩა რომ იყიდება ქვეყანაში, რა სიდუხჭირეზე და უსახსრობაზეა საუბარი??? ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში 1 დღეს 150 ბინა გაიყიდა!!! უფოლოდ დაარიგეს თქვენი აზრით??? საქმე იმაშია,რომ არ უნდათ 1 შვილზე მეტის გაჩენა. ისიც საკეისრო კვეთით უნდა გააჩინოს, ტკივილმა რომარ შეაწუხოთ ახლანდელი ახალგაზრდა ქალები. შვილი არ უნდათ, სამაგიეროდ თვეში რამდენჯერმე სტუმრობენ ძვირადღირებულ სალონებს. კიდევ ბევრი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ რომანს ხომარ დავწერ კომენტარში:)) მოკლედ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რეალური მიზეზები, მაგრამ მაინც უფულობაზე ვტირით. ამ დროს თბილისი და რეგიონებიც მიაქვს მანქანების ტალღას. ოჯახის ყველა წევრი მანქანით დადის და საწვავის ნაცვლად წყალს ასხამენ თუ იცით?:))) ჰო უცხოეთში ვოიაჟებს ვერ გამოვტოვებ ვერაფრით. საქართველოს კუთხეებს ვერ ჩამოგითვლიან, სამაგიეროდ ევროპები და ამერიკები იციან😀😀
როგორი დასკვნაა ხომ ხვდებით!
რიგითი მოქალაქეებისათვის გახადეთ ცხოვრება ღირსეული, ადამიანური და დაინახავთ ადამიანების ბედნიერ სახეებს! ნეტავ მოვა კი როდესმე ასეთი დრო?