მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა

GM PHARMA ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის (AmCham) წევ­რი გახ­და. ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში უმ­სხვი­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-პა­ლა­ტა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც 230-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა 1998 წელს და­არ­სდა. მის მთა­ვარ მი­ზანს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს კავ­ში­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა წარ­მო­ად­გენს. ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ცდი­ლობს ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბას, კერ­ძოდ, ხელს უწყობს სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თველ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას.

GM PHARMA წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, შვე­დე­თი, შვე­ი­ცა­რია, სხვ.) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში. GM PHARMA-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში წამ­ყვა­ნი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც სა­წარ­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მყა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი.

GM PHARMA-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში აღ­ჭურ­ვი­ლია მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­წარ­მოო და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­ნად­გა­რე­ბით: Gerteis, Bohle, Korsch, Fette, Uhlmann, Huttlin, Servolift, IMA, Erweka, Agilent, Waters, Stilmas, Milipore და სხვ.

კომ­პა­ნი­ას აქვს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი და ნე­ბარ­თვა: კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP (სა­ქარ­თვე­ლო), GMP PIC/S (სა­ერ­თა­შო­რი­სო), ხა­რის­ხის მარ­თვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის (NSF International) – NSF/ANSI.

კომ­პა­ნია >140 ბრენ­დი­თა და >230 გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მით ფლობს პრო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთ უდი­დეს პორ­ტფელს რე­გი­ონ­ში და მო­ი­ცავს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ჯგუფს, საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ჩათ­ვლით. კომ­პა­ნია ახორ­ცი­ე­ლებს 100-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს და ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია მსოფ­ლი­ოს 7 ქვე­ყა­ნა­ში.

GM PHARMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე, რაც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან კომ­პა­ნი­ის აღი­ა­რე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

GM PHARMA აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ცენ­ტრებ­თან და იყე­ნებს მათ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. კომ­პა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის (R&D) გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ახალ ჯე­ნე­რი­კულ პრე­პა­რა­ტებ­ზე, სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ახალ დო­ზი­რე­ბულ ფორ­მებ­ზე, ასე­ვე ინო­ვა­ცი­ურ კომ­ბი­ნა­ცი­ებ­სა და პო­ლი­პი­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა. კომ­პა­ნი­ის R&D გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ამ­ჟა­მად გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზეა 13 ახა­ლი პრო­დუქ­ტი.

GM PHARMA ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მუდ­მივ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში - ამ­პუ­ლე­ბის, ლი­ო­ფი­ლი­ზა­ტე­ბის, ორა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის და­მა­ტე­ბა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა და ახა­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა, ასე­ვე უფრო მეტი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და მო­ძი­ე­ბა­ზე, რომ­ლებ­საც ანა­ლო­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და GM PHARMA-ს სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე არ მო­ე­პო­ვე­ბა.

AmCham-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის რე­სურ­სე­ბი, კონ­ტაქ­ტე­ბის ფარ­თო ქსე­ლი და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა GM PHARMA-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მე­ბის, მათ შო­რის კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის – რო­გო­რი­ცაა გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე შეს­ვლა და ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში. ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რო­ბა GM PHARMA-ს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მეტი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი, ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი­სა და ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სის გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ქვეყ­ნის ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

ავტორი:

GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა

GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა

GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს-პალატა გახლავთ, რომელიც 230-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. საქართველოში სავაჭრო პალატა 1998 წელს დაარსდა. მის მთავარ მიზანს აშშ-საქართველოს კავშირების ხელშეწყობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობით ცდილობს ბიზნესის დახმარებას, კერძოდ, ხელს უწყობს სავაჭრო პალატის წევრების საქმიანობის სფეროში ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე უზრუნველყოფს ქართველ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარებას.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია, სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საწარმოში მიმდინარეობს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ციკლი.

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: Gerteis, Bohle, Korsch, Fette, Uhlmann, Huttlin, Servolift, IMA, Erweka, Agilent, Waters, Stilmas, Milipore და სხვ.

კომპანიას აქვს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელი ყველა ნაციონალური თუ საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო), GMP PIC/S (საერთაშორისო), ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018, აშშ-ის საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის (NSF International) – NSF/ANSI.

კომპანია >140 ბრენდითა და >230 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით. კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

GM PHARMA აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და იყენებს მათ გამოცდილებას საქართველოში საკუთარი პროდუქტების წარმოებაში. კომპანიაში წარმატებით ფუნქციონირებს კვლევისა და განვითარების (R&D) განყოფილება, სადაც მიმდინარეობს ახალ ჯენერიკულ პრეპარატებზე, სამკურნალო საშუალებების ახალ დოზირებულ ფორმებზე, ასევე ინოვაციურ კომბინაციებსა და პოლიპილებზე მუშაობა. კომპანიის R&D განყოფილებაში ამჟამად განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა 13 ახალი პროდუქტი.

GM PHARMA ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში - ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება, მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა და ახალი ფარმაცევტული ბაზრების ათვისება, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოსა და GM PHARMA-ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.

AmCham-ში გაწევრიანება, სავაჭრო პალატის რესურსები, კონტაქტების ფართო ქსელი და მაღალი რეპუტაცია დამატებითი შესაძლებლობაა GM PHARMA-ს სტრატეგიული გეგმების, მათ შორის კომპანიის საექსპორტო მიზნების განხორციელებისთვის – როგორიცაა გლობალურ ბაზრებზე შესვლა და ოპერირების დაწყება ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს, მეტი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფარმაცევტული, ჯანდაცვის სექტორისა და ზოგადად, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებაში, ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერებაში.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R