მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგული იყო, აუქციონზე 26 მილიონ ფუნტად გაიყიდა
გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგული იყო, აუქციონზე 26 მილიონ ფუნტად გაიყიდა

გუს­ტავ კლიმ­ტის დიდი ხნის წინ და­კარ­გუ­ლი ნა­ხა­ტი აუქ­ცი­ონ­ზე 26 მი­ლი­ონ ფუნ­ტად გა­ი­ყი­და. "ფრა­უ­ლე­ინ ლი­ზე­რის პორ­ტრე­ტი“, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ელ­მა მო­დერ­ნის­ტმა მხატ­ვარ­მა 1917 წელს და­ხა­ტა, გუ­შინ ვე­ნის აუქ­ცი­ონ­ზე უც­ნობ­მა მყიდ­ველ­მა შე­ი­ძი­ნა.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პორ­ტრე­ტი კლიმ­ტის ერთ-ერთი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რია, რად­გან მხატ­ვა­რი 1918 წლის და­სა­წყის­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კლიმტმა იგი ებ­რა­უ­ლი ოჯა­ხის დაკ­ვე­თით და­ხა­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჰიტ­ლე­რის აღ­ზე­ვე­ბი­სა და ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის გამო ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ავ­სტრი­ი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო, შე­სა­ბა­მი­სად 1925 წლის შემ­დეგ, ნა­ხა­ტი აღა­რა­ვის უნა­ხავს - იგი ცოტა ხნის წინ, ვე­ნა­ში, ერთ-ერთი ოჯა­ხის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში იპო­ვეს.

აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლმა გა­ნა­ცხა­და, რომ "ასე­თი იშ­ვი­ა­თი, მხატ­ვრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხა­ტი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­ზარ­ზე".

მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა, თუმ­ცა მიჩ­ნე­უ­ლია, რომ იგი ნა­ხა­ტის დამ­კვე­თე­ბის, ადოლფ და ჰენ­რი­ეტ ლი­ზე­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რეა.

კლიმ­ტის ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ვა­შინგტო­ნის შე­თან­ხმე­ბის პრინ­ცი­პებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ნა­ცის­ტე­ბის მიერ მო­პა­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იმ ოჯახს და­უბ­რუნ­და, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ეკუთ­ვნო­და.

momo
0

რა მაგრა აბოლებენ მილიარდერებს. აქეთ დავინჩის სურათი აღმოაჩინეს, იქით კლიმტის და გოგენის... მალე რაფაელის ახალ მადონას შეასყიდვინებენ მილიარდად...

ავტორი:

გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგული იყო, აუქციონზე 26 მილიონ ფუნტად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგული იყო, აუქციონზე 26 მილიონ ფუნტად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის დიდი ხნის წინ დაკარგული ნახატი აუქციონზე 26 მილიონ ფუნტად გაიყიდა. "ფრაულეინ ლიზერის პორტრეტი“, რომელიც ავსტრიელმა მოდერნისტმა მხატვარმა 1917 წელს დახატა, გუშინ ვენის აუქციონზე უცნობმა მყიდველმა შეიძინა.

ახალგაზრდა ქალის პორტრეტი კლიმტის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რადგან მხატვარი 1918 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. კლიმტმა იგი ებრაული ოჯახის დაკვეთით დახატა. მოგვიანებით, ჰიტლერის აღზევებისა და ანტისემიტიზმის გამო ოჯახი იძულებული გახდა ავსტრიიდან გაქცეულიყო, შესაბამისად 1925 წლის შემდეგ, ნახატი აღარავის უნახავს - იგი ცოტა ხნის წინ, ვენაში, ერთ-ერთი ოჯახის კერძო კოლექციაში იპოვეს.

აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ "ასეთი იშვიათი, მხატვრული მნიშვნელობისა და ღირებულების ნახატი ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა ხელმისაწვდომი ცენტრალური ევროპის ხელოვნების ბაზარზე".

მისი ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა მიჩნეულია, რომ იგი ნახატის დამკვეთების, ადოლფ და ჰენრიეტ ლიზერების კანონიერი მემკვიდრეა.

კლიმტის ეს ნამუშევარი ვაშინგტონის შეთანხმების პრინციპებს დაექვემდებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცისტების მიერ მოპარული ნამუშევარი იმ ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც თავდაპირველად ეკუთვნოდა.