"დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებ"ს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მიუხედავად ევროპარლამენტარების გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ შეძლეს და მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.
"რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.
ამ დედაკაცის მოსმენა არ შემიძლია, როცა თავის დედობრივ გრძნობებზე ლაპარაკობს, რადგან მაშინვე ერთი განადგურებული კარგი ოჯახი მახსენდება - ირანა ენუქიძის ოჯახი!
ვინ და რა უფლებით უნდა გაანთავისუფლოს, მაგ არაკაცს მრავალი დაუსჯელი ავკაცობა აქვს ჩადენილი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ : სამოხელეო პარტოკრატიას და სამართალდამცავ მაკონტროლებლებს აძარცვინა და აკვლევინა რიგითი მოქალაქეები, თავად კი სახელმწიფოს სახელით ივანიშვილის და პატარკაციშვილი ქონება ხელყო და ძალუმადაც ძარცვა, სწორედ ამიტომ "მოვიდნენ" ეს უკანასკნელნი პოლიტიკაში და არა იდეოლოგიური პლატფორმის დაპირისპირებულობის გამო ! პოლიტიკურ განსხვავებულობას კი ჟვანიას სიცოცხლე შესწირა !