სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე
"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

"მო­რი­გი სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი ვნა­ხეთ. არა­ვინ ეწე­ვა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და ევ­რო­კავ­ში­რის ისეთ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი. ფასი არ აქვს მათ რე­ზო­ლუ­ცი­ებს", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ფაქ­ტი შე­ა­ფა­სა, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რე­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, ამას­თან აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის” კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს იმა­ვე გზა­ზე აყე­ნებს, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი არი­ან".

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რა­საც დღეს ვის­მენთ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით და გან­ცხა­დე­ბე­ბით, ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ას.

“მო­რი­გი სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტი ვნა­ხეთ. არა­ვინ ეწე­ვა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის და ევ­რო­კავ­ში­რის ისეთ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი. სა­მარ­ცხვი­ნოს და­ვარ­ქმევ­დი, თუმ­ცა კარ­გად ვი­ცით, რო­გორ ხდე­ბა ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა. ალ­ბათ, “ფა­რას” დო­კუ­მენ­ტში ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი. “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი” არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ითხოვს, გამჭვირ­ვა­ლო­ბაა და დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნა. მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს სა­ი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ასე­თი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი გვი­ნა­ხავს. გახ­სოვთ, გა­სუ­ლი თვე­ე­ბი. ამო­ი­ღეთ და ნა­ხეთ, რას იღებ­დნენ. არა­ფე­რი ფასი არ აქვს ამ რე­ზო­ლუ­ცი­ებს. გვახ­სოვს, რო­დე­საც მოგ­ვი­წო­დებ­დნენ თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იქ­ნე­ბო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ვერ მი­ი­ღებ­და ქვე­ყა­ნა, თუ სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდე­ბო­და ქვე­ყა­ნა, დავ­შორ­დე­ბო­დით დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ასე შემ­დეგ. ჩვენ ამ ქვე­ყა­ნას ვი­ცავთ, ვი­ცავთ ხვა­ლინ­დელ დღეს. ის, რა­საც დღეს ვის­მენთ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით და გან­ცხა­დე­ბე­ბით, ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­ას”,-აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რე­ბი­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლავს, კენ­ჭისყრას კი 25 აპ­რილს გა­მარ­თავს. შე­სა­ბა­მი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა წარ­დგე­ნის მცდე­ლო­ბებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე" ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზეა ატ­ვირ­თუ­ლი.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ [უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ] კა­ნონპ­რო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა წარ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ 2023 წელს გა­კე­თე­ბულ სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და მის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებს ძირი აქვს გა­მო­თხრი­ლი, ვი­ნა­ი­დან, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის” კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს იმა­ვე გზა­ზე აყე­ნებს, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი არი­ან.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ წარ­დგე­ნი­ლი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რუ­სეთ­ში 2012 წელს მი­ღე­ბულ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვი­თაა მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, ხოლო მსგავ­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი ცოტა ხნის წინ მი­ღე­ბუ­ლი იქნა ყირ­გი­ზეთ­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
11

რეზოლუციას არ აქვს ფასი და კალაძის აზრს აქვს?! :)))

ელო
18

ძალიან გთხოვთ,დაასანქციროთ კსლაძე და ამათნაირები...ჩვენ კიდევ ნუ შეგვეხებით ქართველ ხალხს...იმიტომ რომ,ესენი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის აზრს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

"მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, ამასთან აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან".

როგორც კალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას.

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, “ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან, “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან.

რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.