იტალიელი მკვლევარი გრაციანო რანოკია ამტკიცებს, რომ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის სამარხს მიაკვლია - მან პაპირუსის გრაგნილის გასაშიფრად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. შედეგად, ახალი ტექსტი გამოვლინდა, რომელიც პლატონის საფლავის ადგილმდებარეობას მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გრაგნილი 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას დაიკარგა და მისი პოვნა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ტექსტი ჯერჯერობით მთლიანად გაშიფრული არ არის, რანოკიას თქმით, მასზე მუშაობა 2026 წლისთვის დასრულდება.
ტექსტის თანახმად, პლატონი აკადემიაში დაკრძალეს, რომელიც მან ძვ. წ 387 წელს დააარსა. იგი ათენის გარეუბანში მდებარეობდა და პირველ უმაღლეს სასწავლებლადაა მიჩნეული. ახალმა კვლევამ ისიც გამოავლინა, რომ პლატონი შესაძლოა მონად გაყიდულიყო ძვ. წ. 399 წელს.
პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში, საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა - არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო
წყარო: dailymail
ხვიჩაზე მაგრები იყვნენ? ვარიანტი არაა სიმონ!, იტალიას ეგვიპტეს საბერძნეთს და მოზამბიკას, ერაყთან ერთად ხვიჩა და გოჩას შთამომავლები მართავენ დღესაც,.
ძველი ბერძნები სრულ მთლიანობაში წარმოუდგენელი, მართლაც უფლისგან გაკაშკაშებული არსის ერი იყო!!!!!!
ოდნავადაც რომ შეეხო მათ დიად სამყაროს ენა წაგერთმევა საოცრებისგან!!!!
მათი კვალი აწმყოშიც და მომავალშიც ცივილიზირებული მსოფლიოსთვის ღვთიური და წარუშლელი დარჩება!!!!!