პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი
"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი აცხა­დებს, რომ და­კა­ვე­ბი­სას მის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შე­სა­ხებ მან გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"რო­გორც ვთქვი უკვე, მა­შინ ჩემი მე­გობ­რის და­კა­ვე­ბით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­თან­ხმდი იმი­ტომ, რომ სხვა გზა აღარ მქონ­და. აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ზე ზუს­ტად ასე­თი მუ­ქა­რა იყო“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

კი­თხვა­ზე, რას ეტყო­და მოქ­მედ და ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა უპა­სუ­ხა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დად ჩანს, თუ რა გზა აირ­ჩია ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

"ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დად ჩანს. მგო­ნი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი რო­დე­საც გაქვს, მიჩ­ვე­უ­ლი ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ რა­ღა­ცებს. რის გამო და­ვი­სა­ჯე, ვერ გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

მისი თქმით, საქ­მე­ში იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა და ასე­ვე მის ტან­საც­მელ­ზე უც­ნო­ბი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის კვა­ლი, თუმ­ცა, გრი­გო­რი­ა­დი­სის გან­მარ­ტე­ბით, არა­ფე­რი იყო და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი.

"4 ჩვე­ნე­ბა იყო პო­ლი­ცი­ე­ლის და იყო ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტის კვა­ლი. დი­დად ხელ­მო­სა­ჭი­დი ფაქ­ტე­ბი არა­ფე­რი იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი რამ­დენ ხანს იყო ჩემს ტან­საც­მელ­ზე ან რო­მე­ლი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი იყო. "ტე­ლეგ­რა­მი­და­ნაც“ ამო­ი­ღეს "ჩათი“,- გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

მან გან­მარ­ტა, რომ გა­ა­სა­ჩივ­რებს თუ არა მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­ნა­ჩენს, ამას ად­ვო­კა­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­და­წყვეტს.

"ად­ვო­კა­ტებ­თან უნდა გა­ვი­ა­რო ეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვეტ. მინ­და ყვე­ლა მხარ­დამ­ჭერს უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ძა­ლი­ან დიდი საქ­მე გა­კეთ­და, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. ამის­თვის მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მეთ.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მუ­სი­კის გა­რე­შე ყოფ­ნა მი­ჭირ­და", - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ 9 წლი­ან გა­ნა­ჩენს ელო­და, რად­გან გრი­გო­რი­ა­დი­სის შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია.

"სა­სა­მარ­თლო არ გვაქვს ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი, რო­გო­რიც უნდა იყოს. ბევ­რი მო­სა­მარ­თლე პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, ასე­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი და პო­ლი­ცი­აც“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

მისი თქმით, მარ­ტის აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არას­დროს უნა­ნია. გარ­და ამი­სა, მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას ვერ შეძ­ლებს.

"არ მგო­ნია, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

გარ­და ამი­სა, მან გან­მარ­ტა, რომ დღეს და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბა.

"ცხა­დად ჩანს ყვე­ლა­ფე­რი, ახალ­გაზ­რდე­ბი რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი, დღეს აქ­ცი­ა­ზე მი­ვალ“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი­ა­დის­მა.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის შე­წყა­ლე­ბის აქტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მოს­ცა, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ კი, გრი­გო­რი­ა­დის­მა გლ­და­ნის ციხე და­ტო­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

განსხვავებული ვიზუალი რომ აქვს, იმიტომაც ამოიცნეს ადვილად. მოწმეებს რომ ვითომ არ ენდობა ბიჭი. იმის ჭკუაც არ ეყო, სახემოხატულს არ ჩაედინა, რაც ჩაიდინა. 

ზურა
0

ვილაპარაკოთ ქართულად ! ,,ვიზუალი"- შესახედაობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი

"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ დაკავებისას მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ მან გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ვთქვი უკვე, მაშინ ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ. ყველაფერზე დავთანხმდი იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ მქონდა. აღიარებით ჩვენებაზე ზუსტად ასეთი მუქარა იყო“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

კითხვაზე, რას ეტყოდა მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, ლაზარე გრიგორიადისმა უპასუხა, რომ ყველაფერი ცხადად ჩანს, თუ რა გზა აირჩია ხელისუფლებამ.

"ყველაფერი ცხადად ჩანს. მგონი, განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ საქართველოში ასეთ რაღაცებს. რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, საქმეში იყო პოლიციელების ჩვენება და ასევე მის ტანსაცმელზე უცნობი ნავთობპროდუქტების კვალი, თუმცა, გრიგორიადისის განმარტებით, არაფერი იყო დაკონკრეტებული.

"4 ჩვენება იყო პოლიციელის და იყო ნავთობპროდუქტის კვალი. დიდად ხელმოსაჭიდი ფაქტები არაფერი იყო დასახელებული, ნავთობპროდუქტი რამდენ ხანს იყო ჩემს ტანსაცმელზე ან რომელი ნავთობპროდუქტი იყო. "ტელეგრამიდანაც“ ამოიღეს "ჩათი“,- განაცხადა გრიგორიადისმა.

მან განმარტა, რომ გაასაჩივრებს თუ არა მის საქმესთან დაკავშირებულ განაჩენს, ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

"ადვოკატებთან უნდა გავიარო ეს ყველაფერი და საბოლოოდ გადავწყვეტ. მინდა ყველა მხარდამჭერს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, სიტყვები არ მყოფნის. ამისთვის მართლაც ძალიან ბევრი იშრომეთ.

ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა", - განაცხადა გრიგორიადისმა.

მან აღნიშნა, რომ 9 წლიან განაჩენს ელოდა, რადგან გრიგორიადისის შეფასებით, სასამართლო პოლიტიზირებულია.

"სასამართლო არ გვაქვს ისეთი თავისუფალი, როგორიც უნდა იყოს. ბევრი მოსამართლე პოლიტიზებულია, ასევე პროკურორები და პოლიციაც“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, მარტის აქციებში მონაწილეობა არასდროს უნანია. გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ვერ შეძლებს.

"არ მგონია, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

"ცხადად ჩანს ყველაფერი, ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართული, დღეს აქციაზე მივალ“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, გრიგორიადისმა გლდანის ციხე დატოვა.

ასევე იხილეთ: