პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება..." - ლაზარე გრიგორიადისი
"მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება..." - ლაზარე გრიგორიადისი

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. აქ­ცი­ებ­ზე შევ­ხვდე­ბით, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მო­სა­მარ­თლემ პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. აქ­ცი­ე­ბი არის და აქ­ცი­ებ­ზე შევ­ხვდე­ბით. პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო [მო­სა­მარ­თლემ] , - აღ­ნიშ­ნა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დის­მა გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

მსჯავ­რდა­დე­ბულს ცი­ხეს­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის შე­წყა­ლე­ბის აქტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს გა­მოს­ცა, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ კი, მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა გლ­და­ნის ციხე და­ტო­ვა. სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი ად­ვო­კა­ტებ­მა დღეს ჩა­ი­ბა­რეს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნეს.

მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 12 აპ­რილს დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზარეეე
0

მოვითხოვ ლაზარე გახდეს ნაცების ლიდერი!!!!! ყოჩაღ ლაზარე!!! მიდი ლაზარეეე!!!

ჯუნრი
3

მავნე დედაკაცი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება..." - ლაზარე გრიგორიადისი

"მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება..." - ლაზარე გრიგორიადისი

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მსჯავრდადებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდადებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე იხილეთ: