კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია
100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია

“ნე­უტ­რა­დერმ­მა” სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

100%-ით ფრან­გუ­ლი დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დი „ნე­უტ­რა­დერ­მი“ უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რად „ფარმ­სახ­ლი­სა“ და „დო­ი­ჩეს“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში. „ინო­ვა­ცია დერ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში“, - ასე უწო­დე­ბენ ბრენ­დს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ამო­უ­წუ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­დე­გია და შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის­თვის. ზღვა, რო­გორც სი­ცო­ცხლის სა­წყი­სი... „ნე­უტ­რა­დერ­მის“ პრო­დუქ­ცი­ის გული, ე.წ. „Active Oligo Skin კომ­პლექ­სი“, პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუფ­თა ად­გი­ლი­დან, ირუ­ა­ზის ზღვის­გან მო­დის. AOS-ის და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლა შე­ი­ცავს მეტ მი­ნე­რალს, ვიდ­რე თერ­მუ­ლი წყლე­ბი, შე­დე­გად, უფრო ეფექ­ტუ­რად ახ­დენს კა­ნის მიკ­რო­ბი­ო­მის დაც­ვას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის დამ­შვი­დე­ბას, აღ­დგე­ნას და რე­მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­ას.

„ნე­უტ­რა­დერ­მი“ აერ­თი­ა­ნებს სა­ხის, ტა­ნი­სა და თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებს, წარ­მო­ად­გენს ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქტს და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­ბა­დე­ბი­დან, მთე­ლი ოჯა­ხის­თვის. მისი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ხა­ზია „რე­ლი­პიდ+“, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მშრა­ლი და ატო­პი­უ­რო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი კა­ნის­თვის არის შექ­მნი­ლი. „რე­ლი­პიდ+“-ის ჰიდ­რო­ლი­პი­დუ­რი შრის აღ­მდგე­ნი ბალ­ზა­მი, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, 30 ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და გა­ყიდ­ვა­დი სხე­უ­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ის ღრმად ატე­ნი­ა­ნებს ატო­პი­ურ კანს, ხსნის ქა­ვი­ლი­სა და დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას, აქ­რობს სი­წით­ლეს, აუმ­ჯო­ბე­სებს ცხოვ­რე­ბი­სა და ძი­ლის ხა­რისხს.

„ნე­უტ­რა­დერ­მი“ საფ­რან­გეთ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია ბავ­შვთა მოვ­ლის ექ­სპერ­ტად, რაც ხაზს უს­ვამს, რომ მას შე­უძ­ლია ჩვი­ლო­ბის ასა­კი­დან­ვე, როცა ყვე­ლა­ზე სუს­ტი და მგრნო­ბი­ა­რეა კანი, იზ­რუ­ნოს მის სი­ჯან­სა­ღე­ზე და გახ­დეს მშობ­ლის სიმ­შვი­დის გა­რან­ტი. ბრენ­დის უპი­რა­ტე­სო­ბებს პე­დი­ატ­რი­ა­სა და დერ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ადას­ტუ­რებს 10-წლი­ა­ნი კვლე­ვე­ბი და 4 ეფექ­ტუ­რო­ბის ტეს­ტი. ამი­ტომ მისი წარ­დგე­ნა პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მოხ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო „ბილტმორ­ში“ გა­ი­მარ­თა, 100-მდე წამ­ყვა­ნი დერ­მა­ტო­ლო­გი, პე­დი­ატ­რი და ალერ­გო­ლო­გი და­ეს­წრო.

ბრენდმა ექი­მე­ბის­გან დიდი მხარ­და­ჭე­რა და და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

ალერ­გო­ლო­გი, მაია გო­თუა: „ნე­უტ­რა­დერ­მის“ პრო­დუქ­ცია ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ალერ­გო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, იმი­ტომ რომ ეხე­ბა კა­ნის მოვ­ლას, რა­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კარ­გი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს პა­ლიტ­რა­ში პა­ცი­ენ­ტთა მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდა“.

პე­დი­ატ­რი, მაია ჩხა­ი­ძე: სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა „ნე­უტ­რა­დერ­მი“. ბრენ­დის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და შე­მად­გენ­ლო­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ვი­ყე­ნოთ 0 წლი­დან, რო­გორც ბავ­შვთა ჰი­გი­ე­ნუ­რი მოვ­ლის­თვის, ასე­ვე პე­დი­ატ­რი­ულ-დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­სახ­სნე­ლად“.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი: „კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბია და ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი პრაქ­ტი­კის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ჩემ­თვის, რო­გორც ექი­მის­თვის, არ­ჩე­ვის დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა. ის უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ხა­რისხს, არ უნდა შე­ი­ცავ­დეს პა­რა­ბე­ნებს, სხვა­დას­ხვა სულ­ფატს.. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი ბრენ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ერთ-ერ­თია „ნე­უტ­რა­დერ­მი“, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრენ­დი, მის მწარ­მო­ე­ბელს ას­წლო­ვა­ნი ტრა­დი­ცია აქვს, არის ფრან­გუ­ლი წარ­მო­ე­ბა და აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა იმ კრი­ტე­რი­უმს, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­ე­თხო­ვე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს „ნე­უტ­რა­დერ­მი“ სრულ­ფა­სოვ­ნად პა­სუ­ხობს“.

დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი, თინა ქი­ტუ­აშ­ვი­ლი: „ნე­უტ­რა­დერ­მი“ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც გვთა­ვა­ზობს ხა­რის­ხი­ან და ძა­ლი­ან სან­დო პრო­დუქ­ცი­ას. ბრენ­დი გა­მორ­ჩე­უ­ლია უნი­კა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, ე.წ. AOS კომ­პლექ­სით, რო­მე­ლიც ახ­დენს კა­ნის რე­მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­ას და აჩ­ქა­რებს მისი აღ­დგე­ნის პრო­ცესს. იმის­თვის რომ პა­ცი­ენ­ტებ­თან ვი­ყოთ გა­მარ­თუ­ლი და გვქონ­დეს კა­ნის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ გვჭირ­დე­ბა და­საყ­რდე­ნი პრო­დუქ­ცია, ვფიქ­რობ, ეს ბრენ­დი სწო­რედ ასე­თია“.

“ნე­უტ­რა­დერ­მი” ფრან­გუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია “ჯილ­ბერ­ტის” ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბრენ­დია და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში. “ჯილ­ბერ­ტი” #1 საფ­რან­გეთ­ში, 120-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­აა, რო­მელ­საც შექ­მნი­ლი აქვს 50-მდე ბრენ­დი, პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს რო­გორც ექ­სპერ­ტი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში და არის ინო­ვა­ტო­რი ბუ­ნებ­რი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, იც­ნო­ბენ 86 ქვე­ყა­ნა­ში.

„ნე­უტ­რა­დერ­მის“ სა­ხის, ტა­ნი­სა და თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, „ფარმ­სახ­ლი­სა“ და „დო­ი­ჩეს“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბრენ­დი ისე­თი­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ასორ­ტი­მენ­ტით შე­მო­ვი­და, რო­გორც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში გვხვდე­ბა.

R

davit
1

ვგრძნობდი დღეს რაღაცა გამიხარდებოდა..

ავტორი:

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია

“ნეუტრადერმმა” სამედიცინო საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „ნეუტრადერმი“ უკვე საქართველოშია და წარმოდგენილია ექსკლუზიურად „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ სააფთიაქო ქსელებში. „ინოვაცია დერმატოლოგიაში“, - ასე უწოდებენ ბრენდს, რომელიც ბუნებისა და მეცნიერების ამოუწურავი შესაძლებლობების შედეგია და შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. ზღვა, როგორც სიცოცხლის საწყისი... „ნეუტრადერმის“ პროდუქციის გული, ე.წ. „Active Oligo Skin კომპლექსი“, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილიდან, ირუაზის ზღვისგან მოდის. AOS-ის დაპატენტებული ფორმულა შეიცავს მეტ მინერალს, ვიდრე თერმული წყლები, შედეგად, უფრო ეფექტურად ახდენს კანის მიკრობიომის დაცვას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აღდგენას და რემინერალიზაციას.

„ნეუტრადერმი“ აერთიანებს სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს, წარმოადგენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს და გამოიყენება დაბადებიდან, მთელი ოჯახისთვის. მისი ერთ-ერთი წამყვანი ხაზია „რელიპიდ+“, რომელიც სპეციალურად ძალიან მშრალი და ატოპიურობისკენ მიდრეკილი კანისთვის არის შექმნილი. „რელიპიდ+“-ის ჰიდროლიპიდური შრის აღმდგენი ბალზამი, მსოფლიოს მასშტაბით, 30 ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სხეულის მოვლის საშუალებაა. ის ღრმად ატენიანებს ატოპიურ კანს, ხსნის ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნებას, აქრობს სიწითლეს, აუმჯობესებს ცხოვრებისა და ძილის ხარისხს.

„ნეუტრადერმი“ საფრანგეთში აღიარებულია ბავშვთა მოვლის ექსპერტად, რაც ხაზს უსვამს, რომ მას შეუძლია ჩვილობის ასაკიდანვე, როცა ყველაზე სუსტი და მგრნობიარეა კანი, იზრუნოს მის სიჯანსაღეზე და გახდეს მშობლის სიმშვიდის გარანტი. ბრენდის უპირატესობებს პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ადასტურებს 10-წლიანი კვლევები და 4 ეფექტურობის ტესტი. ამიტომ მისი წარდგენა პირველად სამედიცინო საზოგადოებისთვის მოხდა. ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, 100-მდე წამყვანი დერმატოლოგი, პედიატრი და ალერგოლოგი დაესწრო.

ბრენდმა ექიმებისგან დიდი მხარდაჭერა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ალერგოლოგი, მაია გოთუა: „ნეუტრადერმის“ პროდუქცია ჩვენთვის საინტერესოა როგორც დერმატოლოგიური, ასევე ალერგოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხება კანის მოვლას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და კარგი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პალიტრაში პაციენტთა მკურნალობის ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა“.

პედიატრი, მაია ჩხაიძე: საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა „ნეუტრადერმი“. ბრენდის მახასიათებლები და შემადგენლობა გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ 0 წლიდან, როგორც ბავშვთა ჰიგიენური მოვლისთვის, ასევე პედიატრიულ-დერმატოლოგიური პრობლემების მოსახსნელად“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი: „კანის მოვლის საშუალებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური პროდუქტებია და ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, არჩევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საშუალებების შემადგენლობა. ის უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის, შეესაბამებოდეს ხარისხს, არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, სხვადასხვა სულფატს.. საქართველოში, საბედნიეროდ, ბევრი ბრენდია წარმოდგენილი, მსოფლიო მნიშვნელობის პროდუქტები და ერთ-ერთია „ნეუტრადერმი“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ბრენდი, მის მწარმოებელს ასწლოვანი ტრადიცია აქვს, არის ფრანგული წარმოება და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც თანამედროვე საშუალებებს მოეთხოვება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს „ნეუტრადერმი“ სრულფასოვნად პასუხობს“.

დერმატო-ვენეროლოგი, თინა ქიტუაშვილი: „ნეუტრადერმი“ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც გვთავაზობს ხარისხიან და ძალიან სანდო პროდუქციას. ბრენდი გამორჩეულია უნიკალური მინერალების შემადგენლობით, ე.წ. AOS კომპლექსით, რომელიც ახდენს კანის რემინერალიზაციას და აჩქარებს მისი აღდგენის პროცესს. იმისთვის რომ პაციენტებთან ვიყოთ გამართული და გვქონდეს კანის მოვლის საშუალებები ყველა მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი პროდუქცია, ვფიქრობ, ეს ბრენდი სწორედ ასეთია“.

“ნეუტრადერმი” ფრანგული ლაბორატორია “ჯილბერტის” ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია და წარმოდგენილია ამერიკასა და ევროპაში. “ჯილბერტი” #1 საფრანგეთში, 120-წლიანი ისტორიის მქონე ლაბორატორიაა, რომელსაც შექმნილი აქვს 50-მდე ბრენდი, პოზიციონირებს როგორც ექსპერტი ბავშვის ჯანმრთელობის სფეროში და არის ინოვატორი ბუნებრივი ინგრედიენტების წარმოებაში, იცნობენ 86 ქვეყანაში.

„ნეუტრადერმის“ სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები, „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ სააფთიაქო ქსელში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. ბრენდი ისეთივე მრავალფეროვანი ასორტიმენტით შემოვიდა, როგორც ამერიკასა და ევროპაში გვხვდება.

R