სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა" - უკრაინაში ქართველი კრიმინალი, მეტსახელად "გრუზინი" დააკავეს
"ის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა" - უკრაინაში ქართველი კრიმინალი, მეტსახელად "გრუზინი" დააკავეს

უკ­რა­ი­ნა­ში, ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და 25 წლის კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს შალ­ვა ბე­რიშ­ვილს, მეტ­სა­ხე­ლად, "გრუ­ზინს“, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა/გავ­რცე­ლე­ბა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­რიშ­ვილ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­კუ­თა­რი განგსტე­რუ­ლი ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რე­ბიც ძა­ლა­დო­ბას­თან და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს ჩა­დი­ოდ­ნენ.

უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, "და­კა­ვე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის რე­გი­ონ­ში ე.წ. მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას". მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. და­კა­ვე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2024 წლის 12 აპ­რილს მი­ი­ღო. ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის მხა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა გა­მო­ტა­ნილ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. პორ­ტალ "სა­სა­მარ­თლო ძა­ლა­უფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამ წუ­თებ­ში სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ა­ში მის­თვის მი­ნი­ჭე­ბულ გა­ნა­ჩენს ასა­ჩივ­რებს.

მა­ნამ­დე ბე­რიშ­ვი­ლი ცე­მი­სა და სრო­ლის სკან­და­ლუ­რი ამ­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა 2-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ცი­ხი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ყოფ­ნი­სას, ის სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევ­და პა­ტიმ­რო­ბის წე­სებს, უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს და ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და თა­ნა­საკ­ნე­ლებს. რო­გორც უკვე ვთქვით, ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ეჭ­ვმი­ტა­ნილს უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი მას მე­რეც არ შე­უ­წყვე­ტია.

შალ­ვა ბე­რიშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, იგი ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რი იყო, რო­მელ­საც ივან კლი­მო­ვი­ჩი და რუს­ლან სი­ლი­ჩი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო
2

ეს მეორე მაყურებელმა ჩაუშვა, უკრაინელებმა გადაწყვიტეს უკრაინელი იყოს „მაყურებელი“ და თავადაც წილი მიიღონ“ ვოტ ტაკ ბრატია უკრაინცი და სლავა უკრაინე.

rom
2

ევროპის ქვეყნებში მაღაზიებში მოპარვას, ისევ დსთს ქვეყნებში, რეკეტი ჯობია, ბევრად შემოსავლიანია, თან სასჯელსაც ადვილად გაექცევი😃😃😃

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა" - უკრაინაში ქართველი კრიმინალი, მეტსახელად "გრუზინი" დააკავეს

"ის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა" - უკრაინაში ქართველი კრიმინალი, მეტსახელად "გრუზინი" დააკავეს

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 25 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს შალვა ბერიშვილს, მეტსახელად, "გრუზინს“, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულებრივი გავლენის დამყარება/გავრცელება და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

გამოძიების ინფორმაციით, ბერიშვილმა ჩამოაყალიბა საკუთარი განგსტერული ჯგუფი, რომლის წევრებიც ძალადობასთან და ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ.

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ცნობით, "დაკავებული ცდილობდა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას". მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს. დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 12 აპრილს მიიღო. ბრალდებულის დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება გამოტანილ გადაწყვეტილებას. პორტალ "სასამართლო ძალაუფლების“ ინფორმაციით, ბერიშვილის ადვოკატი ამ წუთებში სააპელაციო ინსტანციაში მისთვის მინიჭებულ განაჩენს ასაჩივრებს.

მანამდე ბერიშვილი ცემისა და სროლის სკანდალური ამბის გამოძიების შედეგად დააკავეს. თუმცა 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას, ის სისტემატურად არღვევდა პატიმრობის წესებს, უგულებელყოფდა იზოლატორის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და ფიზიკურად უსწორდებოდა თანასაკნელებს. როგორც უკვე ვთქვით, ის მოგვიანებით წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ეჭვმიტანილს უკანონო ქმედებები მას მერეც არ შეუწყვეტია.

შალვა ბერიშვილი დიდი ხანია ძალოვანი სტრუქტურების ყურადღების ცენტრშია. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, იგი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი იყო, რომელსაც ივან კლიმოვიჩი და რუსლან სილიჩი ხელმძღვანელობენ.