პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები
ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და  როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები

ტკი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან, ბუ­ნე­ბა­ში გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ჩნდე­ბი­ან. ტკი­პე­ბის აქ­ტი­ვო­ბა იწყე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლო­დან, პიკს კი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში აღ­წევს. ბუ­ნე­ბა­ში მათი აქ­ტი­ვო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დი­ლის 8-დან-11 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 5-დან 20 სა­ა­თამ­დეა.

ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­პე­ბი ორი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან.

ტკი­პე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ენ­ცე­ფა­ლი­ტი უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა, რომ­ლის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 25%-მდეა. ენ­ცე­ფა­ლი­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტკი­პას ნერ­წყვით გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ანს ნაკ­ბე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი 4-28 დღეა.

ინ­ფექ­ცია იწყე­ბა ცხე­ლე­ბით, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სი­სუს­ტე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სახ­სრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას მოს­დევს: ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა, თვა­ლის ტკი­ვი­ლი, ლე­თარ­გია, ცნო­ბი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, კრუნ­ჩხვე­ბი.

მე­ო­რე სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა, ანუ ბო­რე­ლი­ო­ზი. მას იწ­ვევს ბაქ­ტე­რია Borrelia burgdorferi, რო­მე­ლიც გა­და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტკი­პას ნაკ­ბე­ნით. ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი­დან მძი­მემ­დე, მათ შო­რის კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი (ხში­რად წრე­ე­ბის სა­ხით), დაღ­ლი­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბა და და­ბუ­ჟე­ბა. ბო­რე­ლი­ო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­მო­უ­კი­დებ­ლად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დოზა და ხან­გრძლი­ვო­ბა გა­მო­ით­ვლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც გამ­წვა­ნე­ბა იწყე­ბა, ბა­ლა­ხი ამო­დის, ხე­ებს ფოთ­ლე­ბი გა­მოს­დის, უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სე­ზო­ნი იწყე­ბა ტკი­პე­ბის­თვის. ზოგ­ჯერ მცდა­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ის ტკი­პაა, რაც ძაღ­ლებს და ზო­გა­დად, ცხო­ვე­ლებს აქვთ. გა­აჩ­ნია, ჩვენ ახლა რო­მელ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ბო­რე­ლი­ო­ზი რო­მელ ტკი­პა­საც გა­და­აქვთ, ეს ის ტკი­პა არ არის, რაც ცხო­ვე­ლებს ჰყავთ.

- თუმ­ცა ძაღ­ლის ტკი­პაც სა­ში­შია ალ­ბათ?

- დიახ, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნი იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ყვე­ლა ვღე­ლავთ, ეს ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­პაა. ძაღ­ლის ტკი­პა არის მსხვი­ლი და კარ­გად ჩანს, ის ტკი­პა კი, რომ­ლებ­საც ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა გა­და­აქვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ნემ­სის თა­ვის ზო­მაა. ზოგ­ჯერ ვერ ხე­დავს ადა­მი­ა­ნი, იმ­დე­ნად ღრმად არის კან­ში ჩამ­ჯდა­რი. ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის­თვის მათ არ სჭირ­დე­ბათ ცხო­ვე­ლი, ძი­რი­თა­დად ბა­ლა­ხი­დან ხდე­ბა კან­ში ჩაჯ­დო­მა. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი ვერც აფიქ­სი­რებს იმ მო­მენტს, რომ ტკი­პა ჰქონ­და სხე­ულ­ზე ჩამ­ჯდა­რი, მაგ­რამ ხან­და­ხან თვა­ლით ხილ­ვა­დია. მისი ამო­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით, პინ­ცე­ტით ხდე­ბა, რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, უწ­ვრი­ლე­სი ტკი­პაა.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ძაღ­ლის ტკი­პა

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ნა­ხავს, რომ კან­ში ტკი­პა აქვს ჩამ­ჯდა­რი.

- ოჯა­ხის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ამო­ღე­ბა, პინ­ცე­ტი მთლი­ა­ნად უნდა მო­კი­დოს იმ ნა­წილს და ამო­აძ­როს, შემ­დეგ კანი სპირ­ტით უნდა და­მუ­შავ­დეს. თუ შე­ა­ტყო, რომ ვერ ამო­ი­ღო ბო­ლომ­დე და რა­ი­მე ნა­წი­ლი მა­ინც დარ­ჩა, უმ­ჯო­ბე­სია, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

ნაკ­ბე­ნი­დან ერთი კვი­რის, ათი დღის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლია კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს სპე­ცი­ა­ლის­ტთან. სა­სურ­ვე­ლია ჩა­ტარ­დეს გა­მოკ­ვლე­ვა ბო­რე­ლი­ოზ­ზე. ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო სიმპტო­მია, ე.წ. მიგ­რი­რე­ბა­დი ერი­თე­მა, ეს არის ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, რკა­ლის ფორ­მა აქვს და შე­საძ­ლოა, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში გაჩ­ნდეს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ნაკ­ბე­ნის ად­გილ­ზე გაჩ­ნდეს მხო­ლოდ. ასე­ვე შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი.

ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­პა

- და­სა­წყის­ში ვახ­სე­ნეთ ცხო­ვე­ლის ტკი­პა, რო­გორც მივ­ხვდი, ცხო­ვე­ლის ტკი­პა არ არის ასე­თი სა­ში­ში.

- ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟია, აქ ხდე­ბა ხოლ­მე აღ­რე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი არ არის ცხო­ვე­ლის ტკი­პა, რო­გორც გი­თხა­რით, უფრო სა­ხი­ფა­თოა ბუ­ნე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის წა­მოს­ვლა ხდე­ბა რკა­ლე­ბის სა­ხით

- რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნის დროს.

- ადა­მი­ანს უნდა ეც­ვას და­ხუ­რუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ფეხი მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დეს და ასე­ვე მკლა­ვე­ბი. ეს არის მხო­ლოდ გა­მო­სა­ვა­ლი. თუ კარ­ვე­ბით მი­დი­ან ტყე­ში, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხო­ვე­ლე­ბის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები

ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და  როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები

ტკიპები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დაავადების გადამტანები არიან, ბუნებაში გაზაფხულის დადგომასთან და დათბობასთან ერთად ჩნდებიან. ტკიპების აქტივობა იწყება აპრილის ბოლოდან, პიკს კი ივლისის დასაწყისში აღწევს. ბუნებაში მათი აქტივობა ყველაზე საშიში დილის 8-დან-11 საათამდე და საღამოს 5-დან 20 საათამდეა.

ბუნებაში არსებული ტკიპები ორი საშიში დაავადების გადამტანები არიან.

ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი უკიდურესად საშიში ინფექციაა, რომლის სიკვდილიანობა 25%-მდეა. ენცეფალიტი ინფიცირებული ტკიპას ნერწყვით გადაეცემა ადამიანს ნაკბენიდან რამდენიმე წუთში. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 4-28 დღეა.

ინფექცია იწყება ცხელებით, რასაც მოჰყვება სისუსტე, თავის ტკივილი და სახსრების გაძლიერებული მგრძნობელობა. დაავადების გამწვავებას მოსდევს: ნევროლოგიური გართულებები და ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, თვალის ტკივილი, ლეთარგია, ცნობიერების დაქვეითება, კრუნჩხვები.

მეორე საშიში დაავადებაა ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი. მას იწვევს ბაქტერია Borrelia burgdorferi, რომელიც გადადის ინფიცირებული ტკიპას ნაკბენით. ლაიმის დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე, მათ შორის კანზე გამონაყარი (ხშირად წრეების სახით), დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხელება, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება. ბორელიოზის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ სამკურნალოდ ანტიბიოტიკები შეიძლება დაინიშნოს. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი დამოუკიდებლად ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მედიკამენტების დოზა და ხანგრძლივობა გამოითვლება ინდივიდუალურად.

ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს:

- გაზაფხულზე, როდესაც გამწვანება იწყება, ბალახი ამოდის, ხეებს ფოთლები გამოსდის, უკვე მნიშვნელოვანი სეზონი იწყება ტკიპებისთვის. ზოგჯერ მცდარად ჰგონიათ, რომ ეს ის ტკიპაა, რაც ძაღლებს და ზოგადად, ცხოველებს აქვთ. გააჩნია, ჩვენ ახლა რომელ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ბორელიოზი რომელ ტკიპასაც გადააქვთ, ეს ის ტკიპა არ არის, რაც ცხოველებს ჰყავთ.

- თუმცა ძაღლის ტკიპაც საშიშია ალბათ?

- დიახ, შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გადამტანი იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაზეც ყველა ვღელავთ, ეს ბუნებაში არსებული ტკიპაა. ძაღლის ტკიპა არის მსხვილი და კარგად ჩანს, ის ტკიპა კი, რომლებსაც ლაიმის დაავადება გადააქვს, ძალიან პატარა, ნემსის თავის ზომაა. ზოგჯერ ვერ ხედავს ადამიანი, იმდენად ღრმად არის კანში ჩამჯდარი. ინფექციის გადატანისთვის მათ არ სჭირდებათ ცხოველი, ძირითადად ბალახიდან ხდება კანში ჩაჯდომა. ზოგჯერ ადამიანი ვერც აფიქსირებს იმ მომენტს, რომ ტკიპა ჰქონდა სხეულზე ჩამჯდარი, მაგრამ ხანდახან თვალით ხილვადია. მისი ამოღება სპეციალური წესით, პინცეტით ხდება, როგორც გითხარით, ძალიან პატარა, უწვრილესი ტკიპაა.

ასე გამოიყურება ძაღლის ტკიპა

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ნახავს, რომ კანში ტკიპა აქვს ჩამჯდარი.

- ოჯახის პირობებში შესაძლებელია ამოღება, პინცეტი მთლიანად უნდა მოკიდოს იმ ნაწილს და ამოაძროს, შემდეგ კანი სპირტით უნდა დამუშავდეს. თუ შეატყო, რომ ვერ ამოიღო ბოლომდე და რაიმე ნაწილი მაინც დარჩა, უმჯობესია, სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

ნაკბენიდან ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ სასურველია კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტთან. სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა ბორელიოზზე. ზოგჯერ შესაძლოა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ყველაზე საყურადღებო სიმპტომია, ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ეს არის ძალიან სპეციფიკური გამონაყარი, რკალის ფორმა აქვს და შესაძლოა, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში გაჩნდეს, არ არის აუცილებელი, რომ ნაკბენის ადგილზე გაჩნდეს მხოლოდ. ასევე შესაძლოა, განვითარდეს ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი.

ბუნებაში არსებული ტკიპა

- დასაწყისში ვახსენეთ ცხოველის ტკიპა, როგორც მივხვდი, ცხოველის ტკიპა არ არის ასეთი საშიში.

- ცხოველებთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია, აქ ხდება ხოლმე აღრევა. სინამდვილეში, მძიმე დაავადების გადამტანი არ არის ცხოველის ტკიპა, როგორც გითხარით, უფრო სახიფათოა ბუნებაში გავრცელებული.

დაავადების პირველი სიმპტომების წამოსვლა ხდება რკალების სახით

- როგორ უნდა დაიცვან თავი, ბუნებაში ყოფნის დროს.

- ადამიანს უნდა ეცვას დახურული ფეხსაცმელი, ფეხი მთლიანად დაფარული ჰქონდეს და ასევე მკლავები. ეს არის მხოლოდ გამოსავალი. თუ კარვებით მიდიან ტყეში, ამ დროს აუცილებელია ცხოველებისგან დამცავი კრემები.