მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს
გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს

თბი­ლი­სის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა ოდეს­ღაც ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი იყო, ასე რომ, სა­მო­მავ­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის დღე­ვან­დელ გა­რე­უბ­ნებს დიდი შან­სი და პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლე­ბად იქ­ცნენ. იქამ­დე კი, თბი­ლი­სის იმ სამი გა­რე­უბ­ნის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, სა­დაც ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის, ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს.

გლ­და­ნი

ეს და­სახ­ლე­ბა სო­ფელ გლ­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1960-იან წლე­ბი­დან გა­შენ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მო­სახ­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და კვარტლე­ბად და­ი­ყო. ამ უბ­ნის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 750 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი - არ­ქი­ტექ­ტო­რი თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი). პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ხა­ზობ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის ორი­ვე მხა­რეს. მისი სიგ­რძე 2,5 კმ-ია. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი ბო­ლომ­დე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამ­რი­გად, გლ­და­ნი XX სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან ვი­თარ­დე­ბა. იქ მოხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ად­რე­ულ წლებ­ში თბი­ლი­სის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად კი გლ­დან­ში, თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბ­ნი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს. გლ­და­ნი სხვა ასე­თი მა­სი­ვე­ბი­დან იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ არის მეტ­რო­სად­გუ­რი - „ახ­მე­ტე­ლი,“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თე­ატ­რი (1979 წელს და­არ­სდა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რო­მელ­საც 1987 წლის 14 იან­ვარს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა), კი­ნო­თე­ატ­რი, ბან­კე­ბი, ორ ათე­ულ­ზე მეტი სა­ჯა­რო სკო­ლა, აშენ­და ეკ­ლე­სი­ე­ბიც. გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბა მზარ­დი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­ქა­ლა­ქო-რა­ი­ო­ნუ­ლი ტი­პის პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. ცოტა რამ ის­ტო­რი­ი­დან: XV სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გლ­და­ნი კა­ხე­თის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და ყმა-მა­მუ­ლე­ბის ნა­წი­ლი კა­ხე­თის თა­ვა­დებს, ჯან­დი­ე­რის შვი­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, ხოლო ნა­წი­ლი სვე­ტი­ცხოვ­ლის მო­ნას­ტრის სა­კუთ­რე­ბა გახ­ლდათ.

გა­ზეთ "დრო­ე­ბა­ში" (1885 წ. №180 ), ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და ის­ტო­რი­ის მკვლე­ვა­რი ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე წერ­და: "თბი­ლი­სის ახლო-მახ­ლო სოფ­ლებ­ში გლ­და­ნი­სა და დიღ­მის­თა­ნა ნა­ყო­ფი­ე­რი და სარ­გებ­ლი­ა­ნი სოფ­ლე­ბი, მგო­ნი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სო­ფე­ლი მარ­თლაც, ხომ სა­ნა­ქე­ბო­ნი არი­ან, რო­გორც ვე­ნა­ხე­ბით, ისე ჰა­ე­რით, ერ­ბო­თი და წყლით. გლ­და­ნის რე­გი­ო­ნი უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი. მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე მან ისე­თი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რა, რო­გორც თბი­ლის­მა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ად­გი­ლებ­მა, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ი­დან იგი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ამო­ვარ­დნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მრა­ვალ­ჯერ მტრი­სა­გან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ძა­ლას იკ­რებ­და, მტერს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლას უმარ­თავ­და, ცხოვ­რე­ბა დრო­დად­რო ჩვე­ულ რიტ­მში დგე­ბო­და და ძვე­ლე­ბურ სი­დი­ა­დეს უბ­რუნ­დე­ბო­და.

გლ­და­ნის მი­და­მო­ებ­ში მრა­ვა­ლი ნა­სოფ­ლა­რია. არც ისე დიდი ხნის წი­ნათ და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი იყო ვე­ჯი­ნი, მამ­კო­და, მშრალ­ხე­ვი, ლე­ლუ­ბა­ნი. გა­ცი­ლე­ბით ძვე­ლი ნა­სოფ­ლა­რე­ბია - დიდ­მა­ნი­ა­ნი, პა­ტა­რა მა­ნი­ა­ნი, ზე­და­ვა­კე, ნა­ტუ­სე­ბი, სა­ყი­ნუ­ლე და სხვა. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გლ­და­ნის რე­გი­ო­ნი ხან კა­ხე­თის, ხან ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და. მე­მა­ტი­ა­ნე გლ­და­ნის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს თა­მა­რის მე­ფედ კურ­თხე­ვის დროს". გლ­დან­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს სამი კლა­სი­სა­გან შემ­დგა­რი სკო­ლა და­არ­სდა, სა­დაც ის­წავ­ლე­ბო­და - ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი და საღ­მრთო რჯუ­ლი. ამ სას­წავ­ლებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი - გი­ორ­გი ფა­რა­დაშ­ვი­ლი... XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გლ­დან­ში 150 კომ­ლი ცხოვ­რობ­და, 1926 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რით, 288 კომ­ლი (1277 სული) ით­ვლე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გლ­და­ნი 1930 წლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ყო­ფით ავ­ჭა­ლის სა­სოფ­ლო საბ­ჭო­ში შე­დი­ო­და.

გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯერ კი­დევ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე, მწყობ­რში ჩად­გა რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნა: 1934 წელს ამოქ­მედ­და ქარ­ხა­ნა "ცენ­ტრო­ლი­ტი," 1940 წელს - ავ­ჭა­ლის შამ­პა­ნუ­რის ქარ­ხა­ნა, 1941 წელს - ჩაის სა­წო­ნი ფაბ­რი­კა. 1954 წელს - კო­ნი­ა­კის ქარ­ხა­ნა, 1967 წელს - სა­ფუ­ა­რის ქარ­ხა­ნა, 1978 წელს - სამ­კერ­ვა­ლო ტრი­კო­ტა­ჟის ფაბ­რი­კა, 1984 წელს - ჩაის კომ­ბი­ნა­ტი "ბახ­მა­რო". დღეს­დღე­ო­ბით გლ­და­ნის რა­ი­ონს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აქვს.

მუ­ხი­ა­ნი

გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, 1983 წელს შე­იქ­მნა ახა­ლი და­სახ­ლე­ბა მუ­ხი­ა­ნი. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რია და­ფა­რუ­ლი იყო მუ­ხის ხე­ე­ბით. სწო­რედ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს მისი სა­ხე­ლიც. 70-იან წლებ­ში მუ­ხის ტყე გა­ი­ჩე­ხა და და­ი­წყო ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სდა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ტან­კო ნა­წი­ლი. შემ­დეგ გაჩ­ნდა და­სახ­ლე­ბაც. 80-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, და­არ­სდა ახა­ლი მიკ­რო-რა­ი­ო­ნე­ბი. გაჩ­ნდა დუმ­ბა­ძის, ნო­ნეშ­ვი­ლის პროს­პექ­ტე­ბი. აშენ­და რა­დიო ქარ­ხა­ნა, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. და­სახ­ლე­ბა­ში მოქ­მე­დებს ბან­კე­ბის ფი­ლი­ა­ლე­ბი, სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. აშენ­და ასე­ვე მეფე მი­რი­ა­ნის და ნანა დე­დოფ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ე­ბი.

ზღვი­სუ­ბა­ნი, ანუ თემ­ქა

ეს სა­ხელ­წო­დე­ბა XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გაჩ­ნდა თბი­ლი­სის წყალ­სა­ცა­ვის (თბი­ლი­სის ზღვა) შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც "ზღვას" უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბაც მო­ად­გა. ზღვი­სუ­ბა­ნი მო­ი­ცავს ლოტ­კი­ნის გო­რის და­სახ­ლე­ბას და ავ­ჭა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­საც. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს დღე­ვან­დე­ლი ამ უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­და თბი­ლი­სის ელ­მა­ვალმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბის შე­მოკ­ლე­ბის მი­ხედ­ვით უბან­საც თემ­ქას უწო­დებ­დნენ, ხოლო 1999 წელს კი თემ­ქის და­სახ­ლე­ბას ზღვი­სუ­ბა­ნი და­ერ­ქვა.

ზღვი­სუბ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში და­ი­წყო. და­გეგ­მარ­და 1971 და 1988 წლებ­ში. შედ­გე­ბა ოთხი მიკ­რო-რა­ი­ო­ნი­სა­გან: I, III, IV, XI. I მიკ­რო­რა­ი­ო­ნი მო­ი­ცავს - IV, IX, X, X ა კვარტლებს, III მიკ­რო­რა­ი­ო­ნი - I, II III, IV, V კვარტლებს, XI მიკ­რო­რა­ი­ო­ნი - I, II, III კვარტლებს, IV მიკ­რო­რა­ი­ო­ნი კვარტლე­ბად არ იყო­ფა.

ტექ­სტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია, პრო­ფე­სორ თენ­გიზ კვირ­კვე­ლი­ას წიგ­ნის „ძველთბი­ლი­სუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა­ნი“ მი­ხედ­ვით.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
28

აბა რას ერჩოდით კომუნისრრბს სახლებს აშენებდნენ ხალხს ურიგებდნენ არაფერზე საზრუნავი არ გვქონდა იყო მშვიდობა არც მიტინგები და აშ

კობა
2

გეთანხმები თაკო,გვათხოვეთ თქვენი გამგებელი ცოტა ხნით,გლდანელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს

გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს

თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო, ასე რომ, სამომავლოდ დედაქალაქის დღევანდელ გარეუბნებს დიდი შანსი და პერსპექტივა აქვთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილებად იქცნენ. იქამდე კი, თბილისის იმ სამი გარეუბნის შესახებ მოგითხრობთ, სადაც ქალაქის მოსახლეობის, ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს.

გლდანი

ეს დასახლება სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე 1960-იან წლებიდან გაშენდა, როდესაც თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობდა და კვარტლებად დაიყო. ამ უბნისთვის თავდაპირველად გამოყოფილი იყო 750 ჰექტარი მიწის ფართობი (პროექტის ავტორი - არქიტექტორი თემურ ბოჭორიშვილი). პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი მიკრორაიონები განლაგებულია ხაზობრივად განვითარებული საზოგადოებრივი ცენტრის ორივე მხარეს. მისი სიგრძე 2,5 კმ-ია. სამწუხაროდ, პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა.

ამრიგად, გლდანი XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ვითარდება. იქ მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადრეულ წლებში თბილისის მხოლოდ რამდენიმე ადგილიდან იყო შესაძლებელი. ამჟამად კი გლდანში, თბილისის თითქმის ყველა უბნიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. გლდანი სხვა ასეთი მასივებიდან იმითაც გამოირჩევა, რომ არის მეტროსადგური - „ახმეტელი,“ ფუნქციონირებს თეატრი (1979 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა), კინოთეატრი, ბანკები, ორ ათეულზე მეტი საჯარო სკოლა, აშენდა ეკლესიებიც. გლდანის დასახლება მზარდი და პერსპექტიული საქალაქო-რაიონული ტიპის პროექტია, რომელსაც სოციალური და არქიტექტურული კუთხით პერსპექტივა აქვს. ცოტა რამ ისტორიიდან: XV საუკუნის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო და ყმა-მამულების ნაწილი კახეთის თავადებს, ჯანდიერის შვილებს ეკუთვნოდათ, ხოლო ნაწილი სვეტიცხოვლის მონასტრის საკუთრება გახლდათ.

გაზეთ "დროებაში" (1885 წ. №180 ), ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღმისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც, ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით. გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა.

გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი. გაცილებით ძველი ნასოფლარებია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე და სხვა. საუკუნეების განმავლობაში გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. მემატიანე გლდანის შესახებ მოგვითხრობს თამარის მეფედ კურთხევის დროს". გლდანში, გასული საუკუნის მიწურულს სამი კლასისაგან შემდგარი სკოლა დაარსდა, სადაც ისწავლებოდა - ქართული, რუსული და საღმრთო რჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო ქართველი პედაგოგი - გიორგი ფარადაშვილი... XIX საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით, 288 კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.

გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა: 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა "ცენტროლიტი," 1940 წელს - ავჭალის შამპანურის ქარხანა, 1941 წელს - ჩაის საწონი ფაბრიკა. 1954 წელს - კონიაკის ქარხანა, 1967 წელს - საფუარის ქარხანა, 1978 წელს - სამკერვალო ტრიკოტაჟის ფაბრიკა, 1984 წელს - ჩაის კომბინატი "ბახმარო". დღესდღეობით გლდანის რაიონს განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს.

მუხიანი

გლდანის დასახლების შემდეგ, 1983 წელს შეიქმნა ახალი დასახლება მუხიანი. ამჟამინდელი მუხიანის ტერიტორია დაფარული იყო მუხის ხეებით. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. 70-იან წლებში მუხის ტყე გაიჩეხა და დაიწყო ტერიტორიის განაშენიანება. თავდაპირველად, ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სატანკო ნაწილი. შემდეგ გაჩნდა დასახლებაც. 80-იანი წლებიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დაარსდა ახალი მიკრო-რაიონები. გაჩნდა დუმბაძის, ნონეშვილის პროსპექტები. აშენდა რადიო ქარხანა, რომელიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. დასახლებაში მოქმედებს ბანკების ფილიალები, სავაჭრო დაწესებულებები. აშენდა ასევე მეფე მირიანის და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიები.

ზღვისუბანი, ანუ თემქა

ეს სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა თბილისის წყალსაცავის (თბილისის ზღვა) შექმნასთან დაკავშირებით, როდესაც "ზღვას" უშუალოდ ქალაქის განაშენიანებაც მოადგა. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიასაც. საბჭოთა კავშირის დროს დღევანდელი ამ უბნის ტერიტორიაზე აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ, ხოლო 1999 წელს კი თემქის დასახლებას ზღვისუბანი დაერქვა.

ზღვისუბნის მშენებლობა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. დაგეგმარდა 1971 და 1988 წლებში. შედგება ოთხი მიკრო-რაიონისაგან: I, III, IV, XI. I მიკრორაიონი მოიცავს - IV, IX, X, X ა კვარტლებს, III მიკრორაიონი - I, II III, IV, V კვარტლებს, XI მიკრორაიონი - I, II, III კვარტლებს, IV მიკრორაიონი კვარტლებად არ იყოფა.

ტექსტი მომზადებულია, პროფესორ თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ მიხედვით.

წაიკითხეთ ასევე: