სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი აღნიშნავს, რომ მასზე იძალადა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ“, რომელიც აგინებდა, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში" - ადვოკატი
"აქციაზე დაკავებული  ერთ-ერთი პირი აღნიშნავს, რომ მასზე იძალადა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ“, რომელიც აგინებდა, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში" - ადვოკატი

აქ­ცი­ა­ზე ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პირი პირ­და­პირ აღ­ნიშ­ნავს, რომ "რო­ბო­კო­პებ­თან" ერ­თად მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­მა, ე.წ. ხა­რე­ბამ. და­კა­ვე­ბულს მი­მარ­თავ­და გი­ნე­ბით, უღებ­და ტე­ლე­ფო­ნით, აფურ­თხებ­და სა­ხე­ში და ემუქ­რე­ბო­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ „დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის“ ად­ვო­კატ­მა ანა გა­ხო­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

„დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი“ „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა ინ­ტე­რე­სებს იცავს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფორ­მა­ცია გა­აც­ნო, რომ­ლის თა­ნახ­მად, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას.

“დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი” აკ­ვირ­დე­ბა „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას უწევს უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლებს. 2024 წლის 16-17 აპ­რილს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­არ­ბი­ეს და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. “დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტი” სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას უწევს აქ­ცი­ის 13 მო­ნა­წი­ლეს, რომ­ლე­ბიც დარ­ბე­ვის დროს უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. მათ­გან 12 სას­ტი­კად ნა­ცე­მია. და­კა­ვე­ბუ­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბათ სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის, ტვი­ნის შერ­ყე­ვა, ყბის ტრავ­მუ­ლი ართრი­ტი, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბა, სი­ლურ­ჯე­ე­ბი, კო­პე­ბი, ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბი. ორი და­კა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და ისი­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან.

უკა­ნო­ნო და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს, შსს-ს სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის პრო­ცეს­ში, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა და­კარ­გეს ან და­უ­ზი­ან­დათ პი­რა­დი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის, და­კარ­გუ­ლია ორი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ფეხ­საც­მე­ლი, სათ­ვა­ლე. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი არ ატა­რებ­დნენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბელ ნიშ­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 247-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, მაგ­რამ არა უგ­ვი­ა­ნეს 24 სა­ა­თი­სა, წა­რედ­გი­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს. უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ეს ვადა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთჯე­რა­დად გა­ხან­გრძლივ­დეს, თუმ­ცა არა უმე­ტეს 24 სა­ა­თი­სა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ არც ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­მარ­თლოს­თვის არ წა­რუდ­გე­ნია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­კა­ვე­ბი­დან პირ­ვე­ლი ოც­და­ო­თხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში“- აცხა­დე­ბენ "დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტში“.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, და­კა­ვე­ბის ვა­დის 48 სა­ა­თამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და დე­მონ­სტრან­ტე­ბის დას­ჯას, მათ­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას ან/და მათი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბას.

DRI-ს შე­ფა­სე­ბით, 16-17 აპ­რილს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ იკ­ვე­თე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-3 (წა­მე­ბის აკ­რძალ­ვა), მე-5 (თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა), მე-10 (გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა) და მე-11 (შეკ­რე­ბი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა) მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა.

DRI მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, შე­წყვი­ტოს შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი, შე­ას­რუ­ლოს კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა - უზ­რუნ­ველ­ყოს შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.

ორ­გა­ნი­ზა­ცია ასე­ვე, მო­უ­წო­დებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა და­კა­ვე­ბულ­თა მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა, სა­ხე­ზეა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მთე­ლი ჯაჭ­ვი, შე­წყვი­ტოს მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტთა მი­მართ საქ­მის წარ­მო­ე­ბა და მი­უ­თი­თოს მათი და­კა­ვე­ბის უკა­ნო­ნო­ბა­ზე.

DRI მო­უ­წო­დებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, სრულ­ყო­ფი­ლად, ობი­ექ­ტუ­რად და გო­ნივ­რულ ვა­და­ში გა­მო­ი­ძი­ოს შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბი და, და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ დე­მონ­სტრან­ტებს მი­ა­ნი­ჭოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი”, - აცხა­დე­ბენ “დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტში".

“მკა­ფი­ოდ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, არის მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი. ის პირ­და­პირ აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა "რო­ბო­კო­პებ­თან" ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­მა, ე.წ. ხა­რე­ბამ. ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დგომ "ხა­რე­ბა" მი­ვი­და მას­თან (და­შა­ვე­ბუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლად კარ­გავ­და გო­ნე­ბას), მი­მარ­თავ­და გი­ნე­ბით, უღებ­და ტე­ლე­ფო­ნით, აფურ­თხებ­და სა­ხე­ში და ემუქ­რე­ბო­და ან­გა­რიშს­წო­რე­ბით. “დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის” შე­ფა­სე­ბით, ჩვე­ნი ყვე­ლა და­სა­ცა­ვი პირი იმ­ყო­ფე­ბა მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვეშ. მათი მი­სა­მარ­თით ად­გი­ლი ჰქონ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას და მუ­ქა­რას”, - გა­ნა­ცხა­და ანა გა­ხო­კი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰე ს
2

გააუქმონ სპეც რაზმი და თიტონ შეჭამტ ერტმანეთს ასე იყო ცხრა აპრილი და თქვენი ტვინი ვერ აზროვნებს რომ აქციებს კარგი არაფერი მოაქვს. ნუ აყვებიტ ლიდერებს ისინი ტავის სასარგებლოდ მოქმედებენ

 

გიორგი 11
0

კრიტიკულად წაიკითხეთ და გაანალიზეთ, ნუ წამოეგებით დემაგოგიაზე... ტყუილი და პროვოკაციაა ეს ყველაფერი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი აღნიშნავს, რომ მასზე იძალადა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ“, რომელიც აგინებდა, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში" - ადვოკატი

"აქციაზე დაკავებული  ერთ-ერთი პირი აღნიშნავს, რომ მასზე იძალადა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე "ხარებამ“, რომელიც აგინებდა, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში" - ადვოკატი

აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული პირი პირდაპირ აღნიშნავს, რომ "რობოკოპებთან" ერთად მასზე ფიზიკურად იძალადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. დაკავებულს მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ადვოკატმა ანა გახოკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ინტერესებს იცავს. ორგანიზაციამ დღეს ჟურნალისტებს ინფორმაცია გააცნო, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს. 2024 წლის 16-17 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ყბის ტრავმული ართრიტი, ზედა და ქვედა კიდურების დაზიანება, სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა, სილურჯეები, კოპები, ნახეთქი ჭრილობები. ორი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

უკანონო და არალეგიტიმური ძალის გამოყენების დროს, შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის პროცესში, დაკავებულებმა დაკარგეს ან დაუზიანდათ პირადი ნივთები, მათ შორის, დაკარგულია ორი მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, სათვალე. დაზარალებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ისინი არ ატარებდნენ სავალდებულო მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, დაკავებული პირი პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს, თუმცა არა უმეტეს 24 საათისა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ არც ერთი დაკავებულის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შეუძლებელი იქნებოდა დაკავებიდან პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში“- აცხადებენ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.

ორგანიზაციის შეფასებით, დაკავების ვადის 48 საათამდე გახანგრძლივება ემსახურებოდა დემონსტრანტების დასჯას, მათთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას ან/და მათი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.

DRI-ს შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება - უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.

ორგანიზაცია ასევე, მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეოკადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.

DRI მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი”, - აცხადებენ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში".

“მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული. ის პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება "რობოკოპებთან" ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, ე.წ. ხარებამ. ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ "ხარება" მივიდა მასთან (დაშავებული პერიოდულად კარგავდა გონებას), მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში და ემუქრებოდა ანგარიშსწორებით. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, ჩვენი ყველა დასაცავი პირი იმყოფება მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. მათი მისამართით ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას და მუქარას”, - განაცხადა ანა გახოკიძემ.