53 წლის ბრიტანელი მამაკაცი, რომელმაც თვითმფრინავს ლაზერი მიანათა და მგზავრთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, დააპატიმრეს.
უილსონმა 2022 წლის 14 აგვისტოს, თვითმფრინავს, რომელშიც 200 მგზავრი იმყოფებოდა და დასაჯდომად ემზადებოდა, ლაზერი მიანათა. მამაკაცს სასამართლომ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავების შემდეგ უილსონმა მეორე დანაშაულიც აღიარა. როგორც გაირკვა, 2022 წლის 3 აგვისტოს მან კიდევ ერთ ვერტმფრენს მიანათა ლაზერი.
პოლიციის თქმით, საბედნიეროდ, "თავდასხმების" შემდეგ, ორივე თვითმფრინავმა შეძლო მიწაზე უსაფრთხოდ დაშვება. პილოტმა სასამართლოს განუცხადა, რომ ლაზერით თავდასხმა ფრენის კრიტიკულ ეტაპზე მოხდა და ამას მგზავრების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო:
"პილოტებს სრული ფოკუსირება მოეთხოვებათ და ხედავთ, თუ რამდენად საშიშია ლაზერით ყურადღების გაფანტვის მცდელობები. ლაზერის მინათებას შეუძლია თვითმფრინავის კაბინაში მსხდომი ორივე პილოტის მხედველობაზე იმოქმედოს, რაც ფრენისას უკიდურესად საშიშია", - თქვა მფრინავმა.
მისივე თქმით, ამ ტიპის ლაზერს თვალის ბადურის დაზიანება და მხედველობის დაქვეითებაც შეუძლია, რაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კარიერის ფასად შეიძლება დაუჯდეთ.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
4 თვე ცოტაა.
ვინმე რო ჩვენს მოსამართლეებზე რამეს იტყვის 4 თვე როგორაა ადეკვატური