თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდა.
ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად UFC-ის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.
სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს თოფურია.
იხილეთ ასევე:
შენ ძამიკო ესპანეთი თავში აგივარდა ეტყობა, მანდედან ნუ გვკარნახობთ რა გვინდა ქართველებს საქართველოში. აბა მოიკითხე კარგად მანდ პოლიციელებზე ძალადობაზე რა ხდება თავზე ხელს უსვამენ და ტაშს უკრავენ? არ გინდათ ასე ქართველების დიდი ნაწილის განაწყენება, ნაცები და დაბოლილი ახალგაზრდები ვერასოდეს იქნებიან ქვეყნის სათავეში.
რომ ჩამოხვალ ,მიაშასთან მიდი ვივამედში! თავში არაფერი აგივარდეს რა! აზრზე ხარ რისთვისაა ეს კანონი?მიდი ივარჯიშე!