თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსისა და ამ აქციების მხარდამჭერ პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მამადაშვილი.
"საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!" - წერს "მამარდა".
ერთადერთი ადამიანი რომელმაც ნამდვილად გული დამწყვიტე შენ ხარ! ნამდვილად დიდ პატივს გცემდი და დიდი სპორტსმენი და დიდი ადამიანი მეგონე! კაცმა არ იცის წაიკითხავ კი ამ კომენტარს ოდესმე, მაგრამ ის ძალები რომლებიც ახლა შენ ავტორიტეტს იყენებენ ძალიან ცუდი ძალები არიან, მათი გამარჯვება საქართველოს განადგურებას და გათახსირებას ნიშნავს და სისხლის ზღვები დადგება, თუმცა მერე რა, შენ და შენისთანები მერე იტყვიან მე რა შუაში ვარ მე ევროპას დავუჭირე მხარი, მე რა ვიცოდი მერე რა მოხდებოდა, ასე რომ ჩემო ერთ დროს უსაყვარლესო კაცო მაგარი არაკაცობა გააკეთე!!!
მამარდა, კვარა, ილია ყველა ჩვენ ქართველები ვართ და გვსურს ევროპული მომავალი, იმ ქართველებს ვისაც რუსეთი გინდათ მიბრძანდით იქაც იპოვით ადგილს მოინახულებთ ფილიპე მახარაძის საფლავს და ყვავილებით მიაგეთ პატივი. დასასრულს უახლოვდება გაუნათლებელ ხალხის თარეში.