სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბა, რომ გა­ი­ტა­ნოს ეს კა­ნო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და პარტნი­ო­რე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­და­პი­რი პრო­ვო­კა­ცი­აა,- ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას.

ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბას დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის რუ­სულ სტრა­ტე­გი­ად აფა­სებს.

"თბი­ლის­ში მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის მე­ო­რე დღე რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბა, რომ გა­ი­ტა­ნოს ეს კა­ნო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და პარტნი­ო­რე­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­და­პი­რი პრო­ვო­კა­ცი­აა - დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელს და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მი­მარ­თავს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შარლ მი­შელ­სა და ემა­ნუ­ელ მაკ­რონს სთხოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე "თუნ­დაც ფორ­მა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლონ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კი­თხი სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში შე­ტა­ნი­ლი არაა".

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა ხვალ, 17 აპ­რილს გაგ­რძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა დღე­ის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა დღეს სრუ­ლად ვერ მო­ეს­წრო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს. ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე სპეც­რაზ­მი გან­თავ­სდა იმის­თვის, რომ დე­პუ­ტა­ტებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ. ად­გილ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნაც. უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით და სტვე­ნით შეხ­ვდნენ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
4

ვინ წარმოიდგენდა, ოცდაათი წლის წინ, ვინც ეროვნულ მოძრაობაში იყო, რომ დღეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა გახდებოდა ლგბტ პროპაგანდა და ოჯახის ფასეულობათა დაცვა. და ამის დაცვას კონსტიტუციური კანონის მიღება დასჭირდებოდა, და

ლია
9

ბლუ, აგენტად შემოგდებულ, მარიონეტ პრეზიდენტისგან განა უკეთესს ელოდით?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას?

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.

ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს.

"თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს სთხოვს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე "თუნდაც ფორმალურად განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არაა".

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო ცოტა ხნის წინ დატოვეს. ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განთავსდა იმისთვის, რომ დეპუტატებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ადგილზე განთავსებული იყო წყლის ჭავლის მანქანაც. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

წაიკითხეთ ასევე: