სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიგეთ ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგახევთ ამ კანონს თავზე" - ნანა მალაშხია
"გაიგეთ ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგახევთ ამ კანონს თავზე" - ნანა მალაშხია

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "კი ევ­რო­პას! არა რუ­სულ კა­ნონს!“ მიმ­დი­ნა­რე­ობს". აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და გა­სუ­ლი წლის მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, "ქალი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით", ნანა მა­ლაშ­ხია.

"ჩემ­თვის პა­ტი­ვია ვიდ­გე აქ თქვენ­თან ერ­თად, სა­დაც იწე­რე­ბა კი­დევ ერთი თავი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­როს ჩვენ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ჩა­ახ­შოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­ზი­ა­ნოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა დღეს თავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა აყე­ნებს, მათ შე­ვახ­სე­ნებ 78-ე მუხლს, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­ში­რი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

არა­ვინ დგას კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე მაღ­ლა, არა­ვინ დგას ხალ­ხზე მაღ­ლა. დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ გახ­და კი­დევ უფრო გამჭვირ­ვა­ლე თა­ვის ში­ნა­არსსა და მიზ­ნებ­ში - დღეს არა მარ­ტო კა­ნო­ნია რუ­სუ­ლი, დღეს ჩვენ გვყავს რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა

გა­ი­გეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა და გა­იწ­ვი­ეთ კა­ნო­ნი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­გა­ხევთ ამ კა­ნონს თავ­ზე,“ - ამ­ბობს ნანა მა­ლაშ­ხია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატო
0

ისევ ნაცად ხერხს მიმართეს-- ქართველი ქართველს უნდათ, რომ დაახოცინონ და ესენიც ფულის სანაცვლოდ ყველაფერს აკეთებენ....მერე კი ისე გაქრებიან ვერსად იპოვით....

 

ჰაჰა
2

შარშან გაიწუწა და სალოს ორდენი მიიღო, წელს რას ელის ნეტავ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გაიგეთ ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგახევთ ამ კანონს თავზე" - ნანა მალაშხია

"გაიგეთ ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგახევთ ამ კანონს თავზე" - ნანა მალაშხია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს". აქციაზე სიტყვით გამოვიდა გასული წლის მარტის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი გმირი, "ქალი ევროკავშირის დროშით", ნანა მალაშხია.

"ჩემთვის პატივია ვიდგე აქ თქვენთან ერთად, სადაც იწერება კიდევ ერთი თავი თავისუფლებისთვის ბრძოლის. დღეს ხელისუფლება ცდილობს ტოტალური კონტროლი დაამყაროს ჩვენზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და მიზანმიმართულად დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებთანაც ხელშეკრულება ამ ხელისუფლებას აქვს გაფორმებული, გვაფრთხილებენ, რომ ეს სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს და სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენი ევროინტეგრაციისთვის.

ქართული ოცნება დღეს თავს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს, მათ შევახსენებ 78-ე მუხლს, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაში საქართველო სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.

არავინ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, არავინ დგას ხალხზე მაღლა. დღეს ხელისუფლება თვითონ გახდა კიდევ უფრო გამჭვირვალე თავის შინაარსსა და მიზნებში - დღეს არა მარტო კანონია რუსული, დღეს ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება

გაიგეთ ქართველი ხალხის ხმა და გაიწვიეთ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგახევთ ამ კანონს თავზე,“ - ამბობს ნანა მალაშხია.