მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება... ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას" - ლევან ხაბეიშვილი
"ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება... ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას" - ლევან ხაბეიშვილი

"ასი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა აპ­რო­ტეს­ტებ­და კა­ნონს შარ­შან და აპ­რო­ტეს­ტებს დღე­საც, ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტია კი ხე­ლის გა­დაგ­რე­ხით ესა­უბ­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას"- გა­ნა­ცხა­და “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის’ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არა­ვის სჭირ­დე­ბა, რაც დღე­ვან­დელ­მა დღე­მაც აჩ­ვე­ნა.

“დღე­ვან­დელ­მა დღე­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად შვიდ - სა­ა­თი­ან­მა პრო­ცეს­მა აჩ­ვე­ნა ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - ეს კა­ნო­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აერ­თი­ა­ნებს, ეს კა­ნო­ნი ქარ­თველ ხალ­ხს არ სჭირ­დე­ბა, ეს კა­ნო­ნი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­კე­თეს, ერთი ადა­მი­ა­ნი კი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს და­შო­რე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­გან. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს უნდა ეს­მო­დეს, რომ ივა­ნიშ­ვილ­სა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასე ღიად უჭირთ თქმა, რომ არ უნ­დათ ევ­რო­კავ­ში­რი, მაგ­რამ შე­ფარ­ვით, მათ შო­რის ამ კა­ნო­ნი­თაც, რო­მე­ლიც ვერ წა­ი­კი­თხა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ვერ წა­ი­კი­თხეს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფოს დე­პარ­ტა­მენ­ტში, ვერ გა­ი­გო ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, პო­ლო­ნე­ლებ­მა, ფრან­გებ­მა, ეს­ტო­ნე­ლებ­მა.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს, ივა­ნიშ­ვილს და კო­ბა­ხი­ძეს თუ კი­თხავთ, ისი­ნი გე­ტყვი­ან, რომ მხო­ლოდ ზარ­ქუ­ამ, ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა და ხუნ­და­ძემ გა­ი­გო ეს კა­ნო­ნი, სხვა დე­და­მი­წის ზურ­გზე არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს კა­ნო­ნი გა­ი­გო და თქვა, რომ პო­ზი­ტი­უ­რია, სწო­რია და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ჭირ­დე­ბა. ამ შვი­დი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თქვენ ხე­დავთ რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო დარ­ბაზ­ში, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში. ასი ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ კა­ნონს შარ­შან და აპ­რო­ტეს­ტებს დღე­საც, ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტია კი ხე­ლის გა­დაგ­რე­ხით ესა­უბ­რე­ბა ჩვენს ახალ­გაზ­რდებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუ არ უნ­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაქ­საქსვა, და­პი­რის­პი­რე­ბა, ხუთ თვე­ში არის არ­ჩევ­ნე­ბი, რა­ტომ უნ­დათ, რომ აქ­ცი­ე­ბი იყოს? რა­ტომ ემუქ­რე­ბი­ან ახალ­გაზ­რდებს, რომ თავ­პირს და­ა­ლე­წა­ვენ, გაზს ასუნ­თქე­ბენ და ცივი წყლის ჭავ­ლით დაშ­ლი­ან? რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას? არ არ­სე­ბობს ამა­ზე პა­სუ­ხი გარ­და ერ­თი­სა, მათ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ი­ტა­ნონ. აფხა­ზეთ­შიც იგი­ვე და­ა­ვა­ლეს და კი­თხვა დავ­სვი ამ პა­რა­ლელ­ზე, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ აქვთ. უნდა გვეს­მო­დეს, რომ რუ­სე­თი ამით და­სავ­ლეთ ეუბ­ნე­ბა, რომ მისი გავ­ლე­ნის ქვე­შაა სა­ქარ­თვე­ლო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. რა ვუ­თხა­რი ამ ფულს, მო­ნო­ბას, თო­რემ ალ­ბათ ამას არ გა­ა­კე­თებ­დნენ, ამი­ტომ ახლა მზად არი­ან ეს გა­ა­კე­თონ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, ეს არ არის პარ­ტი­უ­ლი აქ­ცი­ე­ბი, ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ხართ, ვინ მოგ­წონთ და ვინ არა, ეს ეხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.

დღეს კა­ლა­ძემ საბ­ჭო­თა კავ­შირს შე­ა­და­რა ევ­რო­პა და ამე­რი­კა. ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი სხვა­ო­ბა მათ შო­რის არ არის და რო­გო­რი და­ვა­ლე­ბაც „ცე­კა­დან“ მო­დი­ო­და, იგი­ვე და­ვა­ლე­ბა მო­დის და­სავ­ლე­თი­და­ნო. ამ ადა­მი­ა­ნებს არ სურთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ქვე­ყა­ნა­ში არ იყოს დე­მოკ­რა­ტია, არ იყოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში თა­ვად კა­ლა­ძეს, ივა­ნიშ­ვილს სურთ იყ­ვნენ ამ ქვე­ყა­ნა­ში, იშო­ვონ მი­ლი­ო­ნე­ბი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი წა­ვი­დეს ემიგ­რა­ცი­ა­ში, მაგ­რამ ეს არ გა­მო­უ­ვათ.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მინ­და მივ­მარ­თო - უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თქვე­ნი ხმაც, თქვე­ნი პრო­ტეს­ტიც, რომ გა­ა­გე­ბი­ნოთ იმათ, ვი­საც არ უნდა იმ სი­მარ­თლის გა­გე­ბა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჰქვია“მ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გულა
0

რას იჭაჭებით. თუ არჭირდება მოვა არჩევნები, გაიმარჯვეთ და გააუქმეთ. არ გეღირსებათ იცით და აღარ იცით რა ჰქნათ.

ალექს
0

პიტალოა სალი კლდესავით ჩვენი ზონდერ ბიჭუნა , ფაშიოს მოიერიშეა , რად უნდა ჭკუა და ინტელექტი , შავი ქამარი და ხელჯოხი კი !

ავტორი:

"ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება... ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას" - ლევან ხაბეიშვილი

"ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება... ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება საზოგადოებას" - ლევან ხაბეიშვილი

"ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ახალგაზრდებს, საზოგადოებას"- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არავის სჭირდება, რაც დღევანდელმა დღემაც აჩვენა.

“დღევანდელმა დღემაც, ფაქტობრივად შვიდ - საათიანმა პროცესმა აჩვენა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, ეს კანონი ქართველ ხალხს არ სჭირდება, ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს ვერცერთი ადამიანის სიკეთეს, ერთი ადამიანი კი არ მოიძებნება, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას ევროკავშირისგან. საქართველოს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილსა და მისი ხელისუფლებას ასე ღიად უჭირთ თქმა, რომ არ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ შეფარვით, მათ შორის ამ კანონითაც, რომელიც ვერ წაიკითხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ვერ წაიკითხეს აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტში, ვერ გაიგო ევროკავშირის ელჩმა, გერმანიის კანცლერმა, პოლონელებმა, ფრანგებმა, ესტონელებმა.

მამუკა მდინარაძეს, ივანიშვილს და კობახიძეს თუ კითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მხოლოდ ზარქუამ, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ გაიგო ეს კანონი, სხვა დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ადამიანი, ვინც ეს კანონი გაიგო და თქვა, რომ პოზიტიურია, სწორია და საქართველოს მოქალაქეს ჭირდება. ამ შვიდი საათის განმავლობაში, თქვენ ხედავთ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო დარბაზში, როგორი დაძაბული სიტუაციაა ზოგადად ქვეყანაში. ასი ათასობით ახალგაზრდა აპროტესტებდა ამ კანონს შარშან და აპროტესტებს დღესაც, ივანიშვილის პარტია კი ხელის გადაგრეხით ესაუბრება ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას. თუ არ უნდათ საზოგადოების დაქსაქსვა, დაპირისპირება, ხუთ თვეში არის არჩევნები, რატომ უნდათ, რომ აქციები იყოს? რატომ ემუქრებიან ახალგაზრდებს, რომ თავპირს დაალეწავენ, გაზს ასუნთქებენ და ცივი წყლის ჭავლით დაშლიან? რატომ აკეთებენ ამას? არ არსებობს ამაზე პასუხი გარდა ერთისა, მათ აქვთ კონკრეტული დავალება რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ეს კანონპროექტი გაიტანონ. აფხაზეთშიც იგივე დაავალეს და კითხვა დავსვი ამ პარალელზე, მაგრამ პასუხი არ აქვთ. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამით დასავლეთ ეუბნება, რომ მისი გავლენის ქვეშაა საქართველო, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი. რა ვუთხარი ამ ფულს, მონობას, თორემ ალბათ ამას არ გააკეთებდნენ, ამიტომ ახლა მზად არიან ეს გააკეთონ.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს არ არის პარტიული აქციები, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, ვინ მოგწონთ და ვინ არა, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

დღეს კალაძემ საბჭოთა კავშირს შეადარა ევროპა და ამერიკა. ამბობს, რომ არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის და როგორი დავალებაც „ცეკადან“ მოდიოდა, იგივე დავალება მოდის დასავლეთიდანო. ამ ადამიანებს არ სურთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანაში არ იყოს დემოკრატია, არ იყოს თავისუფლება. საბოლოო ჯამში თავად კალაძეს, ივანიშვილს სურთ იყვნენ ამ ქვეყანაში, იშოვონ მილიონები და ქართველი ხალხი წავიდეს ემიგრაციაში, მაგრამ ეს არ გამოუვათ.

საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო - უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმაც, თქვენი პროტესტიც, რომ გააგებინოთ იმათ, ვისაც არ უნდა იმ სიმართლის გაგება, რომელსაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია“მ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა