პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან
ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან

აბ­სურ­დის დრა­მის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის ეჟენ იუ­ნეს­კოს „მარ­ტორ­ქე­ბი“, სო­ხუ­მის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მსა­ხი­ობ­მა, რე­ჟი­სორ­მა და თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზურა გე­წა­ძემ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2023 წლის ზა­ფხუ­ლის პრე­მი­ე­რი­დან დღემ­დე, ყო­ველ მო­რიგ წარ­მოდ­გე­ნა­ზე სულ ანშლა­გია. ნა­წარ­მო­ე­ბი, ყვე­ლა იმ "იზ­მის“ წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში, სხვა­დას­ხვა დრო­სა და ეპო­ქა­ში იჩენს ხოლ­მე თავს, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად სულ არ­სე­ბობ­დნენ და დღე­საც არი­ან ისე­თი ინ­დი­ვი­დე­ბი, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მა­სის სა­ყო­ველ­თაო აზრს არ იზი­ა­რე­ბენ; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს არ კარ­გა­ვენ და და ცდი­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი და­იც­ვან.

ზუ­რაბ გე­წა­ძე:

- 1991-1992 წლებ­ში, როცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბაა, ჩემი სახ­ლის წინ ტან­კე­ბი და ბე­ტე­ე­რე­ბი და­დი­ან, ჩემ­თან მო­დის დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე და მო­აქვს ჟურ­ნა­ლი „საბ­ჭო­თა ხე­ლოვ­ნე­ბა“, სა­დაც თარ­გმნი­ლი პი­ე­სე­ბი იბეჭ­დე­ბო­და. მათ შო­რის იყო „ქა­ჩა­ლი მომ­ღე­რა­ლი ქალი“, რო­მე­ლიც ერ­თად წა­ვი­კი­თხეთ (მე და დათო ბა­ტონ მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ჯგუფ­ში ერ­თად ვსწავ­ლობ­დით). პი­ე­სის კი­თხვის დროს, ცრემ­ლე­ბამ­დე ვი­ცი­ნო­დით და სწო­რედ იმ დრო­ი­დან მო­ვი­ხიბ­ლე აბ­სურ­დის ჟან­რით. სა­ერ­თოდ, ეს ჟან­რი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო. რე­ჟი­სო­რე­ბიც არ დგამ­დნენ, არც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იყო მზად და მა­ყუ­რე­ბე­ლიც მი­უჩ­ვე­ვე­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა, თა­ვად იუ­ნეს­კო თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს აბ­სურ­დს არ ეძახ­და, მე­ტიც, ასეთ შე­ფა­სე­ბა­ზე ბრაზ­დე­ბო­და, თუმ­ცა, კრი­ტი­კო­სებ­მა ასე უწო­დეს და „მე­ლო­ტი მომ­ღე­რა­ლი ქალი“ იყო პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც 1949-1950 წლებ­ში ამ ჟანრ­ში და­ი­წე­რა. და როცა საფ­რან­გეთ­ში და­იდ­გა, ნელ-ნელა მა­ყუ­რებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც გა­მო­იწ­ვია, სპექ­ტაკლს გა­უჩ­ნდნენ ფა­ნე­ბი და ეს წარ­მოდ­გე­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნი­დან არ „ჩა­მო­სუ­ლა“. მას შემ­დეგ, რაც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე, სხვა­დას­ხვა პი­ე­სებ­თან ერ­თად, მას­ზე სულ ვფიქ­რობ­დი. ბა­ტონ­მა მი­შამ თე­ატ­რში რომ მი­მიწ­ვია, გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ, 2007 წელს გავ­ბე­დე და თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში „მე­ლო­ტი მომ­ღე­რა­ლი ქალი“ დავ­დგი. მა­შინ დარ­ბა­ზის დიდი ნა­წი­ლი იღებ­და ამ ჟანრს, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვის­თვი­საც ეს სპექ­ტაკ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, ამ­ბობ­დნენ, რომ ეს არის სი­სუ­ლე­ლე და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ დარ­ბაზს.

- და მას შემ­დეგ „მარ­ტორ­ქე­ბამ­დე“ იუ­ნერსკოს­თან შე­ხე­ბა აღარ გქო­ნი­ათ...

- არა, თუმ­ცა, აბ­სურ­დის­ტებ­თან კავ­ში­რი არ გა­მი­წყვი­ტავს. როცა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, მცი­რე დარ­ბა­ზი გა­ვა­კე­თე და იქ დავ­დგი სლა­ვო­მირ მრო­ჟე­კის „პო­ლი­ცია“. ასე­ვე მთა­ვარ სცე­ნა­ზე ლაშა ბუ­ღა­ძის „7 პ.პ.“ (7 პა­ტა­რა პი­ე­სა), რო­მელ­შიც ბევ­რი აბ­სურ­დის ელე­მენ­ტია და დღემ­დე რე­პერ­ტუ­არ­შია. რაც შე­ე­ხე­ბა „მარ­ტორ­ქებს“, სო­ხუ­მის თე­ატ­რში დათო საყ­ვა­რე­ლი­ძის სურ­ვი­ლით მო­ვე­დი და გა­ვა­კე­თეთ კოპ­რო­დუქ­ცია. „მარ­ტორ­ქე­ბი“ თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა და სო­ხუ­მის თე­ატ­რის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც სო­ხუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ჩემს მიერ მოწ­ვე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი. დაგ­ვა­ფი­ნან­სა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ამ, ასე­ვე გვყავს სპონ­სო­რე­ბი, და­მეხ­მარ­ნენ მე­გობ­რე­ბიც და „მარ­ტორ­ქე­ბი“ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

- რა იყო ის მთა­ვა­რი, რი­თაც ამ ნა­წარ­მო­ებ­მა მოგ­ხიბ­ლათ?

- ეს იუ­ნეს­კოს შე­და­რე­ბით გვი­ან პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია და კლა­სი­კუ­რი ჟან­რის პი­ე­სის­კენ იხ­რე­ბა. როცა ის და­ი­წე­რა, კრი­ტი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, რომ ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი პი­ე­სა, მე­ო­რე­ნი კი კო­მუ­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ნა­წარ­მო­ე­ბად აღიქ­ვამ­დნენ. თა­ვად ავ­ტო­რი კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ კონ­კრე­ტუ­ლად არ­ცერ­თი, არა­მედ ყვე­ლა „იზ­მე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პი­ე­სა იყო და ზო­გა­დად „იზ­მებს“ ებ­რძო­და. ეს მარ­თლაც ასეა, თე­მის გან­ზო­გა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლის ყუ­რე­ბი­სას სხვა­დას­ხვა ასო­ცი­ა­ცია უჩ­ნდე­ბა, რა თქმა უნდა, ეხე­ბა რო­გორც წარ­სულს, ისე დღე­ვან­დე­ლო­ბას. „გა­მარ­ტორ­ქე­ბა“ შე­იძ­ლე­ბა იყოს სნო­ბიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე ამ­პარ­ტავ­ნო­ბი­დან; ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მთავ­რო­ბის­გან თავს მოხ­ვე­უ­ლი აზრი აი­ტა­ცო, ან მა­ს­მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. მთა­ვა­რი ისაა, რომ გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადა­მი­ა­ნი რა­ღა­ცის გამო კარ­გავს მო­რალ­სა და კულ­ტუ­რას და სწო­რედ ამის წი­ნა­აღ­მდე­გია იუ­ნეს­კო. ის ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნო­ბა და თავი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა და­კარ­გო, არ უნდა გახ­დე ცხო­ვე­ლი.

- სპექ­ტაკლში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ზურა ყოფ­ში­ძე ას­რუ­ლებს და ალ­ბათ, „მარ­ტორ­ქე­ბის“ წარ­მა­ტე­ბას ესეც გა­ნა­პი­რო­ბებს, ისე­ვე რო­გორც მუდ­მი­ვად არ იშო­ვე­ბა ბი­ლე­თი თქვენ „მეფე ლირ­ზე“, რო­მელ­შიც ეს მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს და დღეს­დღე­ო­ბით „ლირს“ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გენთ. აბ­სურ­დის ჟანრ­ში ზურა ყიფ­ში­ძის „ჩარ­თვა“ რო­გორ მოხ­და?

- ზუ­რა­სა და მისი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი­სათ­ვის აბ­სურ­დის ჟან­რი უცხო და მი­უ­ღე­ბე­ლია. მათ­თვის სულ სხვაგ­ვა­რი იყო თე­ატ­რიც და ის სპექ­ტაკ­ლე­ბიც, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ შევ­ძე­ლით და ზურა „გა­და­ვა­კე­თეთ“ (იღი­მის). იმ დროს უკვე ნა­მუ­შე­ვა­რი გვქონ­და „მეფე ლირ­ზე“, ერ­თმა­ნეთს რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ვიც­ნობ­დით. მას სურ­ვი­ლი ჰქონ­და ერ­თად კი­დევ ერთხელ გვე­მუ­შა­ვა, ამი­ტომ სო­ხუ­მის თე­ატ­რში პი­ე­სის დად­გმა რომ და­ვა­პი­რე, ზუ­რას მე და ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვი­ლი შევ­ხვდით. და­ვი­წყე ჩემი ჩა­ნა­ფიქრზე სა­უ­ბა­რი და რო­გორც ყო­ველ­თვის, მას ბევ­რი კი­თხვა გა­უჩ­ნდა. თა­ვი­დან და­იბ­ნა, მაგ­რამ მე იმ­დე­ნად ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ­დი და ისე­თი ენერ­გი­ით აღტყი­ნე­ბუ­ლი, ამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ი­ღა­ლა და გა­მა­ჩე­რა. მოკ­ლედ, შენ გჭირ­დე­ბი? - სამ­ჯერ და­მის­ვა ეს კი­თხვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია და­ვე­თან­ხმე. მა­შინ, შენ­თან ვარ - მი­პა­სუ­ხა. მერე ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და თა­ვის პერ­სო­ნა­ჟით, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ის სპექ­ტაკ­ლის და­სა­წყის­ში და მერე, და თუ რო­გორ უნდა გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო ცხო­ვე­ლად. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და „ავარ­და“. სა­მა­გა­ლი­თოდ იმუ­შა­ვა, სა­ერ­თოდ, მან ასე იცის, ყო­ველ­თვის თავ­გან­წირ­ვით და ბო­ლომ­დე შე­დის ეშხში.

- და რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ნი­კო თარ­ხნიშ­ვილს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა აქვს და 2 მოქ­მე­დე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­დის სცე­ნი­დან?..

- ჰო, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წა­მით ტო­ვებს, და­ნარ­ჩე­ნი სულ სცე­ნა­ზეა. ბე­რან­ჟეს პერ­სო­ნა­ჟის რო­ლის დრა­მა­ტურ­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოს­თან ერ­თად, ურ­თუ­ლე­სია და ვანო ამ დატ­ვირ­თვას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უმკლავ­დე­ბა. ვანო იყო პირ­ვე­ლი, ვი­საც პი­ე­სა ჩე­მით წა­ვუ­კი­თხე, რად­გან სა­ერ­თოდ, ასე ვა­კე­თებ ხოლ­მე. მას „მარ­ტორ­ქე­ბი“ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ბევ­რი იცი­ნა. სა­ერ­თოდ, ამ სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, რო­გორც მოწ­ვე­უ­ლი, ისე სო­ხუ­მის თე­ატ­რის, ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობ­დნენ და რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი გა­ვი­ა­რეთ. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი ორი ჯგუ­ფის შერ­წყმა­ზე, რაც მოწ­ვე­ულ და ად­გი­ლობ­რივ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან კარ­გად მო­ხერ­ხდა, მე­გობ­რო­ბენ და ეს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა სცე­ნა­ზეც კარ­გად აი­სა­ხე­ბა.

- და­ბო­ლოს, სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბის წინ, გაქვთ ერთი რი­ტუ­ა­ლი, მკი­თხველს ესეც გა­ვან­დოთ...

- ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლის წინ უძღვის სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა მი­შამ გვას­წავ­ლა. ზოგ­ჯერ მსა­ხი­ო­ბე­ბი დად­გე­ბი­ან სცე­ნა­ზე და რა­ღაც სიმ­ღე­რას მღე­რი­ან, ან ხელს ჩა­კი­დე­ბენ ერ­თმა­ნეთს და დუ­მან. ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი რი­ტუ­ა­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია რე­პე­ტი­ცი­ი­სა და სპექ­ტაკ­ლის წინ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ჩვენ, (მსა­ხი­ო­ბე­ბი და მე), სცე­ნა­ზე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი წრე­ზე ვდგე­ბით და ვა­კე­თებთ პი­ტერ ბრუ­კის სა­ვარ­ჯი­შოს, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას მო­ი­თხოვს. ეს არის რი­ტუ­ა­ლი რო­მე­ლიც გვა­ერ­თი­ა­ნებს და გვკრავს, ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ცემთ ენერ­გი­ას და ვამ­ხნე­ვებთ. და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი, ერთი, სა­ერ­თო ამ­ბის მო­სა­ყო­ლად ვერ­თი­ან­დე­ბით.

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

ლო­კა­ცია: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. მის: დ. უზ­ნა­ძის ქ. N68.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BOSS
4

ვისაც მეფე ლირი არ გინახავთ აუცილებლად უნდა ნახოთ-მსგავსი არაფერი დადგმულა ოცდამეერთე საუკუნეში,შედევრია ნამდვილად!მარტორქებიც მშვენიერი სპექტაკლია! ბრავო ორ ზურას გეწაძეს და ყიფშიძეს!!!

ჯიუტი
3

...ამ სურათმა ძველი კარგი დრო გამახსენა: მოსკოვში ვიყავით გასტროლზე წლების წინ, ჩვენი თეატრის წინ კი ღამის კლუბი იყო მთვრალი მარტორქა - пянный носорог!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან

ზურა გეწაძე - პროტესტი ყველა "იზმის“ წინააღმდეგ …როცა ჩვენს გარშემო, მარტორქები დარბიან

აბსურდის დრამის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ეჟენ იუნესკოს „მარტორქები“, სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე მსახიობმა, რეჟისორმა და თეატრის განვითარების ფონდის დამფუძნებელმა ზურა გეწაძემ განახორციელა. 2023 წლის ზაფხულის პრემიერიდან დღემდე, ყოველ მორიგ წარმოდგენაზე სულ ანშლაგია. ნაწარმოები, ყველა იმ "იზმის“ წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც მსოფლიოში, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, ამავდროულად სულ არსებობდნენ და დღესაც არიან ისეთი ინდივიდები, ვინც საზოგადოებისა და მასის საყოველთაო აზრს არ იზიარებენ; ინდივიდუალობას ინარჩუნებენ, ადამიანურ სახეს არ კარგავენ და და ცდილობენ საკუთარი პრინციპები დაიცვან.

ზურაბ გეწაძე:

- 1991-1992 წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩემი სახლის წინ ტანკები და ბეტეერები დადიან, ჩემთან მოდის დათო საყვარელიძე და მოაქვს ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, სადაც თარგმნილი პიესები იბეჭდებოდა. მათ შორის იყო „ქაჩალი მომღერალი ქალი“, რომელიც ერთად წავიკითხეთ (მე და დათო ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ერთად ვსწავლობდით). პიესის კითხვის დროს, ცრემლებამდე ვიცინოდით და სწორედ იმ დროიდან მოვიხიბლე აბსურდის ჟანრით. საერთოდ, ეს ჟანრი საბჭოთა პერიოდში და მათ შორის საქართველოში აკრძალული იყო. რეჟისორებიც არ დგამდნენ, არც შემოქმედებითი ჯგუფი იყო მზად და მაყურებელიც მიუჩვეველი გახლდათ. თუმცა, თავად იუნესკო თავის ნაწარმოებებს აბსურდს არ ეძახდა, მეტიც, ასეთ შეფასებაზე ბრაზდებოდა, თუმცა, კრიტიკოსებმა ასე უწოდეს და „მელოტი მომღერალი ქალი“ იყო პირველი ნაწარმოები, რომელიც 1949-1950 წლებში ამ ჟანრში დაიწერა. და როცა საფრანგეთში დაიდგა, ნელ-ნელა მაყურებლის დაინტერესებაც გამოიწვია, სპექტაკლს გაუჩნდნენ ფანები და ეს წარმოდგენა დაახლოებით 40 წლის განმავლობაში სცენიდან არ „ჩამოსულა“. მას შემდეგ, რაც ეს ნაწარმოები პირველად წავიკითხე, სხვადასხვა პიესებთან ერთად, მასზე სულ ვფიქრობდი. ბატონმა მიშამ თეატრში რომ მიმიწვია, გარკვეული წლების გასვლის შემდეგ, 2007 წელს გავბედე და თუმანიშვილის თეატრში „მელოტი მომღერალი ქალი“ დავდგი. მაშინ დარბაზის დიდი ნაწილი იღებდა ამ ჟანრს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ეს სპექტაკლი კატეგორიულად მიუღებელი იყო, ამბობდნენ, რომ ეს არის სისულელე და გაბრაზებულები ტოვებდნენ დარბაზს.

- და მას შემდეგ „მარტორქებამდე“ იუნერსკოსთან შეხება აღარ გქონიათ...

- არა, თუმცა, აბსურდისტებთან კავშირი არ გამიწყვიტავს. როცა თუმანიშვილის თეატრის მმართველი ვიყავი, მცირე დარბაზი გავაკეთე და იქ დავდგი სლავომირ მროჟეკის „პოლიცია“. ასევე მთავარ სცენაზე ლაშა ბუღაძის „7 პ.პ.“ (7 პატარა პიესა), რომელშიც ბევრი აბსურდის ელემენტია და დღემდე რეპერტუარშია. რაც შეეხება „მარტორქებს“, სოხუმის თეატრში დათო საყვარელიძის სურვილით მოვედი და გავაკეთეთ კოპროდუქცია. „მარტორქები“ თეატრის განვითარების ფონდისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელშიც სოხუმის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ ჩემს მიერ მოწვეული მსახიობები. დაგვაფინანსა ქალაქ თბილისის მერიამ, ასევე გვყავს სპონსორები, დამეხმარნენ მეგობრებიც და „მარტორქები“ ერთობლივი ძალებით განვახორციელეთ.

- რა იყო ის მთავარი, რითაც ამ ნაწარმოებმა მოგხიბლათ?

- ეს იუნესკოს შედარებით გვიან პერიოდში შექმნილი ნაწარმოებია და კლასიკური ჟანრის პიესისკენ იხრება. როცა ის დაიწერა, კრიტიკოსების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ეს არის შესანიშნავი ანტიფაშისტური პიესა, მეორენი კი კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართულ ნაწარმოებად აღიქვამდნენ. თავად ავტორი კი ამტკიცებდა, რომ კონკრეტულად არცერთი, არამედ ყველა „იზმების“ წინააღმდეგ მიმართული პიესა იყო და ზოგადად „იზმებს“ ებრძოდა. ეს მართლაც ასეა, თემის განზოგადებიდან გამომდინარე, მაყურებელს სპექტაკლის ყურებისას სხვადასხვა ასოციაცია უჩნდება, რა თქმა უნდა, ეხება როგორც წარსულს, ისე დღევანდელობას. „გამარტორქება“ შეიძლება იყოს სნობიზმიდან გამომდინარე, ისე ამპარტავნობიდან; ასევე შეიძლება მთავრობისგან თავს მოხვეული აზრი აიტაცო, ან მასმედიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. მთავარი ისაა, რომ გარკვეულ სიტუაციებში ადამიანი რაღაცის გამო კარგავს მორალსა და კულტურას და სწორედ ამის წინააღმდეგია იუნესკო. ის ამბობს, რომ ადამიანობა და თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგო, არ უნდა გახდე ცხოველი.

- სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ზურა ყოფშიძე ასრულებს და ალბათ, „მარტორქების“ წარმატებას ესეც განაპირობებს, ისევე როგორც მუდმივად არ იშოვება ბილეთი თქვენ „მეფე ლირზე“, რომელშიც ეს მსახიობი თამაშობს და დღესდღეობით „ლირს“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგენთ. აბსურდის ჟანრში ზურა ყიფშიძის „ჩართვა“ როგორ მოხდა?

- ზურასა და მისი თაობის მსახიობებისათვის აბსურდის ჟანრი უცხო და მიუღებელია. მათთვის სულ სხვაგვარი იყო თეატრიც და ის სპექტაკლებიც, რომელშიც მონაწილეობდნენ, მაგრამ შევძელით და ზურა „გადავაკეთეთ“ (იღიმის). იმ დროს უკვე ნამუშევარი გვქონდა „მეფე ლირზე“, ერთმანეთს როგორც მსახიობი და რეჟისორი ვიცნობდით. მას სურვილი ჰქონდა ერთად კიდევ ერთხელ გვემუშავა, ამიტომ სოხუმის თეატრში პიესის დადგმა რომ დავაპირე, ზურას მე და ვანიკო თარხნიშვილი შევხვდით. დავიწყე ჩემი ჩანაფიქრზე საუბარი და როგორც ყოველთვის, მას ბევრი კითხვა გაუჩნდა. თავიდან დაიბნა, მაგრამ მე იმდენად ბევრს ვლაპარაკობდი და ისეთი ენერგიით აღტყინებული, ამდენი ინფორმაციით დაიღალა და გამაჩერა. მოკლედ, შენ გჭირდები? - სამჯერ დამისვა ეს კითხვა. რასაკვირველია დავეთანხმე. მაშინ, შენთან ვარ - მიპასუხა. მერე ძალიან დაინტერესდა თავის პერსონაჟით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის სპექტაკლის დასაწყისში და მერე, და თუ როგორ უნდა გადაქცეულიყო ცხოველად. მოკლედ, ძალიან მოეწონა და „ავარდა“. სამაგალითოდ იმუშავა, საერთოდ, მან ასე იცის, ყოველთვის თავგანწირვით და ბოლომდე შედის ეშხში.

- და რაც შეეხება ვანიკო თარხნიშვილს, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და 2 მოქმედების განმავლობაში არ გადის სცენიდან?..

- ჰო, მხოლოდ რამდენიმე წამით ტოვებს, დანარჩენი სულ სცენაზეა. ბერანჟეს პერსონაჟის როლის დრამატურგიული განვითარება საინტერესოსთან ერთად, ურთულესია და ვანო ამ დატვირთვას არაჩვეულებრივად უმკლავდება. ვანო იყო პირველი, ვისაც პიესა ჩემით წავუკითხე, რადგან საერთოდ, ასე ვაკეთებ ხოლმე. მას „მარტორქები“ თავიდანვე ძალიან მოეწონა და ბევრი იცინა. საერთოდ, ამ სპექტაკლში დაკავებული ყველა მსახიობი, როგორც მოწვეული, ისე სოხუმის თეატრის, ძალიან კარგად მუშაობდნენ და რეპეტიციების დროს ძალიან საინტერესო პროცესები გავიარეთ. ვნერვიულობდი ორი ჯგუფის შერწყმაზე, რაც მოწვეულ და ადგილობრივ მსახიობებს შორის უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად მოხერხდა, მეგობრობენ და ეს ურთიერთგაგება სცენაზეც კარგად აისახება.

- დაბოლოს, სპექტაკლის დაწყების წინ, გაქვთ ერთი რიტუალი, მკითხველს ესეც გავანდოთ...

- ყველა სპექტაკლის წინ უძღვის სხვადასხვა რიტუალი, რომელიც ბატონმა მიშამ გვასწავლა. ზოგჯერ მსახიობები დადგებიან სცენაზე და რაღაც სიმღერას მღერიან, ან ხელს ჩაკიდებენ ერთმანეთს და დუმან. ნებისმიერი ამგვარი რიტუალის მთავარი მიზანია რეპეტიციისა და სპექტაკლის წინ გაერთიანება და ყურადღების მობილიზება. ჩვენ, (მსახიობები და მე), სცენაზე ხელჩაკიდებულები წრეზე ვდგებით და ვაკეთებთ პიტერ ბრუკის სავარჯიშოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ეს არის რიტუალი რომელიც გვაერთიანებს და გვკრავს, ერთმანეთს გადავცემთ ენერგიას და ვამხნევებთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ხელჩაკიდებული, ერთი, საერთო ამბის მოსაყოლად ვერთიანდებით.

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

NS