სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: "კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
"ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტთან აქცია - "არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: "დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.
ორივე მხარე თვალთმაქცობს, ძუკნები ხვდებიან რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ერთადერთი გზა გადატრიალებაა, გადატრიალებას კი ფული სჭირდება, დიდი ფული, ხელისუფლება ცდილობს შავი ფულის წყაროები გადაკეტოს, სულ ეს არის!
ყოჩაღ გიგაურის და კეზერას ფული დაიცავით , სირცხვილია