მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით" - აშშ-ის საელჩო
"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით" - აშშ-ის საელჩო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო ქარ­თვე­ლებს დედა ენის დღეს ულო­ცავს.

“ვუ­ლო­ცავთ ჩვენს ქარ­თველ მე­გობ­რებს დედა ენის დღეს!

ჩვენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ ქარ­თუ­ლი ენის უნი­კა­ლუ­რო­ბი­თა და სი­ლა­მა­ზით. თქვენ­თან ერ­თად აღ­ვნიშ­ნავთ მსოფ­ლი­ოს ამ ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ენის დღეს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა წინა და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეთ”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ ავ­რცე­ლებს.

14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­და­ე­ნის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ენის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვა გა­და­წყვი­ტა. სსრკ-ის სა­ხელ­მწი­ფო ენად მხო­ლოდ რუ­სუ­ლი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლში უნდა შე­სუ­ლი­ყო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქარ­თუ­ლი ენა სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუსს კარ­გავ­და. ის სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლეს საბ­ჭოს 1978 წლის 14 აპ­რილს უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. თუმ­ცა იმა­ვე დღეს თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ამ გან­ზრახ­ვის აღ­სრუ­ლე­ბას წინ აღუდ­გა. მათ შო­რის უდი­დეს ნა­წილს სტუ­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბა შე­ად­გენ­და.

დე­და­ქა­ლაქ­ში მო­ე­წყო მა­სობ­რი­ვი მსვლე­ლო­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს (ახ­ლან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის) შე­ნო­ბის­კენ. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან ჰქონ­დათ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ლო­ზუნ­გე­ბი, მათ შო­რის იყო "აი, ია".

ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი ბა­თუმ­შიც გან­ვი­თარ­და. იქ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცია უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, სა­ი­და­ნაც ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლი იყო მუხ­ლი ქარ­თუ­ლი ენის შე­სა­ხებ.

ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი ხდე­ბო­და. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სას ორი გზა რჩე­ბო­და: სის­ხლისღვრა ან დათ­მო­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ეთ­მო და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბა აღარ შე­ვი­და.

14 აპ­რი­ლი დე­და­ე­ნის დღედ გა­მო­ცხად­და. ის­ტო­რი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის აღ­მავ­ლო­ბას პირ­ვე­ლი ბიძ­გი სწო­რედ 1978 წლის 14 აპ­რილ­მა მის­ცა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Deme
8

უკეთესი იქნება ჩვენს საქმეებში ცხვირის ჩაყოფას თუ თავს დანებებთ

ზურა
1

დიდება და ქებათაქება ქართულ ანბანს. დღეს მას თუ რამე ემუქრება, ისევ ქართველების ხელით 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით" - აშშ-ის საელჩო

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით" - აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს.

“ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს!

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული უნდა დარჩენილიყო. შესაბამისი ცვლილება საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში უნდა შესულიყო, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ის საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა. თუმცა იმავე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი ამ განზრახვის აღსრულებას წინ აღუდგა. მათ შორის უდიდეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა.

დედაქალაქში მოეწყო მასობრივი მსვლელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს (ახლანდელი პარლამენტის) შენობისკენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგები, მათ შორის იყო "აი, ია".

ანალოგიური პროცესები ბათუმშიც განვითარდა. იქ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინათ, საიდანაც ასევე ამოღებული იყო მუხლი ქართული ენის შესახებ.

ვითარება უმართავი ხდებოდა. შექმნილი ვითარებიდან საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისას ორი გზა რჩებოდა: სისხლისღვრა ან დათმობა. ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.