"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით წერს.
ხაბეიშვილის თქმით, მმართველის პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია განაცხადია შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან.
"შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. "ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ, დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს”, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ანუ დაამტვრიე, დაწვი, პოლიციელზე იძალადე, თუ ამ ყველეფრით ნაცმოძის მხარდაჭერას გამოხატავ, მაშინ კანონი შენზე არ ვრცელდება. ამ კრიმინალმა ცოტა ხნის წინ საკუთარი მამა დაჭრა და დემონსტრაციასაც იმიტომ შეუერთდა რომ საკუთარი მანკიერი ბუნებისათვის ემოციების რეალიზების საშუალება ქონოდა და მავნებლობა ჩაედინა. კითხეთ ერთი წაკითხული ქონდა კი კანონი რომელის მიღებასაც "აპროტესტებდა"?
ოცნებამ იმედები გამიცრუა,მაგრამ ამათ რა უნდათ ვერ გავიგე წადით ბაბუ სახლში.