სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 10 პირი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ პი­რებ­თან ერ­თად, ქუ­თა­ის­ში სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­დნენ ე.წ. "ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს“, სა­დაც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის არ­სე­ბულ და­ვებს, აფა­სებ­დნენ მათ ქმე­დე­ბებს და იღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მათ შო­რის პი­რებს აკის­რებ­დნენ თან­ხის გა­დახ­დას.

"პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223¹-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა) წა­რუდ­გი­ნა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით ("ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა).

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ პირს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლით, ხოლო 2 პირს 8-8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. ასე­ვე "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს” საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ბრალ­დე­ბულ­თა­გან 2 პირს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის მი­მართ, მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრები "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. "ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასებდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.

"პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა).

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე "ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.