სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი ხავერდის ყელსაბამით" შესაძლებლობაა, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მიცემული სიტყვისა და გულწრფელი სიყვარულის ერთგული" - მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი
"ქალი ხავერდის ყელსაბამით" შესაძლებლობაა, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მიცემული სიტყვისა და გულწრფელი სიყვარულის ერთგული" - მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი

15 აპ­რილს სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ ფარ­გლებ­ში, ალექ­სან­დრ დი­უ­მას „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“ გა­მო­ვა. ეს გახ­ლავთ სე­რი­ის რი­გით მე­სა­მე ტომი, რო­მე­ლიც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ირ­ჩა და გა­მო­ი­ცე­მა.

ალექ­სან­დრ დი­უ­მა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მათ შო­რის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვი­საც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რია. თუმ­ცა „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“ მისი ძი­რი­თა­დი შე­მოქ­მე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. რო­გორც რო­მა­ნის მთარ­გმნე­ლი ეკა­ტე­რი­ნე სუმ­ბა­თაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ჟანრ­თან ერ­თად წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის მისი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბაც, რო­მე­ლიც დი­უ­მამ შარლ ნო­დი­ეს მი­უ­ძღვნა.

„ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ალექ­სან­დრ დი­უ­მას იც­ნობს რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნე­ბის ავ­ტორს, თუმ­ცა მას და­წე­რი­ლი აქვს ბევ­რი ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბი, მათ შო­რის - ფან­ტას­ტი­კის. სწო­რედ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბია „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“. ასე­ვე, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სოა წიგ­ნის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა (ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ში - ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბა), რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა მი­უ­ძღვნა ცნო­ბილ ფრანგ მწე­რალ­სა და ბიბ­ლი­ო­ფილს, შარლ ნო­დი­ეს. დღე­ი­სათ­ვის ნო­დი­ეს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ვი­წყე­ბუ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნავს მთარ­გმნე­ლი.

ნა­წარ­მო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბა 1793 წლის საფ­რან­გეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტე­რო­რის ეპო­ქაა, რო­დე­საც შე­უს­ვე­ნებ­ლად „მუ­შა­ობს“ გი­ლი­ო­ტი­ნა, „თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და წეს­რი­გის“ ათა­სო­ბით დამ­ცვე­ლის თვა­ლი და­უ­ღა­ლა­ვად ეძებს ახა­ლი რე­ჟი­მის მტრებს. თუმ­ცა პა­რი­ზი მა­ინც ყვე­ლას იზი­დავს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი ჰოფ­მა­ნია.

წიგ­ნის თარ­გმნა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რამ­დე­ნა­დაც მას­ში მწე­რა­ლი საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ის უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თულ ეპო­ქას - 1789 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ ტე­რო­რის ხა­ნას - ეხე­ბა და აცო­ცხლებს იმ პე­რი­ო­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გან­წყო­ბას. ამა­ღელ­ვე­ბე­ლია თვა­ლის გა­დევ­ნე­ბა, რო­გორ იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თავს, აღ­ვი­რახ­სნი­ლი, ყვე­ლაფ­რის დამ­შვე­ბი, ზნე­ო­ბა­სა და მო­რალ­ზე თვა­ლე­ბის დამ­ხუ­ჭა­ვი უზ­ნეო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მრავ­ლად ყო­ფი­ლა და კი­დევ იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დი­უ­მას რო­მა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, კი­დევ ერთხელ გა­ვი­აზ­როთ, რას ნიშ­ნავს, იყო ადა­მი­ა­ნი, მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვი­სა და გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ერ­თგუ­ლი,“ - და­ა­მა­ტა ეკა­ტე­რი­ნე სუმ­ბა­თაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წიგ­ნი 15 აპ­რილს გა­მო­ვა და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 10 ლარი იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტი „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა, წლე­ბის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 50 რჩე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია. 15 წლის შემ­დეგ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, სე­რი­ას კი­დევ 15 წიგ­ნი შე­მა­ტოს, რის­თვი­საც კვლავ გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა უკვე მი­ი­ღო. ხმის მი­ცე­მა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გზით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლი უკვე ცნო­ბი­ლია. უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია ანე ფრან­კის "უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით“) და მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ რომ მკი­თხველს აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა დღემ­დე შე­უძ­ლია გა­მომ­ცემ­ლო­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დსა და ოფი­ცი­ა­ლურ მე­ილ­ზე: book@palitra.ge

R

ავტორი:

"ქალი ხავერდის ყელსაბამით" შესაძლებლობაა, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მიცემული სიტყვისა და გულწრფელი სიყვარულის ერთგული" - მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი

"ქალი ხავერდის ყელსაბამით" შესაძლებლობაა, გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მიცემული სიტყვისა და გულწრფელი სიყვარულის ერთგული" - მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი

15 აპრილს სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში, ალექსანდრ დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ გამოვა. ეს გახლავთ სერიის რიგით მესამე ტომი, რომელიც ათასობით ადამიანის მონაწილეობით შეირჩა და გამოიცემა.

ალექსანდრ დიუმა ფართო საზოგადოებისთვის და მათ შორის ქართველი მკითხველისთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. თუმცა „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ მისი ძირითადი შემოქმედებისგან განსხვავებული ნამუშევარია. როგორც რომანის მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი აღნიშნავს, ჟანრთან ერთად წიგნს განსაკუთრებულს ხდის მისი წინასიტყვაობაც, რომელიც დიუმამ შარლ ნოდიეს მიუძღვნა.

„ქართველი მკითხველი ალექსანდრ დიუმას იცნობს როგორც ისტორიული რომანების ავტორს, თუმცა მას დაწერილი აქვს ბევრი ჟანრის ნაწარმოები, მათ შორის - ფანტასტიკის. სწორედ ასეთი ნაწარმოებია „ქალი ხავერდის ყელსაბამით“. ასევე, უაღრესად საინტერესოა წიგნის წინასიტყვაობა (ქართულ გამოცემაში - ბოლოსიტყვაობა), რომელიც ავტორმა მიუძღვნა ცნობილ ფრანგ მწერალსა და ბიბლიოფილს, შარლ ნოდიეს. დღეისათვის ნოდიეს ნაწარმოებები, სამწუხაროდ, მივიწყებულია,“ - აღნიშნავს მთარგმნელი.

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ყველას იზიდავს. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია.

წიგნის თარგმნაზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, რამდენადაც მასში მწერალი საფრანგეთის ისტორიის უაღრესად საინტერესო და დატვირთულ ეპოქას - 1789 წლის რევოლუციის შემდგომ ტერორის ხანას - ეხება და აცოცხლებს იმ პერიოდის საზოგადოებრივ განწყობას. ამაღელვებელია თვალის გადევნება, როგორ იცვლება ადამიანების ქცევა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მართავს, აღვირახსნილი, ყველაფრის დამშვები, ზნეობასა და მორალზე თვალების დამხუჭავი უზნეო ხელისუფლება. ასეთი მოვლენები კაცობრიობის ისტორიაში მრავლად ყოფილა და კიდევ იქნება. შესაბამისად, დიუმას რომანი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რას ნიშნავს, იყო ადამიანი, მიცემული სიტყვისა და გულწრფელი სიყვარულის ერთგული,“ - დაამატა ეკატერინე სუმბათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წიგნი 15 აპრილს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 10 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული პროექტია, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, წლების წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად განახორციელა. 50 რჩეული წიგნი სწორედ ქართველმა მკითხველმა შეარჩია. 15 წლის შემდეგ, გამომცემლობამ გადაწყვიტა, სერიას კიდევ 15 წიგნი შემატოს, რისთვისაც კვლავ გამოკითხვა ჩაატარა. მასში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა უკვე მიიღო. ხმის მიცემა რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიმდინარეობდა და პირველი ხუთეული უკვე ცნობილია. უკვე გამოცემულია ანე ფრანკის "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით“) და მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი.

შეგახსენებთ რომ მკითხველს აზრის დაფიქსირება დღემდე შეუძლია გამომცემლობის ფეისბუქ გვერდსა და ოფიციალურ მეილზე: book@palitra.ge

R