საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თაობის ხალხი სოფლიდან მიდის, რომ "იუთუბ" არხი გააკეთონ თბილისში, რასაც სარგებელი არ მოაქვს... დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა" - ცნობილი იმერელი "ტიკტოკერის" ცხოვრება სოცქსელს მიღმა
"ჩემი თაობის ხალხი სოფლიდან მიდის, რომ "იუთუბ" არხი გააკეთონ თბილისში, რასაც სარგებელი არ მოაქვს... დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა" - ცნობილი იმერელი "ტიკტოკერის" ცხოვრება სოცქსელს მიღმა

ალი­კი­ას ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. იმე­რუ­ლი კი­ლო­თი და იუ­მო­რით შე­ზა­ვე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს მისი ნა­ფიქ­რა­ლი, სათ­ქმე­ლი, წუ­ხი­ლი, სი­ხა­რუ­ლი და რე­გი­ონ­ში ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზო­დი...

  • რო­გორც ალექ­სან­დრე ჩირ­გა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ვი­ღა­ცამ ერთხელ ალი­კია და­უ­ძა­ხა და მისი სა­ხე­ლი მერე ასე სხვებ­მაც აი­ტა­ცე­სო. ჰოდა, ახლა ყვე­ლას ასე აც­ნობს თავს - ალი­კია ჩირ­გა­ძე ბე­სი­ა­უ­რი­დან.

AMBEBI.GE-ს ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ იმა­ზე მეტს, ვიდ­რე ის თა­ვის ვი­დე­ო­ებ­ში ჰყვე­ბა. მოკ­ლედ, ამ­ბა­ვი ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის კუ­თხი­სა და სოფ­ლის სა­ო­ცა­რი პატ­რი­ო­ტია...

- ბე­სი­ა­უ­რი მა­მა­ჩე­მის სო­ფე­ლია, ახლა იქ მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და მეც, რო­გორც კი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, მა­შინ­ვე ვცდი­ლობ, გა­ვიქ­ცე და სო­ფელ­ში ვიშ­რო­მო. წყალ­ტუ­ბო­ში კი და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, შა­ბათ-კვი­რა, არ­და­დე­გე­ბი სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ამან და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო იმ კუ­თხით, რომ სო­ფე­ლი შე­მაყ­ვა­რა. სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე რომ შე­ვეჩ­ვიე, სხვა­ნა­ი­რად შე­მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა. თან ბე­ბი­ა­ჩე­მი კარ­გი ქალი იყო, ბე­სი­ა­უ­რი სხვა­ნა­ი­რად შე­მაყ­ვა­რა.

გულ­და­სა­წყვე­ტი ისაა, რომ დაც­ლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლე­ბი. ჩვენს ქუ­ჩა­ზე,15 სახ­ლი­დან მხო­ლოდ ჩემს სახ­ლში ან­თია შუქი. ბე­სი­ა­უ­რი, თა­ვის დრო­ზე, საკ­მა­ოდ დიდი სო­ფე­ლი იყო, მაგ­რამ ახლა თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნია დარ­ჩე­ნი­ლი. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი სახ­ლს ერთი წუ­თით ვერ ტო­ვე­ბენ, სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბი­ან, სად­მე თუ ვართ და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი, მო­რი­გე­ო­ბით მი­დი­ან. გვყავს ქა­თა­მი, ძრო­ხა, ღორი, რაც ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს. ერთ ვი­დე­ო­შიც მაქვს ნათ­ქვა­მი ამა­ზე, - ჰაუ, ჰაუს მო­რი­გე­ო­ბით ვი­ძა­ხით-თქო, რად­გან ქორი ჩა­საფ­რე­ბუ­ლია.

ვე­ნახს ყუ­რა­დღე­ბა თუ არ მი­აქ­ციე, შაშ­ვი და სხვა­დას­ხვა ჩიტი შე­ჭამს. არა­და, ვე­ნა­ხი სო­ფელ­ში მარ­ტო ჩვენ გვაქვს, ამი­ტომ, მგე­ლი, მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლიც ჩვენ­ზეა მო­მარ­თუ­ლი. ერთი თვის წინ პი­რუ­ტყვი, სა­ვა­რა­უ­დოდ მგელ­მა ლა­მის შეგ­ვი­ჭა­მა, ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ.

- რა­საც თქვენს ვი­დე­ო­ებ­ში ვხე­დავთ, ლა­მა­ზია ბე­სი­ა­უ­რი...

- სა­უ­ცხოო სო­ფე­ლია, სწო­რედ რომ, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბაა. ამას ჩემი რო­მაა, იმი­ტო­მაც ვამ­ბობ და რო­გორც სო­ფე­ლი, მარ­თლა ლა­მა­ზია. მდი­ნა­რე­ე­ბით და წყა­რო­ე­ბი­თაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვართ... მე­ფუტკრე­ო­ბა­საც მივ­დევთ - მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო და მეც შე­ვუ­წყვე ხელი - ვი­ყი­დე ფორ­მე­ბი. მო­სა­ვა­ლიც ავი­ღეთ. თაფ­ლის მო­პო­ვე­ბა, ფუტკრის მოვ­ლა რთუ­ლია, ღა­მის თე­ვაა სა­ჭი­რო, ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი დროც, რომ ლო­კა­ცია შე­უც­ვა­ლო. ეს იმის­თვის, რომ სხვა­დას­ხვა ყვა­ვი­ლი­დან სხვა­დას­ხვა თაფ­ლი ავი­ღოთ. გულ­სატ­კე­ნი ისაა, რომ ამ­ხე­ლა შრო­მა სა­თა­ნა­დოდ არ ანა­ზღა­ურ­დე­ბა. ლიტ­რი თაფ­ლი ძა­ლი­ან იაფი, 7-8 ლარი ღირს. ეს მა­შინ, როცა მარ­კეტ­ში პა­ტა­რა ქილა ლეღ­ვის ჯემი - 15 ლა­რია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, შრო­მა­ზე უარს მა­ინც არ ვამ­ბობთ, არ ვე­პუ­ე­ბით.

ახლა სახ­ნავ-სა­თე­სი პე­რი­ო­დია, შარ­შან მო­ვინ­დო­მე, მა­მა­ჩემს მო­ვეხ­მა­რე, მა­ნაც ხბო გა­ყი­და და ყა­ნე­ბი იმით დავ­ხა­ნით. წელს ფი­ნან­სუ­რა­დაც ისე მოხ­და, რომ ეს ვე­ღარ შევ­ძე­ლით. მამა კარ­გი გლე­ხია, წუ­თით არ ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ მის­თვის არას­დროს არა­ვის უთ­ქვამს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი თუნ­დაც 20-ლა­რი­ან ერთ ტო­მა­რა სა­სუქს მოგ­ცე­მო. არ არის ასე, რომ ვინ­მემ ხელი შე­გი­წყოს... არც გვინ­და, არა­ვის ხელ­ში შემ­ყუ­რე არ ვართ, მაგ­რამ გლეხ­მა სულ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა რომ იგ­რძნოს, ური­გო არ იქ­ნე­ბა. სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა რას ნიშ­ნავს, ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, რად­გან გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, უნდა ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე.

ძმას­თან და დე­დას­თან ერ­თად

- მოკ­ლედ, აცო­ცხლებთ სო­ფელს, რო­მელ­საც ჰქვია ბე­სი­ა­უ­რი... ალექ­სან­დრე, რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ?

- რაც 12 კლა­სი და­ვამ­თავ­რე, მას მერე სულ ვშრო­მობ, ფი­ზი­კუ­რა­დაც მი­მუ­შა­ვია. ამ ეტაპ­ზე ბოლო ზა­რის, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მოს, და­ბა­დე­ბის დღის წამ­ყვა­ნი ვარ, მოს­წავ­ლე­ებს ბოლო ზარ­საც ვუმ­ზა­დებ, რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ, სცე­ნა­ზე იუ­მო­რის­ტუ­ლი ნომ­რე­ბით ავ­დი­ვარ...

- იმე­რელს ჯი­ბე­ში რომ არ აქვს იუ­მო­რი მო­სა­ძებ­ნი, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მაგ­რამ ამ კუ­თხით რა პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­ურ­დით?

- ბავ­შვო­ბა­ში იუ­მო­რით ჩემი ძმა უფრო გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თე­ატ­რა­ლურ­ზე სწავ­ლობ­და. მერე ში­ნა­უ­რო­ბა­ში ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, ამას უფრო სხარ­ტი იუ­მო­რი აქ­ვსო. არას­დროს გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნით, სულ თავს ვი­კა­ვებ­დი. შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან და უარი ვუ­თხა­რი, ასე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს.

ისე, პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი ისაა, რომ ჩემ­თვის თბი­ლი­სი ქა­ო­სუ­რია. იქ ბევ­რი ნა­თე­სა­ვი, მე­გო­ბა­რი მყავს, ქა­ლა­ქი მიყ­ვარს, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა ტან­ჯვაა. მარ­ტო სა­ცო­ბი რად ღირს... არა­და, რამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, რე­გი­ო­ნი­დან თბი­ლის­ში წა­სუ­ლი, მათ გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი, "მა­მა­ქა­ლაქ­შიც“ შე­იძ­ლე­ბა იმ ნი­ჭის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში, სა­ი­და­ნაც არის თვი­თონ პი­როვ­ნე­ბა. არა­ვის­გან არ გან­ვსხვავ­დე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. მინ­და, რომ ჩემი სო­ფე­ლი არ­სე­ბობ­დეს, სუნ­თქავ­დეს, მოქ­მე­დი იყოს... სა­ძე­ბა­რი მარ­თლაც არც იუ­მო­რი გვაქვს, არც სი­ტყვა-პა­სუ­ხი. გული მწყდე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სო­ფელს ტო­ვე­ბენ, არა­ვის უნდა ნა­კე­ლის სუნ­ში ყოფ­ნა, სი­ტყვა­ზე „პეტ­რუშ­კის“ და ქინ­ძის მოყ­ვა­ნა, მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა.

მე მა­გა­ლი­თად, მი­წას­თან შრო­მა მსი­ა­მოვ­ნებს. 32 წლის ვარ, ჩემი თა­ო­ბის ხალ­ხი, უმ­ცრო­სე­ბიც, უფ­რო­სე­ბი სოფ­ლი­დან მი­დი­ან იმის­თვის, რომ „იუ­თუბ-არხი“ გა­ა­კე­თონ თბი­ლის­ში, ან „კოკა-კო­ლის“ რეკ­ლა­მა და რა­ღაც გა­და­ცე­მე­ბი, რა­საც სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს. ყვე­ლას ვა­ფა­სებ, გა­საბ­რა­ზებ­ლად არ ვამ­ბობ, მაგ­რამ აქ რომ გა­ა­კე­თო რა­ღა­ცე­ბი, შენი მხა­რე წარ­მო­ა­ჩი­ნო, ყვე­ლა მხა­რე ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია... ჩვენ ამას გვერდს ვუვ­ლით და სა­დღაც მივ­დი­ვართ. ვი­ცით ხოლ­მე თქმა - ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმე­ვე­ნო, არა­ვინ გარ­თმევს, თვი­თონ ვირ­თმევთ. ქარ­თვე­ლი რომ ხარ და ეს ხომ სულ­ში გაქვს, ვინ გა­ბე­დავს და ამას ვინ წა­გარ­თმევს. ისიც მეს­მის, რომ ყვე­ლას არ შე­უძ­ლია სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა, ბა­რის და თო­ხის და­ჭე­რა, მაგ­რამ რაც შე­უძ­ლია, ის აკე­თოს.

- ბე­სი­ა­უ­რი­დან ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა რო­დის და­ი­წყეთ?

- ვი­დე­ო­ებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ მაქვს, რაც მა­წუ­ხებს, რა­საც ვფიქ­რობ, იმა­ზე ვწერ, არა­ფერს ვი­გო­ნებ. სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ო­ებ­საც ვა­კე­თებ მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნებს ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. გა­და­ღე­ბის­თვის წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შტა­ტი­ვიც ვერ ვი­ყი­დე, ძი­რი­თა­დად ჩემი მე­გო­ბა­რი მი­ღებს. ამას წი­ნათ ვი­თომ ბე­სი­ა­უ­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ყა­ვი, ჩემი მო­ად­გი­ლე კი ჩვე­ნი სოფ­ლე­ლი ერთი პა­ტა­რა ბიჭი, შარ­ვალ-კოს­ტი­უმ­ში გა­მო­ვე­წყეთ, ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა გვინ­დო­და და არა­ვინ იყო, რომ გა­და­ე­ღო. ავი­ღე სა­რე­ცხის „შპილ­კე­ბი“, ხის ტოტ­ზე მი­ვა­მაგ­რეთ და ასე გა­და­ვი­ღეთ.

- რა არის თქვენ­თვის იუ­მო­რი?

- რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, ვერ ახ­სნა, ასე­ვე იუ­მო­რის გრძნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ვერ ახ­სნა, რა არის. სულ ვამ­ბობ, იუ­მო­რის გა­რე­შე ნუ მა­ცო­ცხლოს ღმერ­თმა-თქო. რაც არ უნდა ცუდ გან­წყო­ბა­ზე ვიყო, ვცდი­ლობ, ადა­მი­ა­ნებს ეს არ ვაჩ­ვე­ნო. ყო­ფი­ლა, რომ სცე­ნა­ზე გას­ვლის გან­წყო­ბა არ მქო­ნია, მაგ­რამ რა­ღაც უნდა მეთ­ქვა და აუ­დი­ტო­რია უნდა გა­მე­ცი­ნე­ბი­ნა. ამი­ტომ გავ­სულ­ვარ. ჩემი აზ­რით, იუ­მო­რი ის არის, რაც ღმერ­თმა ადა­მი­ანს სიყ­ვა­რუ­ლის მერე უბო­ძა, რაც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს.

- რო­გორც ვხდე­ბი, ინ­ტერ­ნეტ-აუ­დი­ტო­რი­ას უყ­ვარ­ხართ...

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არ ვი­ლან­ძღე­ბი, არა­ვის ცუ­დად არ ვახ­სე­ნებ, შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ იუ­მო­რით მო­ვიხ­სე­ნიო... უკვე სამი წე­ლია, „ტიკ-ტოკ­ზე“ ვარ, მაგ­რამ ასე არ ვამ­ბობ, რომ ტი­კტო­კე­რი ვარ, ან ინფლუ­ენ­სე­რი... 60.000-მდე გა­მომ­წე­რი მყავს, მერე, რა?! ეს რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, ვინც იქ არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ჩემს თავს მსა­ხი­ობ­საც ვერ ვუ­წო­დებ, ისე­თი ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი და ისე­თი ნი­ჭი­ე­რე­ბი, ამის ფონ­ზე რო­გორ ვთქვა, მსა­ხი­ო­ბი ვარ-მეთ­ქი?!

- ისე, თე­ატ­რა­ლურ­ზე რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რეთ, თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა რომ არ გინ­დო­დათ, ამი­ტომ?

- თე­ატ­რა­ლურ­ზე მე და ჩემი ძმა ორი­ვე ვსწავ­ლობ­დით. კერ­ძო სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, აკა­კი ვა­სა­ძის სა­ხე­ლო­ბის და ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის გამო რა­ღაც ეტაპ­ზე მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გარ­თულ­და. მერე ჩემს ძმას თე­ატ­რში უტარ­დე­ბო­და ლექ­ცი­ე­ბი. მან კი აიღო დიპ­ლო­მი, მაგ­რამ მე დავ­რჩი ისე, - აღარ გავ­ყე­ვი.

აქ თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ თავს, არა­ვის და არაფ­რის არ მე­ში­ნია, გარ­და ღმერ­თი­სა. ამას წი­ნათ და­მი­რე­კეს, თუმ­ცა მა­ნამ­დეც ეცად­ნენ და­რეკ­ვას, - ვი­დეო წა­შა­ლე, აღარ გა­და­ი­ღოო.

- რა­ტომ?

- ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ზე ვამ­ბობ რა­ღა­ცებს, მო­აგ­ზავ­ნეს მუ­შა­კე­ბი, ვი­თომ ხათ­რი ექ­ნე­ბა თქვე­ნი და რამე უთხა­რიო. იმ ადა­მი­ა­ნებს პი­როვ­ნუ­ლად ვა­ფა­სებ, ყა­ნა­შიც კი წავ­ყვე­ბი და­სახ­მა­რებ­ლად, მაგ­რამ ის რომ ჩემს სო­ფელ­ში გზა არ ვარ­გა, რა­ნა­ი­რად გავ­ჩუმ­დე?! ვუ­თხა­რი კი­დეც, - შენი კი არა, მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის აზრს არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არა­ფე­რი მი­თხრა მა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბით-თქო. მოკ­ლედ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სძი­ნავს, ყუ­რა­დღე­ბას არ გვაქ­ცევს - ეს რომ ვთქვი, არ მო­ე­წო­ნათ. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად რო­გორ ვთქვა, როცა გზა მარ­თლაც არ არის, რაც არის იმას ვამ­ბობ. ვი­ღა­ცე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მაგ სის­ტე­მას ვერ შე­ე­ჭი­დე­ბიო. არც ვე­ჭი­დე­ბი. რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, უბ­რა­ლოდ აზრს გა­მოვ­ხა­ტავ და შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს და გზა გა­ა­კე­თონ. ალ­ბათ გა­მო­ი­ღო კი­დეც, რა­ღაც ნა­წი­ლი გა­კე­თე­ბუ­ლია. ჰქონ­დათ გეგ­მა­ში, თუ ჩემი ვი­დე­ო­ე­ბის შემ­დეგ და­ემ­თხვა ეს, ცხა­დია, რომ გა­კეთ­და. ამის­თვის მად­ლო­ბაც გა­და­ვუ­ხა­დე, ჯინ­ში კი არ ვუდ­გე­ბი. მე ის მწყინს, რომ მე­უბ­ნე­ბი­ან გა­ჩუმ­დი არ თქვაო. რა­ნა­ი­რად არ ვთქვა, მა­წუ­ხებს, ამ გზა­ზე დავ­დი­ვარ.

- ბე­სი­ა­უ­რის გზა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კი. 4 კი­ლო­მეტ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ხო­ნი­დან მო­დის, ჩემს სახ­ლთან წყდე­ბა. იქით, წყალ­ტუ­ბომ 2 კი­ლო­მეტ­რი იყო და გა­ა­კე­თა. ამ­ბო­ბენ, მა­ის­ში და­ი­გე­ბაო. ვერ ვი­ჯე­რებ, რად­გან ბევ­რი და­პი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც არ შეს­რულ­და.

- რა სურ­ვი­ლი გაქვთ?

- ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გუ­ლით და სუ­ლით უნ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში, ქა­ლა­ქებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, დაბ­რუნ­დნენ. მათ შო­რის ბევ­რი ნაც­ნო­ბია. ამას წი­ნათ ვნა­ხე დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რა 30 წლის შემ­დეგ და ვი­ტი­რე... ჰოდა, დაბ­რუნ­დნენ, თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში. სო­ფე­ლი იყოს ძლი­ე­რი. სო­ფე­ლი ახლა არის დარ­ჩე­ნი­ლი მხო­ლოდ სა­ხე­ლი. სო­ფელ­ში უნდა ცხოვ­რობ­დნენ, იხ­ვნე­ბო­დეს, ითე­სე­ბო­დეს, მო­სა­ვა­ლი მო­დი­ო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხონსკი
0

ალიკია ჯიგარი ხარ.იმერული სხარტი ლაღი კეთილი იუმორი გაქ. გაფასებ .ორი გზაა რომისკენ.ხონისკენ .

თბილისელი
0

შენ და ჩვენ თბილისელებს არ გაუმართლა,თორემ,აბა შეხედე მთავრობას>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩემი თაობის ხალხი სოფლიდან მიდის, რომ "იუთუბ" არხი გააკეთონ თბილისში, რასაც სარგებელი არ მოაქვს... დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა" - ცნობილი იმერელი "ტიკტოკერის" ცხოვრება სოცქსელს მიღმა

"ჩემი თაობის ხალხი სოფლიდან მიდის, რომ "იუთუბ" არხი გააკეთონ თბილისში, რასაც სარგებელი არ მოაქვს... დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა" - ცნობილი იმერელი "ტიკტოკერის" ცხოვრება სოცქსელს მიღმა

ალიკიას ვიდეოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. იმერული კილოთი და იუმორით შეზავებულ კადრებში კარგად ჩანს მისი ნაფიქრალი, სათქმელი, წუხილი, სიხარული და რეგიონში ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი...

  • როგორც ალექსანდრე ჩირგაძე გვეუბნება, ვიღაცამ ერთხელ ალიკია დაუძახა და მისი სახელი მერე ასე სხვებმაც აიტაცესო. ჰოდა, ახლა ყველას ასე აცნობს თავს - ალიკია ჩირგაძე ბესიაურიდან.

AMBEBI.GE-ს ინტერვიუდან შეიტყობთ იმაზე მეტს, ვიდრე ის თავის ვიდეოებში ჰყვება. მოკლედ, ამბავი ადამიანზე, რომელიც თავის კუთხისა და სოფლის საოცარი პატრიოტია...

- ბესიაური მამაჩემის სოფელია, ახლა იქ მშობლები ცხოვრობენ და მეც, როგორც კი დრო გამომიჩნდება, მაშინვე ვცდილობ, გავიქცე და სოფელში ვიშრომო. წყალტუბოში კი დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ, შაბათ-კვირა, არდადეგები სოფელში ბებიასთან გაგვეტარებინა. ამან დადებითი შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ სოფელი შემაყვარა. სოფელში ცხოვრება რთულია, მაგრამ თავიდანვე რომ შევეჩვიე, სხვანაირად შემიყვარდა იქაურობა. თან ბებიაჩემი კარგი ქალი იყო, ბესიაური სხვანაირად შემაყვარა.

გულდასაწყვეტი ისაა, რომ დაცლილია საქართველოს სოფლები. ჩვენს ქუჩაზე,15 სახლიდან მხოლოდ ჩემს სახლში ანთია შუქი. ბესიაური, თავის დროზე, საკმაოდ დიდი სოფელი იყო, მაგრამ ახლა თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია დარჩენილი. დედაჩემი და მამაჩემი სახლს ერთი წუთით ვერ ტოვებენ, საოჯახო მეურნეობას უძღვებიან, სადმე თუ ვართ დაპატიჟებული, მორიგეობით მიდიან. გვყავს ქათამი, ძროხა, ღორი, რაც ყურადღებას მოითხოვს. ერთ ვიდეოშიც მაქვს ნათქვამი ამაზე, - ჰაუ, ჰაუს მორიგეობით ვიძახით-თქო, რადგან ქორი ჩასაფრებულია.

ვენახს ყურადღება თუ არ მიაქციე, შაშვი და სხვადასხვა ჩიტი შეჭამს. არადა, ვენახი სოფელში მარტო ჩვენ გვაქვს, ამიტომ, მგელი, მტაცებელი ფრინველიც ჩვენზეა მომართული. ერთი თვის წინ პირუტყვი, სავარაუდოდ მგელმა ლამის შეგვიჭამა, ძლივს გადავარჩინეთ.

- რასაც თქვენს ვიდეოებში ვხედავთ, ლამაზია ბესიაური...

- საუცხოო სოფელია, სწორედ რომ, ველური ბუნებაა. ამას ჩემი რომაა, იმიტომაც ვამბობ და როგორც სოფელი, მართლა ლამაზია. მდინარეებით და წყაროებითაც განებივრებული ვართ... მეფუტკრეობასაც მივდევთ - მამაჩემს ძალიან აინტერესებს ეს სფერო და მეც შევუწყვე ხელი - ვიყიდე ფორმები. მოსავალიც ავიღეთ. თაფლის მოპოვება, ფუტკრის მოვლა რთულია, ღამის თევაა საჭირო, ასევე გარკვეული დროც, რომ ლოკაცია შეუცვალო. ეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ყვავილიდან სხვადასხვა თაფლი ავიღოთ. გულსატკენი ისაა, რომ ამხელა შრომა სათანადოდ არ ანაზღაურდება. ლიტრი თაფლი ძალიან იაფი, 7-8 ლარი ღირს. ეს მაშინ, როცა მარკეტში პატარა ქილა ლეღვის ჯემი - 15 ლარია. ამის მიუხედავად, შრომაზე უარს მაინც არ ვამბობთ, არ ვეპუებით.

ახლა სახნავ-სათესი პერიოდია, შარშან მოვინდომე, მამაჩემს მოვეხმარე, მანაც ხბო გაყიდა და ყანები იმით დავხანით. წელს ფინანსურადაც ისე მოხდა, რომ ეს ვეღარ შევძელით. მამა კარგი გლეხია, წუთით არ ტოვებს იქაურობას. სამწუხაროა, რომ მისთვის არასდროს არავის უთქვამს, ელემენტარული თუნდაც 20-ლარიან ერთ ტომარა სასუქს მოგცემო. არ არის ასე, რომ ვინმემ ხელი შეგიწყოს... არც გვინდა, არავის ხელში შემყურე არ ვართ, მაგრამ გლეხმა სულ ელემენტარული მხარდაჭერა რომ იგრძნოს, ურიგო არ იქნება. სოფლის განვითარების პროგრამა რას ნიშნავს, ვერ გავიგე, მაგრამ რას ვიზამთ, რადგან გამოსავალი არ არის, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

ძმასთან და დედასთან ერთად

- მოკლედ, აცოცხლებთ სოფელს, რომელსაც ჰქვია ბესიაური... ალექსანდრე, რა განათლება გაქვთ?

- რაც 12 კლასი დავამთავრე, მას მერე სულ ვშრომობ, ფიზიკურადაც მიმუშავია. ამ ეტაპზე ბოლო ზარის, კორპორაციული საღამოს, დაბადების დღის წამყვანი ვარ, მოსწავლეებს ბოლო ზარსაც ვუმზადებ, რესტორანში ვმუშაობ, სცენაზე იუმორისტული ნომრებით ავდივარ...

- იმერელს ჯიბეში რომ არ აქვს იუმორი მოსაძებნი, ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამ კუთხით რა პერიოდში გააქტიურდით?

- ბავშვობაში იუმორით ჩემი ძმა უფრო გამოირჩეოდა. თეატრალურზე სწავლობდა. მერე შინაურობაში ჩემზე ამბობდნენ, ამას უფრო სხარტი იუმორი აქვსო. არასდროს გამოვირჩეოდი საკუთარი თავის წარმოჩენით, სულ თავს ვიკავებდი. შემოთავაზებაც მქონდა ტელევიზიებიდან და უარი ვუთხარი, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

ისე, პირველი მიზეზი ისაა, რომ ჩემთვის თბილისი ქაოსურია. იქ ბევრი ნათესავი, მეგობარი მყავს, ქალაქი მიყვარს, მაგრამ დედაქალაქში ცხოვრება ტანჯვაა. მარტო საცობი რად ღირს... არადა, რამდენი ნიჭიერი ადამიანია, რეგიონიდან თბილისში წასული, მათ გასაგონად ვიტყვი, "მამაქალაქშიც“ შეიძლება იმ ნიჭის გამოიყენება. საერთოდ, ნებისმიერ ქალაქში, საიდანაც არის თვითონ პიროვნება. არავისგან არ განვსხვავდები, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მინდა, რომ ჩემი სოფელი არსებობდეს, სუნთქავდეს, მოქმედი იყოს... საძებარი მართლაც არც იუმორი გვაქვს, არც სიტყვა-პასუხი. გული მწყდება, რომ ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ, არავის უნდა ნაკელის სუნში ყოფნა, სიტყვაზე „პეტრუშკის“ და ქინძის მოყვანა, მიწასთან მუშაობა.

მე მაგალითად, მიწასთან შრომა მსიამოვნებს. 32 წლის ვარ, ჩემი თაობის ხალხი, უმცროსებიც, უფროსები სოფლიდან მიდიან იმისთვის, რომ „იუთუბ-არხი“ გააკეთონ თბილისში, ან „კოკა-კოლის“ რეკლამა და რაღაც გადაცემები, რასაც სარგებელი არ მოაქვს. ყველას ვაფასებ, გასაბრაზებლად არ ვამბობ, მაგრამ აქ რომ გააკეთო რაღაცები, შენი მხარე წარმოაჩინო, ყველა მხარე ხომ განსაკუთრებულია... ჩვენ ამას გვერდს ვუვლით და სადღაც მივდივართ. ვიცით ხოლმე თქმა - ქართველობას გვართმევენო, არავინ გართმევს, თვითონ ვირთმევთ. ქართველი რომ ხარ და ეს ხომ სულში გაქვს, ვინ გაბედავს და ამას ვინ წაგართმევს. ისიც მესმის, რომ ყველას არ შეუძლია სოფელში ცხოვრება, ბარის და თოხის დაჭერა, მაგრამ რაც შეუძლია, ის აკეთოს.

- ბესიაურიდან ვიდეოების ჩაწერა როდის დაიწყეთ?

- ვიდეოებში კონკრეტული მიმართულება არ მაქვს, რაც მაწუხებს, რასაც ვფიქრობ, იმაზე ვწერ, არაფერს ვიგონებ. სარეკლამო ვიდეოებსაც ვაკეთებ მაშინ, როცა ადამიანებს ჩემი დახმარება სჭირდებათ. გადაღებისთვის წარმოიდგინეთ, შტატივიც ვერ ვიყიდე, ძირითადად ჩემი მეგობარი მიღებს. ამას წინათ ვითომ ბესიაურის გუბერნატორი ვიყავი, ჩემი მოადგილე კი ჩვენი სოფლელი ერთი პატარა ბიჭი, შარვალ-კოსტიუმში გამოვეწყეთ, ვიდეოს გადაღება გვინდოდა და არავინ იყო, რომ გადაეღო. ავიღე სარეცხის „შპილკები“, ხის ტოტზე მივამაგრეთ და ასე გადავიღეთ.

- რა არის თქვენთვის იუმორი?

- როგორც სიყვარული შეიძლება, ვერ ახსნა, ასევე იუმორის გრძნობა შეიძლება ვერ ახსნა, რა არის. სულ ვამბობ, იუმორის გარეშე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა-თქო. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო, ვცდილობ, ადამიანებს ეს არ ვაჩვენო. ყოფილა, რომ სცენაზე გასვლის განწყობა არ მქონია, მაგრამ რაღაც უნდა მეთქვა და აუდიტორია უნდა გამეცინებინა. ამიტომ გავსულვარ. ჩემი აზრით, იუმორი ის არის, რაც ღმერთმა ადამიანს სიყვარულის მერე უბოძა, რაც ყველა კატეგორიის ადამიანს აერთიანებს.

- როგორც ვხდები, ინტერნეტ-აუდიტორიას უყვარხართ...

- ალბათ იმიტომ, რომ არ ვილანძღები, არავის ცუდად არ ვახსენებ, შეიძლება უბრალოდ იუმორით მოვიხსენიო... უკვე სამი წელია, „ტიკ-ტოკზე“ ვარ, მაგრამ ასე არ ვამბობ, რომ ტიკტოკერი ვარ, ან ინფლუენსერი... 60.000-მდე გამომწერი მყავს, მერე, რა?! ეს რაოდენობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, ვინც იქ არის დარეგისტრირებული. ჩემს თავს მსახიობსაც ვერ ვუწოდებ, ისეთი ბუმბერაზი ადამიანები არიან მსახიობები და ისეთი ნიჭიერები, ამის ფონზე როგორ ვთქვა, მსახიობი ვარ-მეთქი?!

- ისე, თეატრალურზე რატომ არ ჩააბარეთ, თბილისში ცხოვრება რომ არ გინდოდათ, ამიტომ?

- თეატრალურზე მე და ჩემი ძმა ორივე ვსწავლობდით. კერძო სასწავლებელი იყო, აკაკი ვასაძის სახელობის და ავარიული შენობის გამო რაღაც ეტაპზე მისი ფუნქციონირება გართულდა. მერე ჩემს ძმას თეატრში უტარდებოდა ლექციები. მან კი აიღო დიპლომი, მაგრამ მე დავრჩი ისე, - აღარ გავყევი.

აქ თავისუფლად ვგრძნობ თავს, არავის და არაფრის არ მეშინია, გარდა ღმერთისა. ამას წინათ დამირეკეს, თუმცა მანამდეც ეცადნენ დარეკვას, - ვიდეო წაშალე, აღარ გადაიღოო.

- რატომ?

- ხონის მუნიციპალიტეტზე ვამბობ რაღაცებს, მოაგზავნეს მუშაკები, ვითომ ხათრი ექნება თქვენი და რამე უთხარიო. იმ ადამიანებს პიროვნულად ვაფასებ, ყანაშიც კი წავყვები დასახმარებლად, მაგრამ ის რომ ჩემს სოფელში გზა არ ვარგა, რანაირად გავჩუმდე?! ვუთხარი კიდეც, - შენი კი არა, მამაჩემის და დედაჩემის აზრს არ გავითვალისწინებ, რომლებიც ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანები არიან. არაფერი მითხრა მაგასთან დაკავშირებით-თქო. მოკლედ, მუნიციპალიტეტს სძინავს, ყურადღებას არ გვაქცევს - ეს რომ ვთქვი, არ მოეწონათ. მაგრამ სხვანაირად როგორ ვთქვა, როცა გზა მართლაც არ არის, რაც არის იმას ვამბობ. ვიღაცები მეუბნებიან, მაგ სისტემას ვერ შეეჭიდებიო. არც ვეჭიდები. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, უბრალოდ აზრს გამოვხატავ და შეიძლება ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს და გზა გააკეთონ. ალბათ გამოიღო კიდეც, რაღაც ნაწილი გაკეთებულია. ჰქონდათ გეგმაში, თუ ჩემი ვიდეოების შემდეგ დაემთხვა ეს, ცხადია, რომ გაკეთდა. ამისთვის მადლობაც გადავუხადე, ჯინში კი არ ვუდგები. მე ის მწყინს, რომ მეუბნებიან გაჩუმდი არ თქვაო. რანაირად არ ვთქვა, მაწუხებს, ამ გზაზე დავდივარ.

- ბესიაურის გზაზეა ლაპარაკი?

- კი. 4 კილომეტრია გასაკეთებელი. ხონიდან მოდის, ჩემს სახლთან წყდება. იქით, წყალტუბომ 2 კილომეტრი იყო და გააკეთა. ამბობენ, მაისში დაიგებაო. ვერ ვიჯერებ, რადგან ბევრი დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა.

- რა სურვილი გაქვთ?

- ემიგრანტები, რომლებსაც გულით და სულით უნდათ საქართველოში თავიანთ სოფლებში, ქალაქებში დაბრუნება, დაბრუნდნენ. მათ შორის ბევრი ნაცნობია. ამას წინათ ვნახე დედა-შვილის შეხვედრა 30 წლის შემდეგ და ვიტირე... ჰოდა, დაბრუნდნენ, თავიანთ სახლებში. სოფელი იყოს ძლიერი. სოფელი ახლა არის დარჩენილი მხოლოდ სახელი. სოფელში უნდა ცხოვრობდნენ, იხვნებოდეს, ითესებოდეს, მოსავალი მოდიოდეს.