სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, რომლებიც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, რომლებიც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
  • მთა­ვა­რი ფოტო: 2009 წლის 15 ივ­ნი­სის აქ­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა რვა პი­რის, მათ შო­რის “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წის ლაშა ცა­ნა­ვას მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

  • კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, 2009 წლის 15 ივ­ნისს,თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დარ­ბე­ვის ფაქ­ტზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ 8 პი­რის, მათ შო­რის ლ.ც.-ს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დად­გინ­და, რომ 2009 წლის 15 ივ­ნისს, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 150 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, წი­ნას­წარ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა შსს -ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მათ შო­რის ლაშა ცა­ნა­ვამ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს, რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბის და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და არ მის­ცეს გაქ­ცე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია 8 პი­რის მი­მართ სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და 341 მუხ­ლით. ამას­თან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო აცხა­დებს, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

„2010 წლი­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 2009 წლის 15 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სარ­ჩე­ლე­ბის გან­ხილ­ვა. 2015 წელს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში წა­რად­გი­ნა დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი იქნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის საპ­რო­ცე­სო დარ­ღვე­ვე­ბი და აიღო გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ამას­თან გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი და­ე­ვა­ლა ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ეფექ­ტი­ა­ნი, ყო­ველ­მხრი­ვი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გად­მო­იგ­ზავ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2009 წლის 15 ივ­ნისს, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 150 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, წი­ნას­წარ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და მათ შო­რის ლ.ც.-მ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს, რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბის და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და არ მის­ცეს გაქ­ცე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ასე­ვე, შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იმ სა­ფუძ­ვლით და­ა­კა­ვეს, თით­ქოს ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს არ­ღვევ­დნენ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი კი შსს-ს იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ფორ­მეს, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პი­რა­დად არ იღებ­დნენ.

აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია 8 პი­რის მი­მართ სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) ქვე­პუნ­ქტით და და 341 მუხ­ლით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ და­წე­სე­ბუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ეტა­პობ­რი­ვად ახ­დენს ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე“, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaali
1

აქამდე უნდა დაგეჭირათ და კიდევ რამდენი გყავთ დასაჭერი? ხალხმა შეგახსენოთ? 

სოსო
1

სამართალი ურმით დადის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, რომლებიც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, რომლებიც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
  • მთავარი ფოტო: 2009 წლის 15 ივნისის აქცია

საქართველოს პროკურატურა რვა პირის, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწის ლაშა ცანავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

  • კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს,თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის ლ.ც.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შსს -ს თანამშრომლებმა, მათ შორის ლაშა ცანავამ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით და 341 მუხლით. ამასთან, საგამოძიებო ორგანო აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.

„2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება, ამასთან გამოძიების მიმდინარეობაზე და აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი დაევალა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეფექტიანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადმოიგზავნა.

საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ლ.ც.-მ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.

ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილეობას პირადად არ იღებდნენ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით) ქვეპუნქტით და და 341 მუხლით.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დაწესებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე“, - წერია განცხადებაში.