სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა
არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კამ ძა­ლი­ან სწრა­ფი და ძა­ლი­ან ნელი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა აკ­რძა­ლა. ამის მი­ზე­ზად კონ­სერ­ვა­ტი­ულ მუ­სულ­მა­ნურ რე­გი­ონ­ზე და­სავ­ლე­თის "ბინ­ძუ­რი" გავ­ლე­ნა და­სა­ხელ­და.

ჩეჩ­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მუსა და­და­ევ­მა თქვა, რომ "ყვე­ლა მუ­სი­კა­ლუ­რი, ვო­კა­ლუ­რი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ტემ­პი წუთ­ში 80-116 დარ­ტყმას უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რათა მუ­სი­კა ჩეჩ­ნურ მენ­ტა­ლი­ტეტ­სა და რიტ­მის შეგ­რძნე­ბას­თან სრულ თან­ხვედ­რა­ში იყოს", - იტყო­ბი­ნე­ბა რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ი.

"სხვა ხალ­ხე­ბის­გან მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის სეს­ხე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩვენ თვი­თონ უნდა გა­დავ­ცეთ. ეს ჩეჩ­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის მო­რა­ლუ­რი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მთელ სპექტრს მო­ი­ცავს".

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­და­ევ­მა ად­გი­ლობ­რივ მუ­სი­კო­სებს 1-ელ ივ­ნი­სამ­დე მის­ცა ვადა, რათა ხე­ლახ­ლა და­წე­რონ ისე­თი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ახალ წე­სებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ჩეჩ­ნე­თის ეს კა­ნო­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკა­ნო­ნოს ხდის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კის ჟან­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ კლუ­ბებ­ში იკვრე­ბა, მათ შო­რის: ჰა­უსს, ტექ­ნოს, დაბ­სტეპ­სა და სხვა. ჰიპ-ჰოპ ჟან­რის ზო­გი­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც ხვდე­ბა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში, თუმ­ცა უც­ნო­ბია, მათ რა ბედი ეწე­ვა.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩეჩ­ნუ­რი მუ­სი­კა ხალ­კა­რან იიშს, ინ­სტრუ­მენ­ტულ სიმ­ღე­რებს მო­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც ცეკ­ვე­ბის, მსვლე­ლო­ბე­ბი­სა და დო­ღის თან­ხლე­ბის­თვის სრულ­დე­ბა. აქ ასე­ვე გვხვდე­ბა გმი­რულ-ეპი­კუ­რი ბა­ლა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ილი იი­შის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და ხში­რად რუ­სუ­ლი ბა­ლა­ლა­ი­კის მსგავ­სი საკ­რა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით სრულ­დე­ბა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Temo
3

ნელა ნელა აბრუნებს ჩეჩნებს ავღანეთში 

ყვარყვარე
6

 ჩვენთან ანეკდოტების წესი უნდა შემოიტანონ !!! ვისაც იმ ანეკდოტზე არ გაგეცინებათ,,,,ქალო შედი ბუტკაშიო ,,,,,,ყველა გამოცხადდება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად !!!! ვოტ/ტაკ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი:

არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა

არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა. ამის მიზეზად კონსერვატიულ მუსულმანურ რეგიონზე დასავლეთის "ბინძური" გავლენა დასახელდა.

ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა თქვა, რომ "ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოების ტემპი წუთში 80-116 დარტყმას უნდა შეესაბამებოდეს, რათა მუსიკა ჩეჩნურ მენტალიტეტსა და რიტმის შეგრძნებასთან სრულ თანხვედრაში იყოს", - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი.

"სხვა ხალხებისგან მუსიკალური კულტურის სესხება დაუშვებელია. ჩვენს მომავალ თაობას ჩეჩენი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ თვითონ უნდა გადავცეთ. ეს ჩეჩნების ცხოვრების მორალური და ეთიკური სტანდარტების მთელ სპექტრს მოიცავს".

რუსული მედიის ცნობით, დადაევმა ადგილობრივ მუსიკოსებს 1-ელ ივნისამდე მისცა ვადა, რათა ხელახლა დაწერონ ისეთი მუსიკა, რომელიც ახალ წესებს არ შეესაბამება.

ჩეჩნეთის ეს კანონი, ფაქტობრივად, უკანონოს ხდის თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ჟანრებს, რომლებიც ჩვეულებრივ კლუბებში იკვრება, მათ შორის: ჰაუსს, ტექნოს, დაბსტეპსა და სხვა. ჰიპ-ჰოპ ჟანრის ზოგიერთი ნაწარმოებები თეორიულად მაინც ხვდება კანონიერების ფარგლებში, თუმცა უცნობია, მათ რა ბედი ეწევა.

ტრადიციული ჩეჩნური მუსიკა ხალკარან იიშს, ინსტრუმენტულ სიმღერებს მოიცავს, რომლებიც ცეკვების, მსვლელობებისა და დოღის თანხლებისთვის სრულდება. აქ ასევე გვხვდება გმირულ-ეპიკური ბალადები, რომლებიც ილი იიშის სახელითაა ცნობილი და ხშირად რუსული ბალალაიკის მსგავსი საკრავის საშუალებით სრულდება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა