მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ... რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ" - რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?
"ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ... რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ" - რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?

მუ­სი­კო­სი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ეკა ჩხე­ი­ძის გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და, სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც ირ­კვე­ვა მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი დღემ­დე ქი­რით ცხოვ­რობს. ამ­ბობს, რომ ამა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს.

"უცხო­ეთ­ში, გინ­და ამე­რი­კა­ში, გინ­და ევ­რო­პა­ში თით­ქმის ყვე­ლა ასე ცხოვ­რობს. ჩვენ­თან არის ეს რა­ღაც უც­ნა­უ­რო­ბა. წე­სით უნდა მქონ­დეს მაგ­რამ ვერ და­ვაგ­რო­ვე ეს ფული. რა­ღაც­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბიც მაქვს, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ვერ ვი­ცხოვ­რებ, რო­ი­ა­ლი უნდა და­ე­ტი­ოს მი­ნი­მუმ, ძა­ლი­ან ნა­თე­ლი უნდა იყოს, მიყ­ვარს მზე, დიდი ფან­ჯრე­ბი, მუ­სი­კის წერა დიდ ნა­თელ ოთახ­ში... ეგე­თი ბი­ნე­ბი ძვი­რი ღირს. მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ფულს და­ვაგ­რო­ვებ ხოლ­მე, მერე ან ჩემს მე­გო­ბარს და­ჭირ­დე­ბა და უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი, რად­გან იცი­ან, რომ მუდ­მი­ვად მაქვს დაგ­რო­ვი­ლი ფული... ჩა­მო­რი­გე­ბუ­ლი თან­ხა რაც მაქვს, ის რომ და­მიბ­რუ­ნონ, ალ­ბათ გავ­წვდე­ბი ბი­ნის ყიდ­ვას მაგ­რამ ვერ..." - ამ­ბობს რაჭ­ვე­ლი.

  • მან ასე­ვე ის დრო გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მა­მის გვა­რი შე­იც­ვა­ლა და მე­მა­ნიშ­ვი­ლი­დან რაჭ­ველ­ზე გა­და­ვი­და. რო­გორც მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, ელო­დე­ბო­და, რომ მა­მის მხა­რეს ამა­ზე უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და.

"რაჭ­ვე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, გა­უ­ხარ­დათ. დე­და­ჩე­მიც და მეც ვღე­ლავ­დით, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ მა­მის ნა­თე­სა­ვებს. თუმ­ცა არა­ვის არ გა­მო­უ­ხა­ტავს უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. და­დე­ბი­თი უფრო მეტი იყო გარ­შე­მო. ეს (გვა­რის შეც­ვლა) შემ­თხვე­ვით მოხ­და. ის პე­რი­ო­დი იყო, როცა ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო "ფე­ის­ბუ­ქი" და ყვე­ლა ექ­სპე­რი­მენ­ტობ­და. დავ­წე­რე იქ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ისე­თი ამ­ბე­ბი მოჰ­ყვა... ეს პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, მე­ო­რე დღეს "ქეთო და კო­ტეს" პრე­მი­ე­რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და რომ მი­ვე­დი ყვე­ლამ მო­ი­წო­ნა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ნანი ბრეგ­ვა­ძე­მაც კი მი­თხრა, მეც კი გა­და­ვი­კე­თებ­დი, რა­მეს და­ვირ­ქმევ­დი ახალ­გაზ­რდა რომ ვი­ყოო. შემ­დეგ გა­შუქ­და. მე­დი­ამ ამას სი­უ­ჟე­ტე­ბი მი­უ­ძღვნა, შემ­დეგ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლმა გა­და­წყვი­ტა და სა­ჩუქ­რად შე­მომ­თა­ვა­ზა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტში ამ სა­ხე­ლის შე­ტა­ნა. მერე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ყველ­გან წა­ვი­ღებ რა­ჭას, სა­დაც ჩემს სა­ხელს გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ ყველ­გან რაჭა იქ­ნე­ბო­და და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს დღემ­დე" - იხ­სე­ნებს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას რაჭ­ველ­მა ის პე­რი­ო­დიც გა­იხ­სე­ნა, როცა 11-12 წლის ასაკ­ში ერთ-ერთ კა­ფე­ში პი­ა­ნის­ტად მუ­შა­ობ­და.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­და­პირ ვმუ­შა­ობ­დი ბარ­ში, იქ რომ შე­მო­დი­ოდ­ნენ ჩემი კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. არ მინ­დო­და შე­ვემ­ჩნიე ხოლ­მე. თუმ­ცა ყვე­ლამ იცო­და ვინ სად მუ­შა­ობ­და, ვის დარ­ჩე­ბო­და შე­ურ­ჩე­ნე­ლი 11-12 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც კა­ფე­ში მუ­შა­ობს პი­ა­ნის­ტად.

ახ­ლაც რომ ხდე­ბო­დეს ასე­თი რამ, ახ­ლაც არა­ვის გა­მო­ე­პა­რე­ბა. შემ­დეგ უკვე ვე­ნა­ში კა­ფე­ში მცხო­ბე­ლის თა­ნა­შემ­წეც ვი­ყა­ვი, რად­გან იქ თა­ვის რჩე­ნა მჭირ­დე­ბო­და. როცა სას­წავ­ლებ­ლად წა­ვე­დი, ეს მა­შინ ხდე­ბო­და. იქ და­მალ­ვაც არ მინ­დო­და. მე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჭამა და ზუს­ტად მაგ წლებ­ში გავ­ხდი 160 კილო" - თქვა რაჭ­ველ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

უსაყვარლესი და უნიჭიერესი ხარ, ნიკოლოზ

მიმი
3

დიახ ძალიან გაზარმაცდა ხალხი, მთხოვნელად დაჯდება და ნუ ამუშავებ. უცქერის სხვას როდის გაუწვდის ხელს, და ეს აღიზიანებს რიტარის სხვაზე ნაკლები რომ მას არა აქვს. სამუშაოს შესთავაზებ და მუშაობა არა სურს. ძალიან მოსწონს სახელმწიფო დახმარებები , მაგრამ ეცოტავებათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ... რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ" - რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?

"ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ... რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ" - რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი ეკა ჩხეიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა მსოფლიოში წარმატებული მუსიკოსი დღემდე ქირით ცხოვრობს. ამბობს, რომ ამასაც თავისი მიზეზი აქვს.

"უცხოეთში, გინდა ამერიკაში, გინდა ევროპაში თითქმის ყველა ასე ცხოვრობს. ჩვენთან არის ეს რაღაც უცნაურობა. წესით უნდა მქონდეს მაგრამ ვერ დავაგროვე ეს ფული. რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, პატარა ბინაში ვერ ვიცხოვრებ, როიალი უნდა დაეტიოს მინიმუმ, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მიყვარს მზე, დიდი ფანჯრები, მუსიკის წერა დიდ ნათელ ოთახში... ეგეთი ბინები ძვირი ღირს. მე მთელი ცხოვრება ამ ფულს დავაგროვებ ხოლმე, მერე ან ჩემს მეგობარს დაჭირდება და უარს ვერ ვეუბნები, რადგან იციან, რომ მუდმივად მაქვს დაგროვილი ფული... ჩამორიგებული თანხა რაც მაქვს, ის რომ დამიბრუნონ, ალბათ გავწვდები ბინის ყიდვას მაგრამ ვერ..." - ამბობს რაჭველი.

  • მან ასევე ის დრო გაიხსენა, როდესაც მამის გვარი შეიცვალა და მემანიშვილიდან რაჭველზე გადავიდა. როგორც მუსიკოსი ამბობს, ელოდებოდა, რომ მამის მხარეს ამაზე უარყოფითი რეაქცია ექნებოდა.

"რაჭველებს ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ, გაუხარდათ. დედაჩემიც და მეც ვღელავდით, რა რეაქცია ექნებოდათ მამის ნათესავებს. თუმცა არავის არ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება. დადებითი უფრო მეტი იყო გარშემო. ეს (გვარის შეცვლა) შემთხვევით მოხდა. ის პერიოდი იყო, როცა ახალი შემოსული იყო "ფეისბუქი" და ყველა ექსპერიმენტობდა. დავწერე იქ ნიკოლოზ რაჭველი და ისეთი ამბები მოჰყვა... ეს პერიოდი დაემთხვა, მეორე დღეს "ქეთო და კოტეს" პრემიერა უნდა ყოფილიყო და რომ მივედი ყველამ მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება.

ნანი ბრეგვაძემაც კი მითხრა, მეც კი გადავიკეთებდი, რამეს დავირქმევდი ახალგაზრდა რომ ვიყოო. შემდეგ გაშუქდა. მედიამ ამას სიუჟეტები მიუძღვნა, შემდეგ იუსტიციის სახლმა გადაწყვიტა და საჩუქრად შემომთავაზა ყველა დოკუმენტში ამ სახელის შეტანა. მერე წარმოვიდგინე, რომ ყველგან წავიღებ რაჭას, სადაც ჩემს სახელს გამოაცხადებდნენ ყველგან რაჭა იქნებოდა და ეს ძალიან მახარებს დღემდე" - იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი.

გადაცემაში სტუმრობისას რაჭველმა ის პერიოდიც გაიხსენა, როცა 11-12 წლის ასაკში ერთ-ერთ კაფეში პიანისტად მუშაობდა.

"უნივერსიტეტის პირდაპირ ვმუშაობდი ბარში, იქ რომ შემოდიოდნენ ჩემი კლასელების მშობლები არ მსიამოვნებდა. არ მინდოდა შევემჩნიე ხოლმე. თუმცა ყველამ იცოდა ვინ სად მუშაობდა, ვის დარჩებოდა შეურჩენელი 11-12 წლის ბავშვი, რომელიც კაფეში მუშაობს პიანისტად.

ახლაც რომ ხდებოდეს ასეთი რამ, ახლაც არავის გამოეპარება. შემდეგ უკვე ვენაში კაფეში მცხობელის თანაშემწეც ვიყავი, რადგან იქ თავის რჩენა მჭირდებოდა. როცა სასწავლებლად წავედი, ეს მაშინ ხდებოდა. იქ დამალვაც არ მინდოდა. მე ძალიან მიყვარდა ჭამა და ზუსტად მაგ წლებში გავხდი 160 კილო" - თქვა რაჭველმა.