პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქება სასროლეთში: ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა -  "გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა..."
აფეთქება სასროლეთში: ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა -  "გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა..."

7 აპ­რილს ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია "ბეთლგრა­უნ­დის" სას­რო­ლეთ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა - ორი მათ­გა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კი­დევ ერთი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­და­იც­ვალ­ნენ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც "ბეთლგრა­უნ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და 24 წლის ახალ­გაზ­რდა რატი სა­გა­ნე­ლი­ძე.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა კი­დევ ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა:

"იმ ავ­ბე­დი­თი აფეთ­ქე­ბი­სას, გარ­და­იც­ვა­ლა იქ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მყო­ფი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, ახალ­გაზ­რდა კაცი, სამი შვი­ლის მამა, ლე­ვან ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი. 90-იანი წლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვა­ტა­ნი­ნეთ, ერ­თად ვზი­დეთ პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო ტვირ­თი. შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი შე­ვაყ­ვა­რეთ...

ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. დი­ლით ერთ "ნი­ვა­ში" ქაფ­ში­ე­ბი­ვით ეწყო­ბო­და 9 ბავ­შვი. ერთ რა­მედ ღირ­და მერე სკო­ლის ეზო­ში ამა­თი იმ "ნი­ვი­დან" ჩა­მოც­ლა: ჯერ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თეკ­ლა, მერე მი­ყო­ლე­ბით: დე­დუ­ნი, ელი­სო, ირაკ­ლი, ბა­ი­სო, ილია, ნინო, ლე­ვა­ნი... ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. დღეს მზე ასე დაბ­ნელ­და 90-ია­ნე­ბის მე-18 კორ­პუ­სე­ლე­ბის­თვის.... ნანა, გუ­რამ, თქვენ­თან ერ­თად დავ­ტი­რით ჩვენს ღი­მი­ლის ბიჭს. ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა!" - წერს ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რი­ნე ბე­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

-

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nini
0

სად ჰყავს დასაკარგი ესეთი ვაჯკაცები საქართველოს! ცათა სასუფეველი! გამოძიებამ სიმართლე უნდა დადოს...როგორ მოხდა აფეთქება?

მარინა
1

ღმერთმა აცხონოს ყველა დაღუპული დიდი უბედურებაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აფეთქება სასროლეთში: ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა -  "გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა..."

აფეთქება სასროლეთში: ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა -  "გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა..."

7 აპრილს ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა - ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. მალევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალნენ 2008 წლის აგვისტოს ომისა და კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძე, რომელიც "ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი იყო და 24 წლის ახალგაზრდა რატი საგანელიძე.

ცნობილი ხდება კიდევ ერთი გარდაცვლილის ვინაობა:

"იმ ავბედითი აფეთქებისას, გარდაიცვალა იქ სრულიად შემთხვევით მყოფი ჩვენი მეზობელი, ჩვენი მეგობრების შვილი და ჩვენი შვილების მეგობარი, ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა, ლევან ჯეირანაშვილი. 90-იანი წლები ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთად ვზიდეთ პირადი და საზოგადო ტვირთი. შვილებს ერთმანეთი შევაყვარეთ...

ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დილით ერთ "ნივაში" ქაფშიებივით ეწყობოდა 9 ბავშვი. ერთ რამედ ღირდა მერე სკოლის ეზოში ამათი იმ "ნივიდან" ჩამოცლა: ჯერ ყველაზე პატარა თეკლა, მერე მიყოლებით: დედუნი, ელისო, ირაკლი, ბაისო, ილია, ნინო, ლევანი... ლევანი ყველაზე უფროსი იყო. დღეს მზე ასე დაბნელდა 90-იანების მე-18 კორპუსელებისთვის.... ნანა, გურამ, თქვენთან ერთად დავტირით ჩვენს ღიმილის ბიჭს. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა!" - წერს ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.

იხილეთ ასევე:

-