სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილზე?
პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილზე?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბულ მის ქა­ლიშ­ვილ­ზე აქ­ტი­უ­რად წერს. მათი ცნო­ბით, გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნელ სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან შე­ე­ძი­ნა, კი­ევ­ში სა­ჩუქ­რად ბინა მი­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­შია, დე­და­მის­მა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და კი­დევ მი­ლი­ო­ნი გრივ­ნა შვი­ლიშ­ვილს გა­დას­ცა.

უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა ელი­ზა­ვე­ტა იას­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, რომ ბინა კი­ევ­ში, მის­მა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი კი, ვინც გო­გო­ნას ბინა გა­და­უ­ფორ­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნია გახ­ლდათ.

პა­ტა­რა ჟას­მინ­მა, რო­მელ­საც დე­დამ თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა, 2023 წლის აპ­რილ­ში სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბინა კი­ევ­ში. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა, და­ახ­ლო­ე­ბით 145 ათა­სი დო­ლა­რი.

ბე­ბი­ამ შვი­ლიშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით - 1 მი­ლი­ო­ნი გრივ­ნაც (25 ათა­სი დო­ლა­რი) აჩუ­ქა. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ეს თან­ხა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­თვის.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი კვლა­ვაც ცხოვ­რო­ბენ კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და. სახ­ლის ფარ­თო­ბი არის 120 კვ.მ, მი­წის ნაკ­ვე­თის კი 1022 კვ.მ, სახ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის სა­კუთ­რე­ბაა.

სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლია კი­ე­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში, ბი­ნა­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე ცხოვ­რობ­და

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო დე­დას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ გა­უვრცე­ლე­ბია. ამ­ბო­ბენ, რომ გო­გო­ნა ჯერ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც არ უნა­ხავთ.

"ჩვენ არ გვი­ნა­ხავს მი­შას და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი, ჟას­მი­ნი, არც მე და არც დე­და­ჩემს. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ და­ვით­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

ლიზა იას­კომ ბავ­შვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და­ა­რე­გის­ტრი­რა. გო­გო­ნა დე­დის გვარ­ზეა და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ჟას­მინ იას­კო მი­ხა­ი­ლოვ­ნა.

შე­გახ­სნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის 1-ლ ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სამ­შობ­ლო­ში ჩა­ვი­და.

და­კა­ვე­ბის დღეს სა­ა­კაშ­ვილ­მა და იას­კომ ერ­თობ­ლი­ვი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რო­მელ­შიც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ლიზა იას­კო და­კა­ვე­ბულ ექ­სპრე­ზი­დენტს ცი­ხე­ში ხში­რად აკი­თხავ­და, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღერ­ლის სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ქა­ლიშ­ვი­ლი ალის­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. ლიზა იას­კო დიდი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. უც­ნო­ბია, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მას ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან, რად­გან რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი.

"ყვე­ლა­ნა­ი­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რის გა­სა­ფან­ტად, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ახლა და მო­მა­ვალ­შიც მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სო­ფოს და იმ დიდ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მე, მას და ალი­სას", - წერ­და ის.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში სტა­ტუ­სი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" გაქ­რა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
1

ასეთმა ნაძირლებმა მოიპარეს ფულები ბიუჯეტიდან და შერჩათ!

ობიექტური
38

1000000 მილიონი გრივნა რაო, მილონი გგონიათ 250 ათასი დოლრია გასკდით გულზე, თქვენი გამოშტერებული შვილები ალბათ ვერ მოხვდნენ ალასანიას უნივერსიტეტში. მიხედეთ თქვენ შვილებს უწიგნურებს .. და სხვისი ფულების თვლას თავი დაანებეთ ჩარტერას მამის ტარუელას პატრონები ნეტა ვიზე იღებთ ხმას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილზე?

პატარა ჟასმინმა მამისგან საჩუქრად ბინა მიიღო, ბებიისგან კი 1 მილიონი გრივნა - რას წერს უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილზე?

უკრაინული მედია ბოლო დღეების განმავლობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინაში დაბადებულ მის ქალიშვილზე აქტიურად წერს. მათი ცნობით, გოგონამ, რომელიც სააკაშვილს უკრაინელ სახალხო დეპუტატ ლიზა იასკოსთან შეეძინა, კიევში საჩუქრად ბინა მიიღო.

როგორც ირკვევა, ვიდრე საქართველოს ექსპრეზიდენტი ციხეშია, დედამისმა გიული ალასანიამ უკრაინაში არსებული უძრავი ქონება და კიდევ მილიონი გრივნა შვილიშვილს გადასცა.

უკრაინელმა დეპუტატმა ელიზავეტა იასკომ დეკლარაციაში შეიტანა, რომ ბინა კიევში, მისმა პატარა ქალიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. უფლებამოსილი პირი კი, ვინც გოგონას ბინა გადაუფორმა, გიული ალასანია გახლდათ.

პატარა ჟასმინმა, რომელსაც დედამ თავისი გვარი მისცა, 2023 წლის აპრილში საჩუქრად მიიღო 97,2 მ2 ფართობის ბინა კიევში. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა, დაახლოებით 145 ათასი დოლარი.

ბებიამ შვილიშვილს ნაღდი ფულის სახით - 1 მილიონი გრივნაც (25 ათასი დოლარი) აჩუქა. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეს თანხა გამოიყენება უძრავი ქონების შემოწირულების შედეგად წარმოქმნილი გადასახადების გადახდისთვის.

მედიის ინფორმაციით, ლიზა იასკო და მისი ქალიშვილი კვლავაც ცხოვრობენ კიევის რაიონის სოფელ ლესნიკში, სადაც სააკაშვილი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა. სახლის ფართობი არის 120 კვ.მ, მიწის ნაკვეთის კი 1022 კვ.მ, სახლი სააკაშვილის დედის საკუთრებაა.

სურათი გადაღებულია კიევის რაიონის სოფელ ლესნიკში, ბინაში, სადაც სააკაშვილი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების რომანის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა ცნობილი, ხოლო 2023 წლის ზაფხულში იასკომ გამოაცხადა, რომ სააკაშვილისგან შვილი შეეძინა. გოგონას ფოტო დედას სოციალურ ქსელში არ გაუვრცელებია. ამბობენ, რომ გოგონა ჯერ სააკაშვილის ახლობლებსაც არ უნახავთ.

"ჩვენ არ გვინახავს მიშას და ლიზა იასკოს ქალიშვილი, ჟასმინი, არც მე და არც დედაჩემს. ვიცით, რომ გოგონა 2022 წლის გაზაფხულზე დაიბადა“, - განაცხადა სააკაშვილის ძმამ დავითმა უკრაინულ მედიასთან რამდენიმე თვის წინ.

ლიზა იასკომ ბავშვი დეკლარაციაში დაარეგისტრირა. გოგონა დედის გვარზეა და მოხსენიებულია, როგორც ჟასმინ იასკო მიხაილოვნა.

შეგახსნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სამშობლოში ჩავიდა.

დაკავების დღეს სააკაშვილმა და იასკომ ერთობლივი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელშიც პირად ურთიერთობაზე ლაპარაკობდნენ. ლიზა იასკო დაკავებულ ექსპრეზიდენტს ციხეში ხშირად აკითხავდა, რამდენიმე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ მომღერლის სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი ალისკა მიხეილ სააკაშვილისგან შეეძინა. ლიზა იასკო დიდი ხანია, რაც საქართველოში არ ჩამოსულა. უცნობია, რა ურთიერთობა აქვს მას ახლა ექსპრეზიდენტთან, რადგან რამდენიმე თვის წინ სააკაშვილის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა სტატუსი.

"ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - წერდა ის.

რამდენიმე დღეში სტატუსი "ფეისბუქგვერდიდან" გაქრა.

წაიკითხეთ ასევე: