აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება გადარჩეს, როგორც ქვეყანა, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა არ შეუძლია. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ამერიკული Patriot-ის 25 სარაკეტო სისტემა, რათა დაიცვას თავი რუსეთის მასიური თავდასხმებისგან.
მისი თქმით, „ცის დახურვა“ განსაკუთრებით აუცილებელია ხარკოვში, რომელსაც რუსი სამხედროები ყოველდღიურად ბომბავენ.
1962 წელს საბჭოთა კავშირმა კუბაში ატომური იარაღი რომ განათავსა, კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, იმიტომ რომ აშშ-ს არ უნდოდა მტრის იარაღი მასთან ახლოს; ახლა რუსეთმა არ ისურვა უკრაინის ნატოში შესვლა და შესაბამისად მასთან ახლოს მტრის იარაღი. თუ მაშინ შეთანხმდნენ, ახლა დასავლეთმა აიყოლია უკრაინა (რაში ედარდება) იცოდა, რომ რუსი არ დათმობდა და მაინც "ლაბავოი" წავიდა და იღვრება უკრაინელი ხალხის სისხლი და პარტახდება ქვეყანა ... აშს კი დახმარებასაც არ აძლევს!
ზელენსკი შესაძლო დამარცხების მიზეზად საბრძოლო მასალების დეფიციტს ასახელებს.
რა თქმა უნდა ესეც არის, მაგრამ ჩემი აზრით ძირითადი მიზეზია უკრაინის ჯარების პირადი შემადგენლობის კატასტროფული სიმცირე, რომელიც გამოწვეულია ასი ათასობით დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების გამო.
რაც შეეხება ჯარის ახალი მებრძოლებით შევსებას-უკრაინელები ყოველნაირი ხერხის გამოყენებით გაურბიან ომში გაწვევას...
დასავლეთის ლიდერების მიერ ფუჭი დაპირებებით გაბრუებულმა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის მიმართ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა და ალბათ მალე დადგება დრო, როდესაც ამისათვის მოეკითხება...
პ.ს. ამ საიტზე ბევრი რაღაც-რაღაცეებს მაბრალებს, მაგრამ ერთია სურვილები, ფანტაზიები, ოცნებები და მეორე სასტიკი რეალობა...
ამასთან ერთად ვიტყვი, რომ ჩემს ალალ ბიძაშვილებში ქართულ სისხლთან ერთად უკრაინული სისხლიც ჩქეფს და არა მგონია ჩემზე მეტად უკრაინელ ხალხზე ვინმეს გული წყდებოდეს...