მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?
"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?

2024 წლის 26 მარ­ტი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღია. ამ დღეს "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თის გუნ­დი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა, გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რა თქმა უნდა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი იყო. მათ შო­რის ერთ-ერთი ჩვე­ნი გუნ­დის სა­თა­და­რი­გო მე­კა­რეს, გი­ორ­გი ლო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ბო­ლოს სა­თა­და­რი­გო სკამ­თან და სამ­წვრთნე­ლო შტაბ­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო, რა დრო­საც შეხ­ვედ­რის მთა­ვარ­მა არ­ბიტრმა გი­ორ­გი ლო­რი­ას წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა და მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა.

ამ ეპი­ზოდ­ში ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რის­თვის მის­ცა მსაჯ­მა ლო­რი­ას წი­თე­ლი ბა­რა­თი და მას შემ­დეგ ეს თემა ხუმ­რო­ბის მი­ზე­ზად იქცა.

  • გა­და­ცე­მა­ში "კა­ცე­ბი" თვი­თონ გი­ორ­გი ლო­რი­აც იუ­მო­რით სა­უბ­რობს ამ ეპი­ზოდ­ზე და კი­თხვას, რა­ტომ მი­ი­ღო წი­თე­ლი ბა­რა­თი, ასე პა­სუ­ხობს:

"მოდი, ასე და­ვი­წყოთ, სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, ნამ­დვი­ლად რო­გორც იყო, ეგ უნდა ვთქვა - არა­ფერ­ში. გე­ტყვით რა სი­ტუ­ა­ცია იყო და რა ხდე­ბო­და, იქ ხომ და­ი­წყო ჩოჩ­ქო­ლი, "ხი­პი­ში" იყო, გა­წევ-გა­მო­წე­ვა, ერთი ამ­ბა­ვი. მე ვი­ყა­ვი მწვრთნე­ლე­ბის მხა­რეს და ჩხუ­ბი მოხ­და მე­ო­რე მხა­რეს.

თან ახლა ჩხუ­ბი კი არის, მაგ­რამ სა­ნამ ად­გე­ბი, სა­ნამ მიხ­ვალ, მორ­ჩე­ბა რა, მაგ­რამ გაგ­რძელ­და, გაგ­რძელ­და, ყვე­ლა წა­ვი­და და მეც წა­ვე­დი. სა­ნამ მი­ვე­დი, იქ შემ­ხვდა ვი­ღაც გა­დავ­კოც­ნე. სა­ნამ მი­ვე­დი, მორ­ჩა უკვე ეს ამ­ბა­ვი. შე­მოვტრი­ალ­დი და გა­ვუ­ყა­რეთ თვა­ლი თვალ­ში (გუ­ლის­ხმობს მსაჯს) და არ ვიცი მო­ვე­წო­ნე თუ რა იყო, წი­თე­ლი არ ამიფ­რი­ა­ლა ეგ­რე­ვე.

მე ჩემს გან­ცდებ­ში წა­ვე­დი, რამე რომ მომ­ხდა­რი­ყო, ხომ ხვდე­ბით, ჩემს გან­ცდებ­ში ვარ, ღა­ლა­ტი გა­მო­დის გუნ­დის და არა­და, რე­ა­ლუ­რად, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა", - ამ­ბობს გი­ორ­გი ლო­რია.

თამაზი
0

კ/ფ მიმინო გამახსენდა, "ტაკოი ნეპრიაზნ ჩუვსტვუიუ, დაჟე კუშატ ნე ხოჩეტსია"

არ ევასა როჟაზე, ეგ იყო და ეგ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?

"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია პასუხობს საბერძნეთთან მატჩის ყველაზე "იდუმალ" კითხვას: რატომ მიიღო წითელი ბარათი?

2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია. ამ დღეს "ერთა ლიგის" ფინალში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი თბილისში, "დინამო არენაზე" 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა, გამარჯვება მოიპოვა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

მატჩის მიმდინარეობისას რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო მომენტი იყო. მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის სათადარიგო მეკარეს, გიორგი ლორიას უკავშირდება. პირველი ტაიმის ბოლოს სათადარიგო სკამთან და სამწვრთნელო შტაბთან შეხლა-შემოხლა იყო, რა დროსაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ლორიას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ ეპიზოდში ვერავინ მიხვდა, რისთვის მისცა მსაჯმა ლორიას წითელი ბარათი და მას შემდეგ ეს თემა ხუმრობის მიზეზად იქცა.

  • გადაცემაში "კაცები" თვითონ გიორგი ლორიაც იუმორით საუბრობს ამ ეპიზოდზე და კითხვას, რატომ მიიღო წითელი ბარათი, ასე პასუხობს:

"მოდი, ასე დავიწყოთ, სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა - არაფერში. გეტყვით რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა, იქ ხომ დაიწყო ჩოჩქოლი, "ხიპიში" იყო, გაწევ-გამოწევა, ერთი ამბავი. მე ვიყავი მწვრთნელების მხარეს და ჩხუბი მოხდა მეორე მხარეს.

თან ახლა ჩხუბი კი არის, მაგრამ სანამ ადგები, სანამ მიხვალ, მორჩება რა, მაგრამ გაგრძელდა, გაგრძელდა, ყველა წავიდა და მეც წავედი. სანამ მივედი, იქ შემხვდა ვიღაც გადავკოცნე. სანამ მივედი, მორჩა უკვე ეს ამბავი. შემოვტრიალდი და გავუყარეთ თვალი თვალში (გულისხმობს მსაჯს) და არ ვიცი მოვეწონე თუ რა იყო, წითელი არ ამიფრიალა ეგრევე.

მე ჩემს განცდებში წავედი, რამე რომ მომხდარიყო, ხომ ხვდებით, ჩემს განცდებში ვარ, ღალატი გამოდის გუნდის და არადა, რეალურად, არაფერი ყოფილა", - ამბობს გიორგი ლორია.