სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის თეატრმა მესხეთის თეატრს უმასპინძლა - წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "გამზრდელი"
სოხუმის თეატრმა მესხეთის თეატრს უმასპინძლა - წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "გამზრდელი"

3 აპ­რილს თბი­ლის­ში, სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ­მა თე­ატრმა მეს­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს უმას­პინ­ძლა. 1898 წელს შექ­მნი­ლი აკა­კი წე­რეთ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პო­ე­მა „გამ­ზრდე­ლი“ ერთ მოქ­მე­დე­ბად, რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვილ­მა მეს­ხე­თის თე­ატ­რში გა­სულ წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ამ­ჯე­რად მეს­ხე­თის თე­ატრმა და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ლია სუ­ლუ­აშ­ვილ­მა, თა­ვის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან სწო­რედ ეს სპექ­ტაკ­ლი შე­არ­ჩია სო­ხუ­მის თე­ატ­რში სა­გას­ტრო­ლოდ.

სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ქრის­ტი ჩხიკ­ვა­ძე (ნა­ზიბ­რო­ლა), ნი­კო­ლოზ გო­გი­ძე (სა­ფარ ბეგი), ან­დრია ვაჭ­რი­ძე (ჰაჯი-უსუ­ბი) და კონ­სტან­ტი­ნე კა­ხიშ­ვი­ლი (ბათუ).

აღ­ნიშ­ნუ­ლი სპექ­ტაკ­ლი 3 აპ­რილს, სო­ხუ­მის თე­ატ­რში ორ­ჯერ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მას ეს­წრე­ბოდ­ნენ რო­გორც მო­ზარ­დე­ბი, ისე მათი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი. „გამ­ზრდე­ლის“ ჩვე­ნე­ბას ასე­ვე და­ეს­წრო აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნანა გა­ბე­ლია და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზვი­ად ბუ­ლის­კე­რია.

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე (სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი) - „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სო­ხუ­მის თე­ატრმა, მეს­ხე­თის დრა­მა­ტულ თე­ატრს უმას­პინ­ძლა. ჩვე­ნი თე­ატ­რის კარი ყო­ველ­თვის ღიაა რე­გი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რე­ბის­თვის და მსგავს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყო­ველ­თვის მი­ვე­სალ­მე­ბი. ასე­ვე სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნად­გო­მით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მეს­ხე­თის თე­ატ­რის შე­ნო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით, მო­მა­ვა­ლი წლის­თვის მეს­ხე­თის თე­ატრს ახა­ლი და სივ­რცე ექ­ნე­ბა, რაც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დიდი სი­ხა­რუ­ლია, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი და­სი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, ისე სა­გას­ტრო­ლოდ ჩა­სუ­ლი მეს­ხე­თის თე­ატ­რის სტუმ­რე­ბის­თვის“.

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge და Palitranews - პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი

ლო­კა­ცია: სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. მის: დ. უზ­ნა­ძის ქ. N68.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სოხუმის თეატრმა მესხეთის თეატრს უმასპინძლა - წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "გამზრდელი"

სოხუმის თეატრმა მესხეთის თეატრს უმასპინძლა - წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "გამზრდელი"

3 აპრილს თბილისში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლა. 1898 წელს შექმნილი აკაკი წერეთლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა „გამზრდელი“ ერთ მოქმედებად, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა მესხეთის თეატრში გასულ წელს განახორციელა. ამჯერად მესხეთის თეატრმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა, თავის რეპერტუარიდან სწორედ ეს სპექტაკლი შეარჩია სოხუმის თეატრში საგასტროლოდ.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ქრისტი ჩხიკვაძე (ნაზიბროლა), ნიკოლოზ გოგიძე (საფარ ბეგი), ანდრია ვაჭრიძე (ჰაჯი-უსუბი) და კონსტანტინე კახიშვილი (ბათუ).

აღნიშნული სპექტაკლი 3 აპრილს, სოხუმის თეატრში ორჯერ იქნა წარმოდგენილი და მას ესწრებოდნენ როგორც მოზარდები, ისე მათი თანხმლები პირები. „გამზრდელის“ ჩვენებას ასევე დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და მისი პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია.

დავით საყვარელიძე (სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) - „მოხარული ვარ, რომ სოხუმის თეატრმა, მესხეთის დრამატულ თეატრს უმასპინძლა. ჩვენი თეატრის კარი ყოველთვის ღიაა რეგიონული თეატრებისთვის და მსგავს თანამშრომლობას ყოველთვის მივესალმები. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელმწიფოს თანადგომით და გადაწყვეტილებით, მესხეთის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მომავალი წლისთვის მესხეთის თეატრს ახალი და სივრცე ექნება, რაც რასაკვირველია, დიდი სიხარულია, როგორც ადგილობრივი დასისა და ხელმძღვანელობისთვის, ისე საგასტროლოდ ჩასული მესხეთის თეატრის სტუმრებისთვის“.

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ambebi.ge • ამბები.ge და Palitranews - პალიტრანიუსი

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

R