პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა
ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა

სო­ფელ ქვე­მო ახალ­შე­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ფე­რი­დე შა­ი­ნი­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ambebi,ge - ს აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს.

უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ სკო­ლა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურს ცენ­ტრი მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­მო ახალ­შე­ნის სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ქმრის მიერ მოკ­ლულ ცოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პოს­ტი ქვეშ, კო­მენ­ტა­რი გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც მოკ­ლულ ქალს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

“ასე ემარ­თე­ბა თავ­ში ავარ­დნილ ქა­ლებს, ლოქო ნა­ჭუ­ჭი­დან, რომ გა­მოძ­ვრე­ბა შემ­დეგ ასე იქ­ცე­ვი­ან, რომ სიკ­ვდი­ლამ­დე მი­დის საქ­მე”, - და­წე­რა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ფაქ­ტი უარ­ყო და შე­სა­ბა­მი­სად, პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა.

“სსიპ ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ახალ­შე­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ცია (სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ფე­რი­დე შა­ი­ნი­ძე) ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავ ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მე­ლა­ნოს გამო და აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ჩემი პი­რა­დი ფე­ის­ბუ­ქით Feride Shainidze რო­მე­ლიც გა­მი­ტე­ხეს და ისარ­გებ­ლეს ბო­რო­ტუ­ლად რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის მი­მართ იყო და­წე­რი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი ჩემი სა­ხე­ლით და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სის გამო”, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 3 აპ­რილს შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კაც­მა ქალს ცივი ია­რა­ღით ყელი გა­მოჭ­რა, რის გა­მოც, ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
1

ამის მორალით აღზრდილი ხომ არ იყო ქმარი ? ამან ვინ უნდა აღზარდოს? 

levani
4

თუ გაცილებულები იყვნენ, მაშინ კაცია დამნაშავე, თუ კაცი სამუშაოდ გაუშვა და თვითონ სხვასთან კოტრიალობდა, მაშინ ქალს დაუღუპია ოჯახი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა, რომელმაც შუახევში მომხდარი ფემიციდი გაამართლა და მოკლულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, თანამდებობა დატოვა

სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა ფერიდე შაინიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ambebi,ge - ს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ სკოლაში ადგილობრივი რესურს ცენტრი მოკვლევას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორმა შუახევის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ მოკლულ ცოლთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" გავრცელებული პოსტი ქვეშ, კომენტარი გაავრცელა, რომელშიც მოკლულ ქალს ადანაშაულებდა.

“ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან, რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე”, - დაწერა სკოლის დირექტორმა მოგვიანებით ეს ფაქტი უარყო და შესაბამისად, პოზიცია შეცვალა.

“სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო”, - დაწერა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. კაცმა ცოლი სასტიკად მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: