პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე
საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე

საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ისა­უბ­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Monde-ი საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მუ­ნი­კე­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

  • გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ საფ­რან­გეთს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუ­სა და მისი რუსი კო­ლე­გა სერ­გეი შო­ი­გუს შო­რის სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც 3 აპ­რილს შედ­გა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მოს­კო­ვის ოლ­ქში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მომ­ხდარ ტე­რაქტს ეხე­ბო­და.

ლე­კორ­ნუმ 22 მარტს, მოს­კო­ვის ოლ­ქში, “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” მიერ მო­წყო­ბი­ლი ტე­რაქ­ტი დაგ­მო, და­შა­ვე­ბუ­ლებ­სა და მათ ოჯა­ხებს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და.

“მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ საფ­რან­გეთს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნია, რო­მე­ლიც ამ ტე­რაქტსა და უკ­რა­ი­ნას შო­რის კავ­ში­რის დად­გე­ნას გახ­დი­და შე­საძ­ლე­ბელს. ლე­კორ­ნუმ მო­უ­წო­და რუ­სეთს [ამ ინ­ცი­დენ­ტის] ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზა­ცია შე­წყვი­ტოს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მუ­ნი­კე­ში.

საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ასე­ვე დაგ­მო აგ­რე­სი­უ­ლი ომის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ებს, აღ­ნიშ­ნა, რომ საფ­რან­გე­თი გა­აგ­რძე­ლებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას “იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ბრძო­ლა­ში, რათა მშვი­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა დაბ­რუნ­დეს ევ­რო­პულ კონ­ტი­ნენტზე”.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დი­აც ავ­რცე­ლებს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს საფ­რან­გე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის გამო და "და­ჟი­ნე­ბით ცდი­ლობ­და და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა რუსი კო­ლე­გა, რომ კი­ე­ვი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ამ თავ­დას­ხმა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ და­აბ­რა­ლა“.

შო­ი­გუმ, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი დამ­სა­ხუ­რე­ბულ სას­ჯელს მი­ი­ღებს.

"კი­ე­ვის რე­ჟი­მი არა­ფერს აკე­თებს და­სავ­ლე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში საფ­რან­გე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არ დგა­ნან ამის უკან", - გა­ნა­ცხა­და შო­ი­გუმ ფრანგ კო­ლე­გას­თან სა­უბ­რი­სას.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მხა­რე­ებ­მა ასე­ვე ისა­უბ­რეს უკ­რა­ი­ნა­ში ფრან­გი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის შე­საძ­ლო გაგ­ზავ­ნა­ზე და სერ­გეი შო­ი­გუმ ფრან­გი კო­ლე­გა გა­აფრ­თხი­ლა იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რაც პა­რიზს ამ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ექ­მნე­ბა.

ამას­თან, რუ­სუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შო­ი­გუმ და ლე­კორ­ნუმ აღ­ნიშ­ნეს მზად­ყოფ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე დი­ა­ლო­გის­თვის და ხაზი გა­უს­ვეს, რომ ჟე­ნე­ვა­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე სა­მი­ტის ჩა­ტა­რე­ბა უაზ­როა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dima
12

ვიცი რასაც ეტყოდა შოიგუს- მაკრონის ბაქიაობა სიმართლედ არ მიიღოთ , ე მანდ რამე არ გვბუთქოთ, უბრალოდ ხალხს ვაბოლებთო...

032
23

,,გურჯაანო" შენ გურჯაანი კი არა უნდა გერქვს პერუხოვკა ან პიტალოვკა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული და რუსული მედია შოიგუსა და ლეკორნუს საუბრის დეტალებზე

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს კომუნიკეზე დაყრდნობით წერს.

  • განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთს თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუსა და მისი რუსი კოლეგა სერგეი შოიგუს შორის საუბარი, რომელიც 3 აპრილს შედგა, უპირველეს ყოვლისა, მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხებოდა.

ლეკორნუმ 22 მარტს, მოსკოვის ოლქში, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოწყობილი ტერაქტი დაგმო, დაშავებულებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადა.

“მან დაადასტურა, რომ საფრანგეთს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, რომელიც ამ ტერაქტსა და უკრაინას შორის კავშირის დადგენას გახდიდა შესაძლებელს. ლეკორნუმ მოუწოდა რუსეთს [ამ ინციდენტის] ნებისმიერი ინსტრუმენტალიზაცია შეწყვიტოს”, - აღნიშნულია კომუნიკეში.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე დაგმო აგრესიული ომის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება დაბრუნდეს ევროპულ კონტინენტზე”.

  • აღნიშნული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რუსული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა "კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარი თავდასხმის გამო და "დაჟინებით ცდილობდა დაერწმუნებინა რუსი კოლეგა, რომ კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი "ისლამურ სახელმწიფოს“ დააბრალა“.

შოიგუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად დასრულდება და ყველა პასუხისმგებელი პირი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს.

"კიევის რეჟიმი არაფერს აკეთებს დასავლელი კურატორების თანხმობის გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში საფრანგეთის სპეცსამსახურები არ დგანან ამის უკან", - განაცხადა შოიგუმ ფრანგ კოლეგასთან საუბრისას.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში ფრანგი სამხედრო მოსამსახურეების შესაძლო გაგზავნაზე და სერგეი შოიგუმ ფრანგი კოლეგა გააფრთხილა იმ პრობლემების შესახებ, რაც პარიზს ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში შეექმნება.

ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, შოიგუმ და ლეკორნუმ აღნიშნეს მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა.