მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი მამაკაცი $6-მილიონიანი უნიტაზის ქურდობაში გამოტყდა
ბრიტანელი მამაკაცი $6-მილიონიანი უნიტაზის ქურდობაში გამოტყდა

მა­მა­კაც­მა 2019 წელს გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნი­დან 18-კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­როს სრუ­ლი­ად ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი უნი­ტა­ზი მო­ი­პა­რა, ახლა კი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

ჯე­იმზ შინ­მა ოქსფორდში­რის აგა­რა­კი­დან (ად­გი­ლი, სა­დაც უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი და­ი­ბა­და) 4.8 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს უნი­ტა­ზი მო­ი­პა­რა. შემ­თხვე­ვა 2019 წელს მოხ­და, მა­შინ, როცა ის გა­მო­ფე­ნა­ზე გა­ი­ტა­ნეს.

უნი­ტა­ზის ქურ­დო­ბამ სახ­ლში კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის აგა­რა­კი მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა.

  • ბლე­ნ­ჰე­ი­მის სა­სახ­ლის 18-კა­რა­ტი­ა­ნი უნი­ტა­ზი იტა­ლი­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, მა­უ­რი­ციო კა­ტე­ლა­ნის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი.

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უნი­ტა­ზის ქურ­დო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ კვი­რა­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც 39 წლის ჯე­იმზ შინ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჯე­იმ­ზის სამი სა­ვა­რა­უ­დო თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას კვლავ უარ­ყოფს.

შინი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში ცი­ხი­დან, ვი­დე­ო­ზა­რით ჩა­ერ­თო. ის ჩა­დე­ნი­ლი არა­ერ­თი ქურ­დო­ბის­თვის 17-წლი­ან სას­ჯელს უკვე იხ­დის. ჯე­იმზ ში­ნის მო­პა­რულ საგ­ნებს შო­რი­საა აგ­რეთ­ვე 400 000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ტრაქ­ტო­რი და ეროვ­ნუ­ლი სა­ცხე­ნოს­ნო მუ­ზე­უ­მი­დან მო­პა­რუ­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
0

რუსი იქნებოდა. თუ რუსი ჯარისკაცები თეთრ უნიტაზებზე არიან დაშორებულები?

დამპალი ბურჟუების მტერი
0

სინამდვილეში დასაჭერი ის ხალხი იყო, ვისაც ოქროს უნიტაზი ედგათ. 

 

ავტორი:

ბრიტანელი მამაკაცი $6-მილიონიანი უნიტაზის ქურდობაში გამოტყდა

ბრიტანელი მამაკაცი $6-მილიონიანი უნიტაზის ქურდობაში გამოტყდა

მამაკაცმა 2019 წელს გამართული გამოფენიდან 18-კარატიანი ოქროს სრულიად ფუნქციონალური უნიტაზი მოიპარა, ახლა კი დანაშაულს აღიარებს.

ჯეიმზ შინმა ოქსფორდშირის აგარაკიდან (ადგილი, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა) 4.8 მილიონი ფუნტის ღირებულების ოქროს უნიტაზი მოიპარა. შემთხვევა 2019 წელს მოხდა, მაშინ, როცა ის გამოფენაზე გაიტანეს.

უნიტაზის ქურდობამ სახლში კანალიზაციის მოშლა გამოიწვია, რის შემდეგაც მეთვრამეტე საუკუნის აგარაკი მთლიანად დაიტბორა.

  • ბლენჰეიმის სასახლის 18-კარატიანი უნიტაზი იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის მიერაა შექმნილი.

ძვირადღირებული უნიტაზის ქურდობის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ კვირაში გაიმართა, სადაც 39 წლის ჯეიმზ შინმა დანაშაული აღიარა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჯეიმზის სამი სავარაუდო თანამზრახველი დანაშაულის ჩადენას კვლავ უარყოფს.

შინი სასამართლო პროცესში ციხიდან, ვიდეოზარით ჩაერთო. ის ჩადენილი არაერთი ქურდობისთვის 17-წლიან სასჯელს უკვე იხდის. ჯეიმზ შინის მოპარულ საგნებს შორისაა აგრეთვე 400 000 ფუნტის ღირებულების რამდენიმე ტრაქტორი და ეროვნული საცხენოსნო მუზეუმიდან მოპარული ძვირადღირებული ჯილდოები.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა