სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგრად "გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში... მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - მეგრელიშვილი
"მაგრად "გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში... მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - მეგრელიშვილი

მაგ­რად „გა­მის­წორ­დე­ბო­და“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლე­ბი რომ იყოთ [პო­ლი­ტი­კა­ში]. ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვა­ტა­რებ­დი დროს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ არ არის, რა ვქნა? ძა­ლით ხომ არ მო­ვიყ­ვანთ?! ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ძა­ლით რომ შე­მეძ­ლოს ქა­ლე­ბის მოყ­ვა­ნა, ხომ სხვა სა­ხელს და­მარ­ქმევ­დით? ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ჰა­რემს ხომ არ გა­ვა­კე­თებ? - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, ქა­ლებს პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც „პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ხში­რად უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა“, ქა­ლებს კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად უნ­დო­დეთ ამ სფე­რო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფ­ლებ­რი­ვად სრუ­ლი­ად თა­ნას­წო­რე­ბი უნდა ვი­ყოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი სქე­სი­სა, რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნი­სა ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, ფაქ­ტია, ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. სა­დღაც ვიკ­ვე­თე­ბით - ქა­ლებ­შიც ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც მა­მა­კა­ცუ­რი ტი­პის თა­მა­შე­ბი უყ­ვართ და კა­ცებ­შიც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ქა­ლუ­რი ტი­პის თა­მა­შე­ბი უყ­ვართ, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ჭა­ბურ­ღი­ლებ­ზე, თით­ქმის 100% კა­ცე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ისე­ვე რო­გორც სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში დიდი პრო­ცენ­ტი ქა­ლე­ბი არი­ან. ცნო­ბი­ლია, რომ ქა­ლებს უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი და კა­ცე­ბი არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი იმ პრო­ფე­სი­ებ­ში, რო­მელ­საც კავ­ში­რი აქვს მე­ქა­ნი­კურ რა­ღა­ცებ­თან - მან­ქა­ნა იქ­ნე­ბა ეს, მშე­ნებ­ლო­ბა თუ ა.შ.

ჩემო ძვირ­ფა­სო ანა [წით­ლი­ძე], მაგ­რად „გა­მის­წორ­დე­ბო­და“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლე­ბი რომ იყოთ [პო­ლი­ტი­კა­ში]. მე, რო­გორც ამ პრო­ფე­სი­ით მო­ხიბ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვა­ტა­რებ­დი დროს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ არ არის, რა ვქნა? ძა­ლით ხომ არ მო­ვიყ­ვანთ?! ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ძა­ლით რომ შე­მეძ­ლოს ქა­ლე­ბის მოყ­ვა­ნა ხომ სხვა სა­ხელს და­მარ­ქმევ­დით? ჩემი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ჰა­რემს ხომ არ გა­ვა­კე­თებ? იმის თქმა მინ­და, რომ ქა­ლებს პო­ლი­ტი­კა მარ­თლა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებთ, ვიდ­რე კა­ცებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი, ნევ­რო­ზუ­ლი, ხში­რად უსა­მარ­თლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, ქა­ლებს კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად უნ­დო­დეთ ამ სფე­რო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თა­ნას­წო­რო­ბა­სა და პრი­ვი­ლე­გი­ას შო­რის არა­ფე­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს. ლინგვის­ტურ დო­ნე­ზე, ორი სხვა­დას­ხვა რა­მეა. თუ თა­ნას­წო­რო­ბას ვი­თხოვთ, უფ­ლებ­რივ თა­ნას­წო­რო­ბას ვი­თხოვთ და არა შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად თა­ნას­წო­რო­ბას იმი­ტომ, რომ ისევ იქ მივ­დი­ვართ, რომ შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად თა­ნას­წო­რო­ბა არის კო­მუ­ნიზ­მი. ანუ, კო­მუ­ნიზ­მი არის სის­ტე­მა, რო­მელ­საც მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­თა­ნაბ­როს შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
D:D
1

ამას დღეს ძაან ზედმეად მოუვიდა გაფუილება

ნია
0

ამან ჰარემის მნიშვნელობა იცის? ყველა ქალ დეპუტატს რომ მიაყენა შეურაცხყოფა, ხვდება?

ავტორი:

"მაგრად "გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში... მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - მეგრელიშვილი

"მაგრად "გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში... მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?" - მეგრელიშვილი

მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მეგრელიშვილის თქმით, ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც „პოლიტიკოსების მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა“, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა.

„მიუხედავად იმისა, რომ უფლებრივად სრულიად თანასწორები უნდა ვიყოთ ადამიანები, მიუხედავად ჩვენი სქესისა, რელიგიური რწმენისა ან სექსუალური ორიენტაციის, ფაქტია, ობიექტური მოცემულობაა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს. სადღაც ვიკვეთებით - ქალებშიც ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც მამაკაცური ტიპის თამაშები უყვართ და კაცებშიც არიან ადამიანები, ვისაც ქალური ტიპის თამაშები უყვართ, მაგრამ ცხადია, რომ ჭაბურღილებზე, თითქმის 100% კაცები მუშაობენ, ისევე როგორც საბავშვო ბაღებში დიდი პროცენტი ქალები არიან. ცნობილია, რომ ქალებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პროფესიები და კაცები არიან წარმოდგენილები იმ პროფესიებში, რომელსაც კავშირი აქვს მექანიკურ რაღაცებთან - მანქანა იქნება ეს, მშენებლობა თუ ა.შ.

ჩემო ძვირფასო ანა [წითლიძე], მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პოლიტიკა მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც საკმაოდ დაძაბული, ნევროზული, ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა. თანასწორობასა და პრივილეგიას შორის არაფერი კავშირი არ არსებობს. ლინგვისტურ დონეზე, ორი სხვადასხვა რამეა. თუ თანასწორობას ვითხოვთ, უფლებრივ თანასწორობას ვითხოვთ და არა შედეგების შესაბამისად თანასწორობას იმიტომ, რომ ისევ იქ მივდივართ, რომ შედეგების შესაბამისად თანასწორობა არის კომუნიზმი. ანუ, კომუნიზმი არის სისტემა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, ადამიანები გაათანაბროს შედეგების მიხედვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"