საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლება "უცხოური აგენტების" სკანდალურ კანონპროექტს აბრუნებს: პირველი გამოხმაურება სოცქსელში
ხელისუფლება "უცხოური აგენტების" სკანდალურ კანონპროექტს აბრუნებს: პირველი გამოხმაურება სოცქსელში

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს ე.წ. რუ­სულ კა­ნონს პარ­ლა­მენ­ტში კვლავ და­ა­ი­ნი­ცი­ი­რებს.

ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათი და­ფი­ნან­სე­ბის 90%-ზე მეტი გა­უმჭვირ­ვა­ლედ რჩე­ბა. რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში ხე­ლახ­ლა წა­რად­გი­ნოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“. მი­სი­ვე თქმით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­დე­ბა ზუს­ტად იგი­ვე ტექ­სტით, რო­გორც შარ­შან იყო, ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბით - ნაც­ვლად ტერ­მი­ნი­სა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი“ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტერ­მი­ნი - "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ყვე­ლა სხვა ჩა­ნა­წე­რი უც­ვლე­ლია.

ამ გან­ცხა­დე­ბას მყი­სი­ე­რად მოყ­ვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს:

  • ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რი პარ­ტია "ლე­ლო­დან":

"სად მივ­დი­ვართ?

ევ­რო­პა­ში!

დღეს ოც­ნე­ბამ თა­ვი­დან შე­მო­ი­ტა­ნა რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტში.

მათი გემი იძი­რე­ბა და რო­გორც ბო­როტ ძა­ლას სჩ­ვე­ვია, უნ­დათ ამ გემ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჩა­ი­ყო­ლოს.

რად­გან არ სურთ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში, მათ გა­რე­შე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ეს გზა!

ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია!"

  • გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი:

"FSB-ს გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს "რბი­ლი ძა­ლით" ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და".

  • ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"პირ­და­პირ და და­უ­ფა­რა­ვად ამ­ბობს (იგუ­ლის­ხმე­ბა მდი­ნა­რა­ძე - რედ.), რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა უნ­დათ! ამა­ში ხელს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია უშ­ლის. ამი­ტომ ღია ომი გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ბრძო­ლა­ში ან და­მარ­ცხდე­ბი­ან და გა­უყ­ვე­ბი­ან რუ­სუ­ლი გე­მის გზას ან შე­ე­გუ­ეთ, რომ პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში ვრჩე­ბით!"

  • ეკა შა­რა­შე­ნი­ძე, გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, რო­მე­ლი (უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი / რუ­სუ­ლი) კა­ნო­ნი და­ა­ი­ნი­ცი­რეს, არა­მედ ის, რო­დის და­ა­ი­ნი­ცი­რეს ის.

ერთი რა­შიც დავ­რწმუნ­დი, და ვე­ღარ გა­დავ­რწმუ­ნებ­დი არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ და­აკ­ნი­ნეს და ეს მშვე­ნივ­რად და­ი­ნა­ხეს.

ასე რომ, სად მივ­დი­ვართ?"

  • ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლიც ხვი­ჩას ამა­ვე ვი­დეო აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ფეხ­ბურ­თის ენა­ზე მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ზე.

პო­ლი­ტი­კის ენა­ზე - ევ­რო­პა­ში და ამას ვე­ღა­რა­ფე­რი შეც­ვლის.

ხვი­ჩამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხალ­ხს მო­მა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბის­თვის სლო­გა­ნი აჩუ­ქა..."

  • ნანა მა­ლაშ­ხია, 2023 წლის მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი გმი­რი, ქალი დრო­შით:

"ან გავ­ხდე­ბით რუ­სე­თის უკა­ნა ეზო ან ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის! ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნია და არა უსამ­შობ­ლო­ე­ბის! გა­ვი­მარ­ჯვებთ!"

მკითხველის კომენტარები / 130 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
9

ძალიან კარგი კანონია!

ნინია კაკაბაძე და მისნაირო მოტლიკი ეებო, ენა მუცელში ჩაიგდეთ და მოკეტეთ!

:)
13

რუსეთი რომ არ იყოს, მერე რა ეშველებოდათ? სხვაგან რა ხდება? :)))

ავტორი:

ხელისუფლება "უცხოური აგენტების" სკანდალურ კანონპროექტს აბრუნებს: პირველი გამოხმაურება სოცქსელში

ხელისუფლება "უცხოური აგენტების" სკანდალურ კანონპროექტს აბრუნებს: პირველი გამოხმაურება სოცქსელში

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიციირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისივე თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

ამ განცხადებას მყისიერად მოყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტარი პარტია "ლელოდან":

"სად მივდივართ?

ევროპაში!

დღეს ოცნებამ თავიდან შემოიტანა რუსული კანონი პარლამენტში.

მათი გემი იძირება და როგორც ბოროტ ძალას სჩვევია, უნდათ ამ გემმა მთელი ქვეყანა ჩაიყოლოს.

რადგან არ სურთ ეს ქვეყანა ევროპაში, მათ გარეშე უნდა გავაგრძელოთ ეს გზა!

ზღაპრის ბოლო კეთილია!"

  • გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

"FSB-ს გეგმა საქართველოს "რბილი ძალით" ოკუპაციის შესახებ, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა".

  • ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:

"პირდაპირ და დაუფარავად ამბობს (იგულისხმება მდინარაძე - რედ.), რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდათ! ამაში ხელს არასამთავრობო სექტორი და დამოუკიდებელი მედია უშლის. ამიტომ ღია ომი გამოაცხადეს. ამ ბრძოლაში ან დამარცხდებიან და გაუყვებიან რუსული გემის გზას ან შეეგუეთ, რომ პუტინის რუსეთში ვრჩებით!"

  • ეკა შარაშენიძე, გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი:

"მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომელი (უცხოური გავლენის აგენტები / რუსული) კანონი დააინიცირეს, არამედ ის, როდის დააინიცირეს ის.

ერთი რაშიც დავრწმუნდი, და ვეღარ გადავრწმუნებდი არის ის, რომ მოსახლეობა ვერ დააკნინეს და ეს მშვენივრად დაინახეს.

ასე რომ, სად მივდივართ?"

  • ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც ხვიჩას ამავე ვიდეო აქვეყნებს და წერს:

"ფეხბურთის ენაზე მივდივართ ევროპაზე.

პოლიტიკის ენაზე - ევროპაში და ამას ვეღარაფერი შეცვლის.

ხვიჩამ, ფაქტობრივად, ხალხს მომავალი აქციებისთვის სლოგანი აჩუქა..."

  • ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის აქციების ერთ-ერთი გმირი, ქალი დროშით:

"ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის! ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების! გავიმარჯვებთ!"