მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე შეგვეძლება ვთქვათ, მთვარის დროით - NASA დედამიწის თანამგზავრის საათის დადგენაზე მუშაობს
მალე შეგვეძლება ვთქვათ, მთვარის დროით - NASA დედამიწის თანამგზავრის საათის დადგენაზე მუშაობს

თეთრ სახ­ლს სურს, NASA-მ გა­არ­კვი­ოს, რო­გორ გა­მო­ით­ვლე­ბა დრო მთვა­რე­ზე.

აშშ-ს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ოფის­მა კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს მთვა­რე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დრო­ის სის­ტე­მის შექ­მნა სთხო­ვა. NASA-ს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მთვა­რის დრო­ის (LTC-ის) შექ­მნა 2026 წლის ბო­ლომ­დე და­ე­ვა­ლა.

მთვა­რე­ზე დე­და­მი­წის მსგავ­სი დრო­ის ზონა არაა, იმის გამო, რომ მთვა­რე­ზე ნაკ­ლე­ბი გრა­ვი­ტა­ცი­აა, დრო იქ უფრო სწრა­ფად გა­დის - 58.7 მიკ­რო­წა­მი ყო­ველ­დღი­უ­რად. LTC, სხვა სი­კე­თე­ებ­თან ერ­თად, მთვა­რის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბი­სა და თა­ნამ­გზავ­რე­ბის­თვის დრო­ის ეტა­ლონს და­ად­გენს, რაც მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლურ სი­ზუს­ტეს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"მთვა­რის სა­ა­თი ჩვე­ნი სა­ა­თე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით იმოძ­რა­ვებს... თი­თო­ე­ულ ციურ სხე­ულს სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ცე­მა აქვს",- გა­ნა­ცხა­და კე­ვინ კო­გინსმა, NASA-ს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და ნა­ვი­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

NASA 2026 წლის სექ­ტემ­ბრი­დან მისი არ­ტე­მი­სის პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით ას­ტრო­ნავ­ტე­ბის მთვა­რე­ზე გაგ­ზავ­ნას გეგ­მავს. ისი­ნი იქ სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზას მო­ა­წყო­ბენ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მარსზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მი­სი­ებ­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. ამ პროგ­რა­მა­ში ათო­ბით კომ­პა­ნია, კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი და ქვე­ყა­ნა იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"მთვა­რის ერთი დრო­ის სტან­დარ­ტის გა­რე­შე რთუ­ლი იქ­ნე­ბა იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, კოს­მო­სურ ხო­მალ­დებს შო­რის მო­ნა­ცე­მე­ბი უსაფრ­თხოდ გა­და­ე­ცე­მა, თუ არა. ეს ასე­ვე დე­და­მი­წას, მთვა­რის თა­ნამ­გზავ­რებს, ბა­ზებ­სა და ას­ტრო­ნავ­ტებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სინ­ქრო­ნი­ზე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. "წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სამ­ყა­რო დრო­ის მი­ხედ­ვით რომ არ იყოს სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად".

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბუ
0

მახარებს პროგრესი მეცნიერების ყველა დარგში და მივესალმები არტემისის პროგრამის წარმატებას. მთავარია, დედამიწაზე იყოს მშვიდობა.

.
5

მოიცა იქაც ეწევიან?:)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მალე შეგვეძლება ვთქვათ, მთვარის დროით - NASA დედამიწის თანამგზავრის საათის დადგენაზე მუშაობს

მალე შეგვეძლება ვთქვათ, მთვარის დროით - NASA დედამიწის თანამგზავრის საათის დადგენაზე მუშაობს

თეთრ სახლს სურს, NASA-მ გაარკვიოს, როგორ გამოითვლება დრო მთვარეზე.

აშშ-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისმა კოსმოსურ სააგენტოს მთვარეზე ორიენტირებული დროის სისტემის შექმნა სთხოვა. NASA-ს კოორდინირებული მთვარის დროის (LTC-ის) შექმნა 2026 წლის ბოლომდე დაევალა.

მთვარეზე დედამიწის მსგავსი დროის ზონა არაა, იმის გამო, რომ მთვარეზე ნაკლები გრავიტაციაა, დრო იქ უფრო სწრაფად გადის - 58.7 მიკროწამი ყოველდღიურად. LTC, სხვა სიკეთეებთან ერთად, მთვარის კოსმოსური ხომალდებისა და თანამგზავრებისთვის დროის ეტალონს დაადგენს, რაც მისიების შესრულებისას მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

"მთვარის საათი ჩვენი საათებისგან განსხვავებული სიჩქარით იმოძრავებს... თითოეულ ციურ სხეულს საკუთარი გულისცემა აქვს",- განაცხადა კევინ კოგინსმა, NASA-ს კომუნიკაციების და ნავიგაციის წარმომადგენელმა.

NASA 2026 წლის სექტემბრიდან მისი არტემისის პროგრამის მეშვეობით ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნას გეგმავს. ისინი იქ სამეცნიერო ბაზას მოაწყობენ, რომელიც მომავალში მარსზე განხორციელებულ მისიებში დაეხმარებათ. ამ პროგრამაში ათობით კომპანია, კოსმოსური ხომალდი და ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

"მთვარის ერთი დროის სტანდარტის გარეშე რთული იქნება იმის უზრუნველყოფა, კოსმოსურ ხომალდებს შორის მონაცემები უსაფრთხოდ გადაეცემა, თუ არა. ეს ასევე დედამიწას, მთვარის თანამგზავრებს, ბაზებსა და ასტრონავტებს შორის კომუნიკაციის სინქრონიზებას უზრუნველყოფს. "წარმოიდგინეთ, სამყარო დროის მიხედვით რომ არ იყოს სინქრონიზებული, რამდენად დამაბრკოლებელი იქნებოდა ეს ყოველდღიური საქმეების გასაკეთებლად".

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა