მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრს ვშრომობ, რომ ფინანსურად ძლიერი ქალი ვიყო, ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას" - თაკო ტაბატაძე კარიერაზე, შვილებსა და დატვირთულ გრაფიკზე
"ბევრს ვშრომობ, რომ ფინანსურად ძლიერი ქალი ვიყო, ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას" - თაკო ტაბატაძე კარიერაზე, შვილებსა და დატვირთულ გრაფიკზე

თაკო ტა­ბა­ტა­ძემ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო და ამ მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­და. მისი დე­ბი­უ­ტი ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის - ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმში შედ­გა. "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია" ეკ­რა­ნებ­ზე იან­ვარ­ში გა­მოჩ­ნდა. ამ ფილმში თაკო მთა­ვარ როლ­შია. მისი გმი­რი ნინო, წარ­სულ­ში ბა­ლე­რი­ნა, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ, ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის. ფილმში ვხე­დავთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს – მხატ­ვრებს, ხე­ლო­ვა­ნებს, მუ­სი­კო­სებს. სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია, რო­მელ­საც დათო ევ­გე­ნი­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა კი­დევ უფრო ალა­მა­ზებს. თაკო ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რია რე­ჟი­სორ ნანა ჯორ­ჯა­ძის, რად­გან მან ახალ­ბე­და მსა­ხი­ობს ამ­ხე­ლა ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და. ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა 4 წლის წინ და­ი­წყეს. ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნებ­ზე და ფილმმა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

თაკო ბოლო დროს ასე­ვე არა­ერთ უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უხ­და. თვლის, რომ ეს 4 წელი მის­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო.

4 ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლის დედა ამ­ბობს, რომ შვი­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი. ისი­ნი თა­კოს დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც მშვე­ნივ­რად უთავ­სებს.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მომ­წონს და მიყ­ვარს ჩემი საქ­მე, იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა, რომ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვარ ჩარ­თუ­ლი. არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გე­ბი და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა მო­ვა­ხერ­ხე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი შე­მო­სავ­ლი­ა­ნი არ არის, რომ მარ­ტო ამით და­კავ­დეს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. ორი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, ხელს მი­წყო­ბენ. მეც ბევ­რს ვშრო­მობ, რომ ვიყო ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი ქალი. ხში­რად დი­ლით ძა­ლი­ან ადრე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. ვცდი­ლობ ხან შა­ბათ-კვი­რას ჩავ­სვა გა­და­ღე­ბე­ბი. რაც დრო გა­დის, პრო­ექ­ტიც მე­ტია და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

- რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბა თქვე­ნი დილა?

- გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ზო­გა­დად არ მიყ­ვარს ადრე ად­გო­მა, მაგ­რამ უკვე წლე­ბია, ჩემი დილა ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა. ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან და მათ სა­უზ­მეს ვუმ­ზა­დებ. ფაფა, ხილი, ბოსტნე­უ­ლი ყვე­ლას უყ­ვარს და ვცდი­ლობ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბონ. ამას პა­ტა­რა ასა­კი­დან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რა­ცი­ო­ნი გვაქვს... ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა ნინი 13 წლის არის, ლიზა 12-ის, მა­რი­ა­მი - 10-ის და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, ანას­ტა­სია - 6-ის. ხში­რად დი­ლით გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, მერე იქი­დან სამ­სა­ხურ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი მაქვს და მი­ხა­რია, რომ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვა­ხერ­ხებ გან­ვი­თა­რე­ბას. ეს სფე­როც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. ჩემი გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მთე­ლი დღე, და­დი­ან წრე­ებ­ზე, სა­ღა­მოს ისევ ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბით. დე­დის გა­კე­თე­ბულ ვახ­შამ­ზე კარ­გი არა­ფე­რია, ამი­ტომ სამ­სა­ხუ­რის მერე სახ­ლში მო­ვიჩ­ქა­რი, რომ შვი­ლებს ვახ­შა­მი მო­ვუმ­ზა­დო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა მათ­თვის რა­მეს ვამ­ზა­დებ. ყვე­ლა ერ­თნა­ირ კერძს არ მი­ირ­თმევს, სხვა­დას­ხვა რამ უყ­ვართ, ამი­ტომ ხში­რად სხვა­დას­ხვა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მი­წევს. სა­ღა­მოს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­ზი­ა­რე­ბენ მთე­ლი დღის ამ­ბებს, მეც ვუყ­ვე­ბი ჩემს ამ­ბებს და ასე შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ხატ­ვა, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა­ზე, უცხო ენა­ზე და­დი­ან. ვცდი­ლობთ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­სინ­ჯონ და მერე თა­ვად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აირ­ჩი­ონ ის სფე­რო, რაც მათ მოს­წონთ. სპორ­ტით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, ცი­გუ­რებ­ზე კარ­გად დგა­ნან. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ვცდი­ლობ შვი­ლე­ბის გვერ­დით ვიყო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი მქონ­დეს მათ­თან. ახლა სამი დღე ბა­კუ­რი­ან­ში ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ ერ­თად ყოფ­ნით.

ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა, როცა ამ­ბო­ბენ, ვარ­ჯი­შის დრო არ მაქ­ვსო. თუ ადა­მი­ანს გაქვს სურ­ვი­ლი, ენერ­გია და ჯან­მრთე­ლო­ბა, დროს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხავ. ად­გე­ბი 6 სა­ათ­ზე, ვარ­ჯიშ­საც მო­ას­წრებ და გა­და­ღე­ბა­ზეც წახ­ვალ. მთა­ვა­რია ში­ნა­გა­ნი დის­ციპ­ლი­ნა გქონ­დეს. ამას ჩემ­მა მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა­ო­ბი­დან მი­მაჩ­ვი­ეს. ბევრ წრე­ზე დავ­დი­ო­დი და ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი ში­ნა­გა­ნი დის­ციპ­ლი­ნა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, რომ ყვე­ლაფ­რის­თვის დამ­რჩეს დრო. ცოტა დამ­ღლე­ლია, მაგ­რამ ბევრ რა­მეს ვას­წრებ. ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია მაქვს, სულ მინ­დო­და მე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც ახლა ვა­კე­თებ. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე სულ ვოც­ნე­ბობ­დი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თავ­სე­ბა­დია დე­დო­ბას­თან საქ­მე, რო­მე­ლიც მომ­წონს. ვარ­ჯიშ­საც ვას­წრებ, გა­და­ღე­ბებ­ზე წას­ვლა­საც, შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც და მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც.

- თქვენს ქა­ლიშ­ვი­ლებს მოს­წონთ თქვე­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი?

- დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის, როცა ჩემი გო­გო­ნე­ბის გაბრ­წყი­ნე­ბულ თვა­ლებს ვხე­დავ. მათ მოს­წონთ, რომ დედა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ობს. იმის­თვის ვმუ­შა­ობ, რომ მათ თვალ­ში სი­ხა­რუ­ლი და­ვი­ნა­ხო. ამა­ყო­ბენ დე­დით და ეს ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა. ინ­გლი­სუ­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ჩემ­ზე ბევ­რად უკე­თე­სი აქ­ცენ­ტი აქვთ და როცა მაქვს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტექ­სტი, მეხ­მა­რე­ბი­ან. ერთ ებ­რა­ულ პრო­ექ­ტში ამე­რი­კე­ლი ქა­ლის როლი შე­ვას­რუ­ლე და აქ­ცენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამე­რი­კუ­ლი, ჩემი პა­ტა­რე­ბი ფრა­ზა-ფრა­ზა მა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ ამ პრო­ექ­ტის­თვის. ასე­თი გვერ­დში დგო­მა უფ­როსს გა­უ­ჭირ­დე­ბა. ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ ამით. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი­დან­ვე შან­სე­ბი რომ მო­მე­ცა და ვე­ცა­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. 4 წე­ლია აქ­ტი­ურ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას ვე­წე­ვი, 20-მდე ფილ­მი და სე­რი­ა­ლი და­მიგ­როვ­და. ეს არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და ძვირ­ფა­სია ის ნდო­ბა, რა­საც გა­მო­ხა­ტა­ვენ რე­ჟი­სო­რე­ბი. ფილმმა, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ, კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ორი მთა­ვა­რი პრი­ზი აიღო და ბევ­რი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფილ­მს, რო­მელ­შიც ვი­თა­მა­შე სლა­ვი გო­გო­ნას როლი. სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია, უარ­ყო­ფი­თი, ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ტრავ­მე­ბი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ეს ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვი­ღეთ. სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა აქვს რე­ჟი­სორს და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და. ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ კი­დევ ერთ კარგ უცხო­ურ ფილმში, აქაც კას­ტინ­გის გზით მოვ­ხვდი. რე­ჟი­სორ­მა მუს­ლი­მა­ნი, გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის როლი მან­დო... ჰო­ლი­ვუ­დურ წარ­მა­ტე­ბა­საც გა­ვუ­გე გემო. კი­დევ ერთ ებ­რა­ულ ფილმში ვი­თა­მა­შე ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი.

- თე­ატრს კინო არ­ჩი­ეთ?

- ორი­ვე თა­ნაბ­რად ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის, სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბაა და ყო­ველ­თვის მენ­დო­მე­ბა, რომ თე­ატ­რშიც მქონ­დეს რო­ლე­ბი.

- ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმზე რას იტყვით, სა­დაც მთა­ვარ როლ­ში ხართ?

- 4 წლის წინ და­ვი­წყეთ ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა. ჩემ­თვის იყო სა­დე­ბი­უ­ტო და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია ამ მხრი­ვაც, რად­გან თით­ქმის ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვი­მუ­შა­ვე. თუკი რამე გა­მო­მი­ვი­და, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ჯორ­ჯა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­ო­ცა­რი ხალ­ხში მოვ­ხვდი და ეს როლი გახ­და ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ ნა­ნას ნდო­ბის­თვის. როცა უცხო­ელ რე­ჟი­სო­რებ­თან ვამ­ბობ, რომ ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილმში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი, ეს მათ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს. ფილ­მის გა­მოს­ვლამ და­აგ­ვი­ა­ნა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო. ეს არის რე­ა­ლუ­რი, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია. ემიგ­რა­ცი­ის მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი სევ­და­ნა­რე­ვი იუ­მო­რით. სა­ო­ცა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ და მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.

მსა­ხი­ო­ბო­ბა არის უშ­რე­ტი წყა­რო თვით­გან­ვი­თა­რე­ბის, ახა­ლი ემო­ცი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­ნი­ცა­დო. პა­ტა­რა ასა­კი­დან ვფიქ­რობ­დი ამ პრო­ფე­სი­ა­ზე. თუმ­ცა თა­ვი­დან და­ვამ­თავ­რე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, შემ­დეგ ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა, მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით. ეს საქ­მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ მერე ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში და მი­ვი­ღე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ვამ­თავ­რე მა­გის­ტრა­ტუ­რაც. მომ­წონს, რომ მაქვს მე­ო­რე პრო­ფე­სია, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო მსა­ხი­ო­ბის შე­მო­სავ­ლით ძნე­ლია სრულ­ფა­სოვ­ნად ცხოვ­რე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

ღმერთმა მოუმართოს ხელი, უბრალოდ სულ მიკვირს რანაირად ასწრებენ 4 შვულზე ზრუნვას, ორი სამსახურის შეთავსებას, პირად ცხოვრებას, ვარჯიშს ერთად? 24 საათი არ მეყოფა ერთ დღეში ეს ყველაფერი რომ მოვასწრო. თეთრი შური თუ რავიცი უბრალოდ ინტერედი დაარქვით.

Qeto
16

რატომ გვამადლით თქვენს შრომას? შეგიძლიათ ფეხი ფეხზე გადაიდოთ და ამთქნაროთ, არავის დაუძალებია.. არ წაიღეს ამ "სემიჩკებმა" ტვინი საკუთარი პიარით!!!!

ავტორი:

"ბევრს ვშრომობ, რომ ფინანსურად ძლიერი ქალი ვიყო, ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას" - თაკო ტაბატაძე კარიერაზე, შვილებსა და დატვირთულ გრაფიკზე

"ბევრს ვშრომობ, რომ ფინანსურად ძლიერი ქალი ვიყო, ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას" - თაკო ტაბატაძე კარიერაზე, შვილებსა და დატვირთულ გრაფიკზე

თაკო ტაბატაძემ სამსახიობო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. მისი დებიუტი ცნობილი რეჟისორის - ნანა ჯორჯაძის ფილმში შედგა. "პეპლების იძულებითი მიგრაცია" ეკრანებზე იანვარში გამოჩნდა. ამ ფილმში თაკო მთავარ როლშია. მისი გმირი ნინო, წარსულში ბალერინა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის. ფილმში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – მხატვრებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს. საინტერესო ფილმია, რომელსაც დათო ევგენიძის შესანიშნავი მუსიკა კიდევ უფრო ალამაზებს. თაკო ძალიან მადლიერია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის, რადგან მან ახალბედა მსახიობს ამხელა ნდობა გამოუცხადა. ამ ფილმზე მუშაობა 4 წლის წინ დაიწყეს. ახლახან გამოჩნდა ეკრანებზე და ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თაკო ბოლო დროს ასევე არაერთ უცხოურ ფილმში გადაიღეს და საკმაოდ საინტერესო როლების შესრულება მოუხდა. თვლის, რომ ეს 4 წელი მისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

4 ულამაზესი ქალიშვილის დედა ამბობს, რომ შვილებს ძალიან მოსწონთ მისი შესრულებული როლები. ისინი თაკოს დიდი გულშემატკივრები არიან. ახალგაზრდა მსახიობს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. სამსახიობო კარიერას მენეჯერულ საქმიანობასაც მშვენივრად უთავსებს.

- ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, მაგრამ იმდენად მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, იმდენად ძვირფასია ჩემთვის მსახიობობა, რომ დიდი ენთუზიაზმით ვარ ჩართული. არაერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა, გავიარე კასტინგები და კარიერული წინსვლა მოვახერხე. მოგეხსენებათ, სამსახიობო კარიერა საქართველოში ისეთი შემოსავლიანი არ არის, რომ მარტო ამით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად ვმუშაობ. ორი საქმიანობის შეთავსება რთულია, მაგრამ მადლობელი ვარ მათი, ხელს მიწყობენ. მეც ბევრს ვშრომობ, რომ ვიყო ფინანსურად ძლიერი ქალი. ხშირად დილით ძალიან ადრე ვიწყებ მუშაობას. ვცდილობ ხან შაბათ-კვირას ჩავსვა გადაღებები. რაც დრო გადის, პროექტიც მეტია და ეს ძალიან მახარებს.

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- გულწრფელად გითხრათ, ზოგადად არ მიყვარს ადრე ადგომა, მაგრამ უკვე წლებია, ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. ბავშვები სკოლაში დადიან და მათ საუზმეს ვუმზადებ. ფაფა, ხილი, ბოსტნეული ყველას უყვარს და ვცდილობ ჯანსაღად იკვებონ. ამას პატარა ასაკიდან მიჩვეულები არიან. მრავალფეროვანი რაციონი გვაქვს... ჩემი უფროსი გოგონა ნინი 13 წლის არის, ლიზა 12-ის, მარიამი - 10-ის და ყველაზე პატარა, ანასტასია - 6-ის. ხშირად დილით გადაღებაზე მივდივარ, მერე იქიდან სამსახურში. საინტერესო სამსახური მაქვს და მიხარია, რომ სხვა მიმართულებითაც ვახერხებ განვითარებას. ეს სფეროც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი გოგონები ძალიან დაკავებული არიან მთელი დღე, დადიან წრეებზე, საღამოს ისევ ერთად ვიკრიბებით. დედის გაკეთებულ ვახშამზე კარგი არაფერია, ამიტომ სამსახურის მერე სახლში მოვიჩქარი, რომ შვილებს ვახშამი მოვუმზადო. ძალიან მიყვარს, როცა მათთვის რამეს ვამზადებ. ყველა ერთნაირ კერძს არ მიირთმევს, სხვადასხვა რამ უყვართ, ამიტომ ხშირად სხვადასხვა კერძის მომზადება მიწევს. საღამოს სახლში დაბრუნებულები მიზიარებენ მთელი დღის ამბებს, მეც ვუყვები ჩემს ამბებს და ასე შეხმატკბილებულები ვართ. გოგონებს ძალიან უყვართ ხატვა, სიმღერა, ცეკვაზე, უცხო ენაზე დადიან. ვცდილობთ სხვადასხვა მიმართულება მოსინჯონ და მერე თავად მიიღონ გადაწყვეტილება, აირჩიონ ის სფერო, რაც მათ მოსწონთ. სპორტით არიან დაკავებულები, ციგურებზე კარგად დგანან. დასვენების დღეებში ვცდილობ შვილების გვერდით ვიყო, მაქსიმალურად ემოციური კავშირი მქონდეს მათთან. ახლა სამი დღე ბაკურიანში ვიყავით და ძალიან ვისიამოვნეთ ერთად ყოფნით.

ძალიან მეცინება, როცა ამბობენ, ვარჯიშის დრო არ მაქვსო. თუ ადამიანს გაქვს სურვილი, ენერგია და ჯანმრთელობა, დროს აუცილებლად გამონახავ. ადგები 6 საათზე, ვარჯიშსაც მოასწრებ და გადაღებაზეც წახვალ. მთავარია შინაგანი დისციპლინა გქონდეს. ამას ჩემმა მშობლებმა პატარაობიდან მიმაჩვიეს. ბევრ წრეზე დავდიოდი და ძალიან მობილიზებული ვიყავი. ჩემი შინაგანი დისციპლინა იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ყველაფრისთვის დამრჩეს დრო. ცოტა დამღლელია, მაგრამ ბევრ რამეს ვასწრებ. ძალიან დიდი ენერგია მაქვს, სულ მინდოდა მეკეთებინა ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მსახიობობაზე სულ ვოცნებობდი, აბსოლუტურად შეთავსებადია დედობასთან საქმე, რომელიც მომწონს. ვარჯიშსაც ვასწრებ, გადაღებებზე წასვლასაც, შვილებთან ურთიერთობასაც და მენეჯერულ საქმიანობასაც.

- თქვენს ქალიშვილებს მოსწონთ თქვენი შესრულებული როლები?

- დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, როცა ჩემი გოგონების გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ. მათ მოსწონთ, რომ დედა ფილმში მონაწილეობს. იმისთვის ვმუშაობ, რომ მათ თვალში სიხარული დავინახო. ამაყობენ დედით და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა. ინგლისური ძალიან კარგად იციან, ჩემზე ბევრად უკეთესი აქცენტი აქვთ და როცა მაქვს მოსამზადებელი ტექსტი, მეხმარებიან. ერთ ებრაულ პროექტში ამერიკელი ქალის როლი შევასრულე და აქცენტი უნდა ყოფილიყო ამერიკული, ჩემი პატარები ფრაზა-ფრაზა მამეცადინებდნენ ამ პროექტისთვის. ასეთი გვერდში დგომა უფროსს გაუჭირდება. ბედნიერი და ამაყი ვარ ამით. ძალიან გამიმართლა, კარიერის დასაწყისიდანვე შანსები რომ მომეცა და ვეცადე, მაქსიმალურად გამომეყენებინა. 4 წელია აქტიურ სამსახიობო კარიერას ვეწევი, 20-მდე ფილმი და სერიალი დამიგროვდა. ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ძვირფასია ის ნდობა, რასაც გამოხატავენ რეჟისორები. ფილმმა, რომელშიც ვმონაწილეობ, კანის კინოფესტივალზე ორი მთავარი პრიზი აიღო და ბევრი ფესტივალის გამარჯვებულია. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს, რომელშიც ვითამაშე სლავი გოგონას როლი. საინტერესო პერსონაჟია, უარყოფითი, ტრავმირებული, ალკოჰოლის მოყვარული, რომელსაც ძალიან მძიმე ფიზიკური და სულიერი ტრავმები აქვს გადატანილი. ეს ფილმი საქართველოში გადავიღეთ. საინტერესო ხედვა აქვს რეჟისორს და საინტერესო პროექტი გამოვიდა. ამჟამად დაკავებული ვარ კიდევ ერთ კარგ უცხოურ ფილმში, აქაც კასტინგის გზით მოვხვდი. რეჟისორმა მუსლიმანი, გავლენიანი ქალის როლი მანდო... ჰოლივუდურ წარმატებასაც გავუგე გემო. კიდევ ერთ ებრაულ ფილმში ვითამაშე ერთ-ერთი მთავარი როლი.

- თეატრს კინო არჩიეთ?

- ორივე თანაბრად ძვირფასია ჩემთვის, სხვადასხვა გამოცდილებაა და ყოველთვის მენდომება, რომ თეატრშიც მქონდეს როლები.

- ნანა ჯორჯაძის ფილმზე რას იტყვით, სადაც მთავარ როლში ხართ?

- 4 წლის წინ დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა. ჩემთვის იყო სადებიუტო და ყველაზე ძვირფასია ამ მხრივაც, რადგან თითქმის ინტუიციურად ვიმუშავე. თუკი რამე გამომივიდა, ეს ქალბატონი ნანა ჯორჯაძის დამსახურებაა და იმ ადამიანების, ვინც მასში მონაწილეობდა. საოცარი ხალხში მოვხვდი და ეს როლი გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი. მადლობა ქალბატონ ნანას ნდობისთვის. როცა უცხოელ რეჟისორებთან ვამბობ, რომ ნანა ჯორჯაძის ფილმში ვარ გადაღებული, ეს მათთვის ბევრს ნიშნავს. ფილმის გამოსვლამ დააგვიანა ფინანსური პრობლემების გამო. ეს არის რეალური, ხელოვანი ადამიანების ცხოვრების ისტორია. ემიგრაციის მტკივნეული თემაა წარმოჩენილი სევდანარევი იუმორით. საოცარი მსახიობები თამაშობენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

მსახიობობა არის უშრეტი წყარო თვითგანვითარების, ახალი ემოციების აღმოჩენის, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ვერც განიცადო. პატარა ასაკიდან ვფიქრობდი ამ პროფესიაზე. თუმცა თავიდან დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი, შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურა, მარკეტინგის განხრით. ეს საქმეც მიყვარს, მაგრამ მერე ჩავაბარე თეატრალურში და მივიღე პროფესიული განათლება სამსახიობო ოსტატობის მიმართულებით. დავამთავრე მაგისტრატურაც. მომწონს, რომ მაქვს მეორე პროფესია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში მარტო მსახიობის შემოსავლით ძნელია სრულფასოვნად ცხოვრება...წაიკითხეთ სრულად