სამხრეთ კორეაში საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლმა ქალებმა მამაკაცებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რამაც უკვე გამოიწვია ქვეყანაში შობადობის სწრაფი კლება. ქალები მასობრივად უარს ამბობენ ქორწინებაზე და მამაკაცებთან ურთიერთობაზე.
ქვეყანაში 4B ("ოთხი არა) მოძრაობა სულ უფრო ფართოვდება. "ოთხი არას“ წესი გულისხმობს გაცნობაზე, ქორწინებაზე, სექსზე და მამაკაცებისგან შვილების გაჩენაზე უარს. ამ რადიკალური გზით, კორეელი ქალები ებრძვიან გენდერულ დისკრიმინაციას, სექსიზმს, ქალიშვილობასა და სექსუალურ ძალადობას ქვეყანაში და ითხოვენ უკეთესად მოპყრობას.
სტატისტიკის მიხედვით, სამხრეთ კორეაში ქალები მამაკაცებზე 30%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ და ხშირად იძულებულნი არიან არჩევანი გააკეთონ კარიერასა და ოჯახს შორის.
4B მოძრაობამ 2023 წელს უკვე გამოიწვია ქვეყანაში შობადობის კოეფიციენტის დაცემა 0,72-მდე. ამ ფაქტმა აიძულა ადგილობრივი ხელისუფლება მილიარდები დაეხარჯათ პრობლემის მოსაგვარებლად. მაგალითად, 2024 წელს, ზოგიერთმა კომპანიამ პირობა დადო, რომ თანამშრომლებს 75 ათას დოლარს გადაუხდიდნენ შვილის შეძენის შემთხვევაში, მაგრამ ასეთმა დაპირებამაც ვერ აიძულა სამხრეთ კორეელი ქალების ნაწილი გადაწყვეტილება შეეცვალათ. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად აუცილებელია კანონების შეცვლა...
4B-მ უკვე გამოიწვია აჟიოტაჟი სოციალურ მედიაში, მაგრამ ოპონენტები ამბობენ, რომ ისტორიები ამ მოძრაობის მასშტაბების შესახებ გაზვიადებულია.
ეს ბუნების კანონია. ცხოვრების პირობების გაუმჯობესება იწვევს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან სქესობრივი ურთიერთობის სურვილის თანდათანობით დასუსტებას. ასე რომ საქართველოს მთავრობას თუ მართლა სურს საქართველოში არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობის შემცირება, პროპაგანდა კი არ უნდა აკრძალოს, არამედ სასწრაფოდ უნდა გააუარესოს ცხოვრების პირობები: შეამციროს ხელფასება, გაზარდოს სამუშაო საათების როადენობა, გააუქმოს შვებულება, გადავიდეს შვიდდღიან სამუშაო კვირაზე და გააძვიროს პროდუქტები. საწარმოებს უნდა გაუათმაგოს მოგების გადასახადი! წინააღმდეგ შემთხვევაში არაუმეტეს ორმოცდაათი წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობაც არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის იქნება!
0.72% იკლო შობადობამ და განგაში ატყდა. ჩვენთან ყოველწელს 3% და მეტით იკლებს და ვაბედნიერებთ მაგდა ანიკაშვილს.