მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?
რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. გა­დამ­წყვეტ მატჩში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ით და­ა­მარ­ცხა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზე­ი­მი დღემ­დე გრძელ­დე­ბა, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც ჯი­უ­ტად გვთხოვს, რომ კვლა­ვაც შევ­თა­ვა­ზოთ სტა­ტი­ე­ბი ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დევ ერთი მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლით მო­ვამ­ზა­დოთ სტა­ტია, თუ რა არის გოჯი ბერი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რებს ის გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ, მას მერე, რაც მათ­მა შეფმ­ზა­რე­ულ­მა კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლურ­მა ნაკ­რე­ბის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კვე­ბა­ზე სწო­რედ შეფი კონ­სტან­ტი­ნე ზრუ­ნავ­და.

"შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!.." - ის­მის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ გა­სახ­დე­ლი­დან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში.

"ეს არის სხე­უ­ლის ელექ­სი­რი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს უამ­რავ ვი­ტა­მინს, მი­ნე­რალს, ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მხედ­ვე­ლო­ბას, თა­ვის ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია კან­სა და კუნთს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი ცხი­მე­ბის და­საშ­ლე­ლად, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და შეფ კონ­სტან­ტი­ნემ, რო­დე­საც ჰკი­თხეს, თუ რა იყო გოჯი ბერი.

  • მაშ ასე: რა არის გოჯი ბერი?

გოჯი ბერი, იგი­ვე მგლის კენკრა - "WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი კენკრო­ვა­ნი მცე­ნა­რეა და ჩი­ნუ­რად დღეგ­რძე­ლო­ბის ნა­ყოფს ნიშ­ნავს.

ძვე­ლი ჩი­ნუ­რი გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მულ ადა­მი­ანს ლი ცი­ნი­უ­ნი ერ­ქვა და 256 წე­ლი­წადს იცო­ცხლა. ლი ცი­ნი­უ­ნის ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სა­ი­დუმ­ლო იყო მცე­ნა­რე, რომ­ლის ნა­ყოფ­საც იგი ყო­ველ­დღე ჭამ­და. ეს იყო გო­ჯის კენკრა, იგი­ვე გოჯი ბერი.

მის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 წლის წინ შა­ნის დი­ნას­ტი­ის ჩი­ნურ ხელ­ნა­წერ­ში, ხოლო მისი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი "სი­ცო­ცხლის ხის“ სა­ხე­ლით აღი­წე­რა "სიმ­ღე­რე­ბის წიგნ­ში“ 2000 წლის წინ.

ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გოჯი ბე­რის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი პირ­ვე­ლად ტი­ბე­ტელ­მა ბე­რებ­მა შე­ნიშ­ნეს. მო­ნას­ტრის სი­ახ­ლო­ვეს, რამ­დე­ნი­მე წყა­როს­თან იზ­რდე­ბო­და ეს მცე­ნა­რე­ე­ბი, თუმ­ცა ჩი­ტე­ბის გარ­და არა­ვინ აგე­მოვ­ნებ­და, თუმ­ცა მწი­ფე ნა­ყო­ფი წყა­რო­ში ცვი­ო­და და სვამ­დნენ რა ამ წყალს, ბე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი მრა­ვა­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა.

მთის მო­ნას­ტრი­დან, თან­და­თან გო­ჯის გად­მორგვა, სულ უფრო დაბ­ლა ხდე­ბო­და, მალე იმ­პე­რა­ტო­რის და ჩი­ნე­თის არის­ტოკ­რა­ტი­ის ბა­ღებ­შიც გა­მოჩ­ნდა. კულ­ტუ­რა­ზე მე­ბა­ღე­ე­ბის არა­ერ­თი თა­ო­ბა მუ­შა­ობ­და, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და მისი სე­ლექ­ცია.

2000 წლი­დან, გოჯი ბერი და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გავ­რცელ­და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რო­გორც ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში კა­ნა­დელ-ამე­რი­კელ­მა დი­ე­ტო­ლოგ­მა ერლ მინ­დელ­მა შე­ის­წავ­ლა ამ კენკრის თვი­სე­ბე­ბი და გა­მოს­ცა წიგ­ნი, სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია 33 მი­ზე­ზი, რის გა­მოც გო­ჯის ნა­ყო­ფი ყო­ველ­დღე უნდა მი­ვი­ღოთ: ის ახან­გრძლი­ვებს სი­ცო­ცხლეს, ორ­გა­ნიზმს აძ­ლევს ძა­ლას და მხნე­ო­ბას, ამ­ცი­რებს სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბის რისკს, არე­გუ­ლი­რებს ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და შაქ­რის დო­ნეს სის­ხლში, ხელს უწყობს წო­ნის დაკ­ლე­ბას, ამაღ­ლებს იმუ­ნი­ტეტს, აუმ­ჯო­ბე­სებს მეხ­სი­ე­რე­ბა­სა და ტვი­ნის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცესს, აძ­ლი­ე­რებს ნერ­ვულ სის­ტე­მას. ჩი­ნეთ­ში გო­ჯის ნა­ყოფს დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლო­დაც იყე­ნე­ბენ. ეს ამ მცე­ნა­რის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის არას­რუ­ლი სიაა...

რო­გორც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერთ-ერთ სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი ელე­ნე მაღ­ლა­კე­ლი­ძე ამ­ბობს, გო­ჯის კენკრა ტი­ბე­ტუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა. ჩი­ნე­ლებს მისი ნა­ყო­ფი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოჰ­ყავ­დათ. კო­მერ­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თვა ამ მცე­ნა­რემ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან შე­ი­ძი­ნა, როცა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში გავ­რცელ­და. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში მისი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლია, ხოლო ჩი­ნე­ლებ­მა გო­ჯის სი­კე­თის შე­სა­ხებ დიდი ხნის წინ იცოდ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ამ მცე­ნა­რის ვე­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს, მას მგლის კენკრას, ანუ თეთრ ეკა­ლა­საც ეძა­ხი­ან. კულ­ტუ­რუ­ლი სა­ხით გო­ჯის კენკრა ძი­რი­თა­დად ჩი­ნეთ­ში გვხვდე­ბა, მათ გა­მო­იყ­ვა­ნეს მცე­ნა­რის არა­ერ­თი ჯი­შიც.

ელე­ნე მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

"უპირ­ვე­ლე­სად, ეს მცე­ნა­რე ბევრ ვი­ტა­მინ­სა და ან­ტი­ოქ­სი­დანტს შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის­თვის არის სა­სარ­გებ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას, ეს მხო­ლოდ ერთი მცე­ნა­რის მი­ღე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ ჯან­საღ საკ­ვებ­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და თვი­თონ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზეც. გო­ჯის კენკრა პირ­ველ ნა­ყოფს და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი­წად­ში იძ­ლე­ვა, 4-5 წლის შემ­დეგ კი უკვე სამ­რეწ­ვე­ლო მსხმო­ი­ა­რო­ბას იწყებს. ეს კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლად გამ­რავ­ლდე­ბა, რად­გან კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­სად­მი მომ­თხოვ­ნი არ არის, ამი­ტომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ხრი­ოკ ად­გი­ლებ­ში კარ­გად ხა­რობს. გოჯი ყინ­ვა­საც უძ­ლებს და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­საც. კალ­მით კარ­გად ფეს­ვი­ან­დე­ბა და მრავ­ლდე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, გო­ჯის ნერ­გებს მორ­წყვაც სჭირ­დე­ბა, გას­ხვლაც და სა­სუ­ქის შე­ტა­ნაც".

  • რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ეს მცე­ნა­რე?

გოჯი ხე ან ბუჩ­ქია, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იზ­რდე­ბა - 2-3 მეტ­რამ­დეც. მას ხში­რად სხლა­ვენ და ფორ­მას აძ­ლე­ვენ. გო­ჯის კენკრის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა დი­დია - 5-7 ტონა 1 ჰექ­ტარ­ზე. ცუდ პი­რო­ბებ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა 1 ბუჩ­ქი­დან 1,5 კგ ნა­ყო­ფის მი­ღე­ბა. მისი ნა­ყო­ფი მა­ი­სი­დან სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მწიფ­დე­ბა ან ივ­ნი­სი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით - გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი ჯი­შია და რო­დის შე­მო­დის. სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი მცე­ნა­რის გა­სამ­რავ­ლებ­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვია. გოჯი ისეთ ქვეყ­ნებ­შიც კი ხა­რობს, სა­დაც ჩვე­ნის­თა­ნა რბი­ლი და ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტი არ არის. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა გო­ჯის ჩირი, თუმ­ცა მის ნედლ ნა­ყოფ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმე­ვენ.

გო­ჯის დღი­უ­რი ნორ­მა 1 სუფ­რის კოვ­ზია. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბი­ლი გო­ჯის კრე­მის სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ გო­ჯის კენკრაა. დღეს ამ მცე­ნა­რეს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი სწავ­ლო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გო­ჯის კენკრა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბით მთელ მსოფ­ლი­ოს აო­ცებს.

გოჯი ბე­რის შავი ჯიში

  • გოჯი ბერი სა­ქარ­თვე­ლო­ში

რო­გორც ირ­კვე­ვა, 2016 წელს ჩი­ნე­თის ნინ­სი­ას მე­ტყე­ვე­ო­ბის ინ­სტი­ტუტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ცენ­ტრს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში ქარ­თულ მხა­რეს ჩი­ნე­თი­დან გოჯი ბე­რის 5 სხვა­დას­ხვა ჯი­შის 1000 სა­ბა­ზი­სო ნერ­გი გად­მო­ე­ცა.

"მას გა­აჩ­ნია მრა­ვალ­მხრი­ვი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი და უამ­რავ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს. გოჯი ბე­რის ნა­ყო­ფი მდი­და­რია ვი­ტა­მი­ნე­ბით და ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით, ასე­ვე უხ­ვად შე­ი­ცავს კალ­ცი­უმს, თუ­თი­ას, რკი­ნა­სა და ფოს­ფორს. მცე­ნა­რის ფოთ­ლე­ბის­გან მზად­დე­ბა უგემ­რი­ე­ლე­სი ჩაი, ხოლო ნა­ყო­ფი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც კუ­ლი­ნა­რი­ულ ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო და კოს­მე­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. ამ ჯი­შის კენკრას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს, რო­გო­რი­ცაა: მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის უნა­რის დახ­ვე­წა, ღვიძ­ლის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა, არის სა­უ­კე­თე­სო გა­სახ­დო­მი სა­შუ­ა­ლე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ორ­გა­ნიზ­მი­დან ცხი­მე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად. ამას­თან ერ­თად ნა­ყო­ფი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სიმ­სივ­ნის, დი­ა­ბე­ტის, ალ­ცჰა­ი­მე­რის, გულ­სის­ძარ­ღვთა და სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ნერ­გე­ბი ჯი­ღა­უ­რას მრა­ვალ­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის საკ­ვლევ ბა­ზა­ზე და­ირ­გო, ახლო პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა მათი შეს­წავ­ლა, სარ­გა­ვი მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა და შემ­დგომ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
1

ეეჰ, შუბლზე რაც გაწერია არ აგცდება .ჩემმა ბაბომ 108 წელი იცოცხლა.ახლა მზესუმზირის ზეთი ხომ უნდა ამოიღოთ არ ვარგაო წერენ, სულ მაგ ზეთს ხმარობდა ან ერბოს. ისეთები აქვს მოყოლილი ხაშურის რაიონიდან ბორჯომში სულ ფეხშიშველი ჩავედი თოვლი იყო დიდიო, სასწავლებელს ,რომ მიუახლოვდი მაშინ ჩავიცვი ფეხზეო.ბიძაჩემი სწავლობდა .რად არ. ჩაიცვი ვკითხე, ომი იყო ,ხომ გამოჩნდებოდა და მერე რითი ვიყიდიო.მაგრამ, კი გაძლო 108 წელი

33 წლის რძალი მომიკვდა სარკომით დუღდა და გადმოდუღდა .სტრესის იტყვიან ალბათ სტრესი ქონდაო .ბაბის არ ქონდა სტრესი მეორე კურსის აკადემიის სტუდენტი ომში წავიდა და ქერჩში დაიღუპა.ქმარი დაბრუნდა ომიდან წყალი ქონდა მუცელში და მოუკვდა ,4 შვილი დარჩა გასაზრდელი. ჩვენი ბედი ცაში წყდება რაც გვიწერია არ აგცდება.

თემიდა
2

))))))მაგარი იყო,მსოფლიო თუ გვინდა კიდევ ვირისტერფაც დაგვჭირდება... 

ავტორი:

რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ზეიმი დღემდე გრძელდება, ჩვენი მკითხველიც ჯიუტად გვთხოვს, რომ კვლავაც შევთავაზოთ სტატიები ამ გამარჯვებაზე.

ამჯერად გადავწყვიტეთ კიდევ ერთი მკითხველის სურვილით მოვამზადოთ სტატია, თუ რა არის გოჯი ბერი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩვენი ნაკრების წევრებს ის განსაკუთრებით უყვართ, მას მერე, რაც მათმა შეფმზარეულმა კონსტანტინე თედელურმა ნაკრების მენიუში შეიტანა. მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდის კვებაზე სწორედ შეფი კონსტანტინე ზრუნავდა.

"შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!.." - ისმის გამარჯვების შემდეგ გასახდელიდან გამოქვეყნებულ კადრებში.

"ეს არის სხეულის ელექსირი, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს, ძალიან ეხმარება მხედველობას, თავის ტვინის მუშაობას და კონცენტრაციას და ასევე ძალიან კარგია კანსა და კუნთს შორის წარმოქმნილი ცხიმების დასაშლელად, რაც ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შეფ კონსტანტინემ, როდესაც ჰკითხეს, თუ რა იყო გოჯი ბერი.

  • მაშ ასე: რა არის გოჯი ბერი?

გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა - "WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს.

ძველი ჩინური გადმოცემის მიხედვით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს ლი ცინიუნი ერქვა და 256 წელიწადს იცოცხლა. ლი ცინიუნის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო იყო მცენარე, რომლის ნაყოფსაც იგი ყოველდღე ჭამდა. ეს იყო გოჯის კენკრა, იგივე გოჯი ბერი.

მის შესახებ პირველი ინფორმაცია გხვდება დაახლოებით, 4000 წლის წინ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში, ხოლო მისი სამკურნალო თვისებები "სიცოცხლის ხის“ სახელით აღიწერა "სიმღერების წიგნში“ 2000 წლის წინ.

ჩანაწერებიდან ირკვევა, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მონასტრის სიახლოვეს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა ეს მცენარეები, თუმცა ჩიტების გარდა არავინ აგემოვნებდა, თუმცა მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა და სვამდნენ რა ამ წყალს, ბერებმა აღმოაჩინეს მისი მრავალი სასარგებლო თვისება.

მთის მონასტრიდან, თანდათან გოჯის გადმორგვა, სულ უფრო დაბლა ხდებოდა, მალე იმპერატორის და ჩინეთის არისტოკრატიის ბაღებშიც გამოჩნდა. კულტურაზე მებაღეების არაერთი თაობა მუშაობდა, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მისი სელექცია.

2000 წლიდან, გოჯი ბერი და მისგან მიღებული პროდუქტები გავრცელდა განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ჯანსაღი საკვები და ალტერნატიული მედიცინის საშუალება.

გასულ საუკუნეში კანადელ-ამერიკელმა დიეტოლოგმა ერლ მინდელმა შეისწავლა ამ კენკრის თვისებები და გამოსცა წიგნი, სადაც ჩამოთვლილია 33 მიზეზი, რის გამოც გოჯის ნაყოფი ყოველდღე უნდა მივიღოთ: ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, არეგულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის საერთო მდგომარეობას, განაყოფიერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას. ჩინეთში გოჯის ნაყოფს დიაბეტის სამკურნალოდაც იყენებენ. ეს ამ მცენარის სარგებლიანობის არასრული სიაა...

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ საარქივო სტატიაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ელენე მაღლაკელიძე ამბობს, გოჯის კენკრა ტიბეტური წარმომავლობისაა. ჩინელებს მისი ნაყოფი საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ. კომერციული დატვირთვა ამ მცენარემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეიძინა, როცა ევროპასა და ამერიკაში გავრცელდა. დასავლეთის ქვეყნებში მისი უნიკალური თვისებები ახალი აღმოჩენილია, ხოლო ჩინელებმა გოჯის სიკეთის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდნენ. სხვათა შორის, ამ მცენარის ველური სახეობა საქართველოშიც არსებობს, მას მგლის კენკრას, ანუ თეთრ ეკალასაც ეძახიან. კულტურული სახით გოჯის კენკრა ძირითადად ჩინეთში გვხვდება, მათ გამოიყვანეს მცენარის არაერთი ჯიშიც.

ელენე მაღლაკელიძე:

"უპირველესად, ეს მცენარე ბევრ ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც მრავალი დაავადებისთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ეს მხოლოდ ერთი მცენარის მიღებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჯანსაღ საკვებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და თვითონ ადამიანის ორგანიზმზეც. გოჯის კენკრა პირველ ნაყოფს დაახლოებით 2 წელიწადში იძლევა, 4-5 წლის შემდეგ კი უკვე სამრეწველო მსხმოიარობას იწყებს. ეს კულტურა საქართველოში ადვილად გამრავლდება, რადგან კლიმატური პირობებისადმი მომთხოვნი არ არის, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს ხრიოკ ადგილებში კარგად ხარობს. გოჯი ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც. კალმით კარგად ფესვიანდება და მრავლდება. ბუნებრივია, გოჯის ნერგებს მორწყვაც სჭირდება, გასხვლაც და სასუქის შეტანაც".

  • როგორ გამოიყურება ეს მცენარე?

გოჯი ხე ან ბუჩქია, საკმაოდ მაღალი იზრდება - 2-3 მეტრამდეც. მას ხშირად სხლავენ და ფორმას აძლევენ. გოჯის კენკრის მოსავლიანობა დიდია - 5-7 ტონა 1 ჰექტარზე. ცუდ პირობებშიც კი შეიძლება 1 ბუჩქიდან 1,5 კგ ნაყოფის მიღება. მისი ნაყოფი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მწიფდება ან ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით - გააჩნია, რომელი ჯიშია და როდის შემოდის. საქართველოს კლიმატური პირობები მცენარის გასამრავლებლად შესანიშნავია. გოჯი ისეთ ქვეყნებშიც კი ხარობს, სადაც ჩვენისთანა რბილი და ზომიერი კლიმატი არ არის. ძალიან სასარგებლოა გოჯის ჩირი, თუმცა მის ნედლ ნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევენ.

გოჯის დღიური ნორმა 1 სუფრის კოვზია. სხვათა შორის, ცნობილი გოჯის კრემის საფუძველი სწორედ გოჯის კენკრაა. დღეს ამ მცენარეს მრავალი ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ. შეიძლება ითქვას, გოჯის კენკრა თავისი უნიკალური თვისებებით მთელ მსოფლიოს აოცებს.

გოჯი ბერის შავი ჯიში

  • გოჯი ბერი საქართველოში

როგორც ირკვევა, 2016 წელს ჩინეთის ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართულ მხარეს ჩინეთიდან გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000 საბაზისო ნერგი გადმოეცა.

"მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით. ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ. აღნიშნული ნერგები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე დაირგო, ახლო პერიოდში მოხდება მათი შესწავლა, სარგავი მასალის წარმოება და შემდგომში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავრცელება", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.