მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ "კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა" - რუსეთის უშიშროება
"დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ "კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა" - რუსეთის უშიშროება

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც და­ღეს­ტან­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი აცხა­დებს, რომ ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ "კრო­კუს სითი ჰოლ­ზე“ თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ია­რა­ღი მა­ჰა­ჩყა­ლი­დან ჩა­ი­ტა­ნა.

"იმ ბი­ჭე­ბის­თვის ია­რა­ღი ჩა­მო­ვი­ტა­ნე, რომ­ლე­ბიც მოს­კოვ­ში "კრო­კუს სითი ჰოლს“ და­ესხნენ თავს. ია­რა­ღი მა­ჰა­ჩყა­ლი­დან მი­ტიშ­ჩი­ში ჩა­მო­ვი­ტა­ნე, მხო­ლოდ ფული და ია­რა­ღი მი­ვა­წო­დე", - აცხა­დებს და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ში და დას­ძენს, რომ ჩხრე­კი­სას მის ბი­ნა­ში "კა­ლაშ­ნი­კო­ვის“ ორი ავ­ტო­მა­ტი და 460 ტყვია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ კას­პი­ის­კში ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ.

"იყო გეგ­მე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ კას­პი­ის­კში ან გა­მარ­ჯვე­ბის პარკში. ბომ­ბე­ბი ხალ­ხში უნდა აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო,“- აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ რუ­სე­თის ეროვ­ნულ­მა ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღეს­ტან­ში, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს სამი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც ტე­რაქ­ტებს გეგ­მავ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ "კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა" - რუსეთის უშიშროება

"დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ "კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა" - რუსეთის უშიშროება

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა.

"იმ ბიჭებისთვის იარაღი ჩამოვიტანე, რომლებიც მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლს“ დაესხნენ თავს. იარაღი მაჰაჩყალიდან მიტიშჩიში ჩამოვიტანე, მხოლოდ ფული და იარაღი მივაწოდე", - აცხადებს დაკავებული ვიდეოში და დასძენს, რომ ჩხრეკისას მის ბინაში "კალაშნიკოვის“ ორი ავტომატი და 460 ტყვია აღმოაჩინეს.

დაკავებულებმა ასევე განაცხადეს, რომ კასპიისკში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.

"იყო გეგმები ტერორისტული თავდასხმის შესახებ კასპიისკში ან გამარჯვების პარკში. ბომბები ხალხში უნდა აფეთქებულიყო,“- აღნიშნა ერთ-ერთმა დაკავებულმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.